წმინდა მამები ამბობენ, რომ ეკლესიაში შეგვიძლია მივაღწიოთ გან-ღმრთოებას. მაგრამ განღმრთოება ღვთის ნიჭია. მას საკუთარი ძალისხმევით ვერ დაეუფლები. ცხადია, უნდა გვსურდეს ვიყოთ, გავხდეთ ღირსნი და უნარიანნი, მივიღოთ და შევინარჩუნოთ ღვთის ეს უდიდესი წყალობა, ვინაიდან ღმერთს არ სურს რაიმეს კეთება თვინიერ ჩვენი თავისუფალი ნებისა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ჩვენ ვიღვწით განღმრთოებისთვის, ხოლო ღმერთი გვაძლევს მას.
განღმრთოების გზაზე შემდგარი ადამიანისათვის კონკრეტული და უცილობელი პირობა არის თავმდაბლობა.
თავმდაბლობა
განღმრთოების პირველი წინაპირობა, წმინდა მამათა თანახმად, თა-ვმდაბლობა გახლავთ. ღვთივკურთხეული თავმდაბლობის გარეშე შესაძლებელია განღმრთოება, ღვთის მადლის მიღება, ღმერთთან ერთობა. ადამიანმა თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად რომ აღიაროს განღმრთოება, ესაჭიროება თავმდაბლობა. თავმდაბლობის გარეშე როგორ აღიარებ, რომ შენი ცხოვრების მიზანი შენს მიღმა, ღმერთშია?
რაც უფრო ეგოცენტრულ, ანთროპოცენტრულ და ავტონომიურ ცხო-ვრებას ეწევა ადამიანი, მით უფრო უმყარდება აზრი, რომ თავად არის ცხოვრების მიზანი. მას სწამს, რომ შეუძლია გახდეს სრულყოფილი, თავად დაიცვას თავი, თავად გახდეს ღმერთი. ეს არის თანამედროვე კულტურის, ფილოსოფიის, პოლიტიკის სულისკვეთება. მავანი ამ-ბობს: ჩვენ ვცდილობთ სამყარო უკეთესი და სამართლიანი გახდეს, მაგრამ ავტონომიურად შევქმნით ისეთ სამყაროს, რომლის ცენტრი ადამიანი იქნება, ღმერთთან ყოველგვარი კავშირის, ყოველი სიკეთის წყაროდ ღმერთის აღიარების გარეშე. ეს შეცდომა დაუშვა ადამმა, როცა ირწმუნა, რომ თავისი ძალით შეეძლო გამხდარიყო სრულ-ყოფილი, გამხდარიყო ღმერთი. ადამის შეცდომა ყველა საუკუნის ჰუმანისტმა გაიმეორა. ადამიანის სრულყოფილების მისაღწევად ისინი აუცილებლობად არ მიიჩნევენ ღმერთთან ურთიერთობას.
ყოველივე მართლმადიდებლური თეოცენტრულია. თავის ცენტრად ის ღმერთკაც იესო ქრისტეს აღიარებს. ყოველივე არამართლ-მადიდებლური კი - პაპიზმი, პროტესტანტიზმი, მასონობა, ქილიაზმი, ათეიზმი, რაც მართლმადიდებლობის მიღმაა, ერთი საერთო ნი-შანითაა აღბეჭდილი: მათი ცენტრი ადამიანია. ჩვენი ცენტრი კი ღმერთკაცი ქრისტეა. ამიტომ არის იოლი ერეტიკოსად, ქილიასტად, მასონად ყოფნა, მაგრამ მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნა კი რთულია. მართლმადიდებელი ქრისტიანი რომ გახდე, უნდა გაითა-ვისო აზრი - სამყაროს ცენტრში შენ კი არა ხარ, არამედ ქრისტეა.
ამრიგად, განღმრთოების დასაბამი თავმდაბლობაა ანუ იმის აღია-რება, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ჩვენს მიღმაა, რომ ის ჩვენს შემქმნელსა და შემოქმედშია.
თავმდაბლობა იმიტომაც გვმართებს, რომ დავინახოთ ჩვენი სნეუ-ლება, უძლურება და ვნებები.
ადამიანი, რომელიც განღმრთოების გზით სვლას, მუდმივად თავმ-დაბლობაში უნდა იმყოფებოდეს, რათა არ გადაუხვიოს ამ გზას. თუ ის დაიჯერებს, რომ საკუთარი ძალისხმევითაც ყველაფერი არცთუ ცუდად გამოსდის, რომ წარმატებულია, მაშინ მასში ამპარტავნობა იმკვიდრებს. ის კარგავს იმას, რაც მოიპოვა და თავიდან უნდა დაიწყოს: დაიმდაბლოს თავი, დაინახოს საკუთარი უძლურება, ადამიანური არამდგრადობა და არ დაეყრდნოს საკუთარ თავს. იგი ღვთის მადლს უნდა მიენდოს, რათა დროულად აღმოჩნდეს იმ გზაზე, რომელსაც მივყავართ განღმრთოებამდე.
ამიტომაა რომ წმინდათა ცხოვრების კითხვისას ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას მათი თავმდაბლობა ახდენს. ღვთის სიახლოვეს მყოფნი, სასწაულმოქმედნი და მირონმდინარენი, იმავდროულად ხედავდნენ, რომ შორს იყვნენ ღვთისაგან, რომ ყველაზე ცოდვილნი იყვნენ ადამიანებს შორის. ამ თავმდაბლობამ გახადა ისინი ღმერთნი მადლით.
ასკეზა
წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ განღმრთოებას სხვადასხვა საფე-ხური გააჩნია - იწყება პირველით და აღწევს უმაღლეს მდგო-მარეობამდე. თავმდაბლობაში მყოფი ქრისტიანი სინანულითა და დიდი მოთმინებით იწყებს ყოველდღიურ ღვაწლს ქრისტეში, ქრისტეს წმინდა მცნებების შესრულებას, რომელსაც ვნებებისაგან განწმენ-დამდე მივყავართ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთი შეიცნობა მისი მცნებების შესრულებით. როდესაც ქრისტიანი სიყვარულითა და რწმენით იცავს ქრისტეს მცნებებს, ამ დროს უკავშირდება ის ღმერთს.
წმინდა მამათა თანახმად, ეს განღმრთოების პირველი საფეხური გა-ხლავთ. მას „მოღაწეობა" ეწოდება. ეს ცხოვრების წესია, მცნებების პრაქტიკული აღსრულებაა, რაც განღმრთოების დასაბამია.
მოღვაწეობა სულაც არ არის იოლი საქმე, ვინაიდან მხოლოდ დიდი ბრძოლითაა შესაძლებელი ვნებების აღმოფხვრა. უზარმაზარი შრომაა საჭირო, რათა შინაგანი დაუმუშავებელი ველი თანდათან განიწ-მინდოს სარეველისა და ქვებისაგან. დაე, დავამუშავოთ ის სულიერად, რათა სიტყვა - ღმერთის თესლმა შესძლოს მასში ნაყოფი გამოიღოს. საჭიროა საკუთარი თავის ძლიერი და მუდმივი იძულება. ამიტომ ბრძანა მაცხოვარმა: „... სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11. 12). წმინდა მამები ასევე გვმოძღვრავენ: „მომეცი სისხლი და აიღე სული" ანუ: ვერ მოიხვეჭ სულიწმიდას თუ თავდაუზოგავად, ჭეშმარიტად ღრმა სინანულითა და სათნოებებით, ღვაწლმოსილი არ განიწმინდების ვნებებისაგან.
ყველა სათნოების დედა - სიყვარულია. ის ქრისტიანი, რომელმაც მოიხვეჭა სიყვარული, სხვა დანარჩენ სათნოებასაც მოიხვეჭს. სიყვა-რული ის არის, რაც ადამიანისაგან განაშორებს ყოველი ბოროტებისა და ვნების სათავეს. წმინდა მამათა თქმით, ეს არის თავმოყვარება, საკუთარი თავის ავადმყოფური სიყვარული. სწორედ ამიტომ არსებობს ეკლესიაში ასკეზა. ასკეზის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრება, ღვაწლი, წარმატება. ჩვენ იმიტომ ვმარხულობთ, იმიტომ აღვასრულებთ ღამისთევებს, ვიმყოფებით მორჩილებაში, რომ შევ-ძლოთ ვნებებისაგან განთავისუფლება. თუ მართლმადიდებელი ეკლესია არ იქნება ასკეტური, ის არც მართლმადიდებლური იქნება და ვერ დაეხმარება ადამიანს ვნებებისაგან განწმენდაში, რათა გახდეს ღმერთი მადლით.
ეკლესიის მამებმა ადამიანის სულისა და ვნებების შესახებ სიღრმი-სეული ანთროპოლოგიური სწავლება განავითარეს. ისინი ამბობენ, რომ სულში არსებობს განსჯითი, მგრძნობელობითი და ნებელობითი ძალები. განსჯით ნაწილში სულის გონივრული ქმედებებია თავმო-ყრილი. მგრძნობელობითი ძალები შეიცავს დადებითი და უარყ-ოფითი გრძნობების - სიყვარულისა და სიძულვილის განვითარების საშუალებას. ნებელობით ნაწილში სათნოების, კეთილი საქმეთა კეთების წადილის გვერდით სიამტკბილობის, ვერცხლისმოყვა-რეობის, ღორმუცელობის, ხორცის მსახურების, ავხორცული ვნებების განვითარების საშიშროებაა. თუ სულის ეს სამი ძალა - განსჯითი, მგრძნობელობითი და ნებელობითი არ განიწმინდა, ადამიანი ვერ ვერ მიიღებს ღვთის მადლს, ვერ განღმრთოვდება. სულის განსჯითი ნაწილი იწმინდება მღვიძარების მეშვეობით. მღვიძარების შედეგად ქრისტიანი ინარჩუნებს კეთილ აზრებს და განაგდებს ბოროტს. მგრძნობელობითი ნაწილი იწმინდება სიყვარულით. დაბოლოს, ნებელობითი განიწმინდება თავშეკავებით. სამივე ძალი კი სულისა განიწმინდება ლოცვით.
წმინდა საიდუმლოებები და ლოცვა
ქრისტე ადამიანების გულებში ადგილს წმინდა საიდუმლოებების - ნათლისღების, მირონცხების, აღსარებისა და ღვთაებრივი ევქარის-ტიის მეშვეობით იმკვიდრებს. ქრისტესთან ერთობაში მყოფ მართლ-მადიდებელ ქრისტიანებში ღვთის მადლი ივანებს. იმიტომ, რომ ნათელღებულნი და მირონცხებულნი აღსარებისა და ღვთაებრივი ზიარების გზით მიდიან. მაგრამ ღვთის მადლი ვნებებით იფარება, ვით საცეცხლურის ნახშირს ფარავს ფერფლი. ასკეზითა და ლოცვით გული იწმინდება ვნებებისაგან, ღვთაებრივი მადლის ნაპერწკალი ღვივდება და მორწმუნე განიცდის ქრისტეს თავის გულში, რომელიც მისი ყოფიერების ცენტრია.
გულის განწმენდაში ნებისმიერი საეკლესიო ლოცვა გვეხმარება. გან-საკუთრებულ შეწევნას ვგრძნობთ ე.წ. მოკლე ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ეს ლოცვა უძველესი დროიდან გამოიყენება ათონზე. მას შემდეგი უპირატესობა გააჩნია: ის მოკლეა, მხოლოდ ერთი წინადადებისაგან შედგება და გონების კონცენ-ტრირებაში გვეხმარება. გონების მოკრებითა და მისი გულში ჩასვლით ვაჩერებთ ყურადღებას, რათა არ გაგვიტაცოს სხვა აზრებმა - არც კეთილმა, არც ბოროტმა და ვიყოთ ფიქრებში მხოლოდ ღმერთზე.
ამ ლოცვაში ვარჯიშმა, დროთა განმავლობაში, შეიძლება განუწყვე-ტელი სახე მიიღოს. ეს მთელი მეცნიერებაა, წმინდა ხელოვნებაა, რომლის შესახებაც წმინდა მამები ვრცლად წერდნენ თავიანთ წიგნებში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა „სათნოებათმოყვარეობა".
ეს ლოცვა ეხმარება ადამიანს, ანიჭებს სიხარულს, ხოლო მისი ცხო-ვრება ქრისტესა და ეკლესიის მცნებების შესატყვისი, შედეგად კი თვითონ ის პიროვნება ღვთაებრივი მადლის მიღების ღირსი ხდება. იგი ღმერთთან ურთიერთობის სიტკბოს იგებს და თავისი გა-მოცდილებით წვდება ფსალმუნის სიტყვებს: „გეშინოდეს უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულოვანება მოშიშთა მისთა" (ფს. 33. 9).
ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ღმერთი არ არის რაღაც გან-ყენებული იდეა, რაიმე ისეთი, რაზეც მხოლოდ ვფიქრობთ, ვსაუ-ბრობთ ან ვკითხულობთ. არა, ღმერთი - პიროვნებაა, რომელთანაც ცოცხლად და პირადად ვურთიერთობთ. რომელსაც უშუალოდ, გამოცდილებით განვიცდით. ამ დროს ვხედავთ, რამდენად აღმატე-ბული განცდაა გყავდეს ქრისტე შენში და იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.
ერში მყოფ ქრისტიანებს, სხვადასხვა საქმიანობასა და ყოველდღი-ურ საზრუნავში მყოფთ, ძლიერ შეგეწევათ, თუ იპოვით რამდენიმე წუთს, რათა მშვიდად წაივარჯიშოთ ამ ლოცვაში.
ცხადია, ის საქმეები და ვალდებულებები, რომლებსაც რწმენაში, ღმერთში თავმდაბლობითა და სიყვარულით აღვასრულებთ, განგვწ-მენდს, მაგრამ აუცილებელია ლოცვაც. ვიპოვოთ სადმე მყუდრო ადგილი (კარგია სულიერი საკითხავის შემდეგ ანთებული კანდელით ხატის წინ), რაც შეიძლება შორს ხმაურისა და შფოთისაგან როდესაც დაცხრება სხვა აზრები, ჩადი გონებით გულში და წარმოთქვი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ოჰ, როგორ ძალას იხვეჭს სული ამ ღვთაებრივი მდუმარებით! როგორ გვეხმარება დღის გარკვეული პერიოდი გავლიოთ სიმშვიდით, ნერვიულობის, დაძა-ბულობისა და სტრესის გარეშე; შევინარჩუნოთ საკუთარი ძალები ჰარმონიასა და ერთობაში! ზოგიერთი ადამიანი ხელოვნური საშუ-ალებებით ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაგალითად, ადგი-ლებით, რომლებიც აღვსილია სულიერი ხიბლითა და დემონური სულით ე.წ. აღმოსავლურ რელიგიებში. ისინი ცდილობენ მოიპოვონ სიმშვიდე სხეულის ვარჯიშით, მედიტაციითა და სხვა საშუალებებით, რათა რამენაირად იგრძნონ სულიერი წონასწორობა და ფიზიკური ძალა. მათი შეცდომა ისაა, რომ მსგავსი საშუალებებით ცდილობენ გაექცნენ სხვადასხვა აზრებს, დაივიწყონ მატერიალური სამყარო, მაგრამ, არსობრივად, ისინი არა ღმერთთან, არამედ მხოლოდ საკუთარ თავთან ამყარებენ კავშირს. ანუ: ადამიანი კვლავ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ამიტომაც მარცხდება იგი.
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)
Xareba.net - ის რედაქცია