კათოლიკებთან დაწყებული ლეგენდარული „სიყვარულის დიალო-გი" წარმატებით დასრულდა და როგორც იქნა... შევუდექით „საღ-ვთისმეტყველო დიალოგს!" მაგრამ განა შესაძლებელია ერთმანე-თისგან განვაცალკევოთ სიყვარული და ღვთისმეტყველება, რომელიც გახლავთ დასტური ჭეშმარიტებისა? შეიძლება კი არსებობდეს სიყვარულის დიალოგი თვინიერ ჭეშმარიტებისა ან ჭეშმარიტი დიალოგი უსიყვარულოდ? ღმერთი არის სიყვარულიც (1 იონ. 4. 8) და ჭეშმარიტებაც (იონ. 14. 6), ვინაიდან სიყვარული და ჭეშმარიტება ბუნებრივი შედეგია და გარდაუვალი აუცილებლობით, განუყრელად შერწყმულია ღმერთთან და ასევე განუყრელად არსებობს ქრისტეს მოწაფეებთანაც - „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იონ. 13. 35) - თქვა უფალმა, კვლავ გაიმეორა რა მოყვასის სიყვარულის მცნების მნიშვნელობა (იხ. მათ. 22. 39). (ე.ი. ყოველი ადამიანის მიმართ); ჭეშმარიტების შესახებ უფალმა ბრძანა: „ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა" (იონ. 18. 37), შესაბამისად მისი მოწაფე ხდება.
ასე რომ, შეუძლეელია სიყვარული გავმიჯნოთ ჭეშმარიტებისაგან. შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სახის დიალოგი: „სიყვარულის დიალოგი ჭეშმარიტებაში" ან „ჭეშმარიტების დიალოგი სიყვარულში". ქრისტიანებისთვის წარმოუდგენელია სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე და ჭეშმარიტება სიყვარულის გარეშე, ვინაიდან, თუ გიყვარს და იმავდროულად გულგრილი ხარ ჭეშმარიტების მიმართ, მაშინ არ გაგაჩნია ნამდვილი სიყვარული. მსგავს „სიყვარულს" შეგვიძლია ზრდილობიანობა, დიპლომატია, კარგი მანერა, უმწიკვლო ქმედება, სენტიმენტალური მიდრეკილება და სხვა, რაც გნებავთ, ვუწოდოთ, მაგრამ არა ქრისტეს სიყვარული!
ამასთან: თუ ფლობ ჭეშმარიტებას და არ გაქვს სიყვარული, ე.ი. არ ცხოვრობ ჭეშმარიტებაში. შეიძლება ერკვეოდე საღვთისმეტყველო ნიუანსებში, მართებულად გწამდეს ესა თუ ის დოგმატი, მაგრამ... არაფრით განსხვავდებოდე დემონებისაგან: „შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკობ. 2. 19), ვინაიდან ვერ ცხონდებიან! ის, ვინც ყვე-ლაფერში ბაძავს უფალს, ყველა ადამიანი უყვარს: არამართლ-მადიდებელიც, ურწმუნოც, ქრისტეს მდევნელიცა და მგმობელიც. ამის გამო „მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობა გულისა ჩემისა." (რომ. 9. 2), ვინაიდან ისინი ჭეშმარიტებისა და ცხონებისაგან შორს იმყოფებიან. „ქრისტიანი" სიყვარულის გარეშე არის „ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ." (1 კორ. 13. 1).
●●●
რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ „სიყვარულის დიალოგზე ჭეშმარიტებაში" და „ჭეშმარიტ დიალოგზე სიყვარულში"? შესაძლოა იმას, რომ „სიყვარულით" შევუდგეთ ჭეშმარიტების ძებნას? ამგვარ „დიალოგს" მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ორი ურწმუნო ან აგნოსტიკი საუბრობს. მაგრამ ამას აზრი ეკარგება, როდესაც მართლმორწმუნე არამართლმადიდებელს ესაუბრება. ჩვენ, მართლმა-დიდებლები, არ „ვეძებთ" ჭეშმარიტებას, ის უკვე მომადლებული გვაქვს, ვინაიდან ის საუბრობს. იმიტომ არსებობს, რომ ის გადმოცემული და დაცულია ეკლესიის მიერ.
ამის გამო „ჭეშმარიტი დიალოგი სიყვარულში" ან „სიყვარული ჭეშ-მარიტებაში", რაც არსობრივად ერთი და იგივეა, მართლმადი-დებლებისთვის ნიშნავს: სხვაგვარად მოაზროვნესთან მისდამი სიყვარულის გამო ვსაუბრობ, რათა მივუთითო შეცდომებზე და დავეხმარო ჭეშმარიტების მიგნებაში.
ცხადია, „დიალოგი" არც ქადაგებაა, არც ლექცია. ოპონენტი გამოთ-ქვამს პროტესტს, არ ეთანხმება ზოგიერთ საკითხს. მართლმა-დიდებელს ყოველთვის ერთი სანუკვარი მიზანი ამოძრავებს: დაამოწმოს ჭეშმარიტება კომპრომისისა და დათმობის გარეშე, ჭეშმარიტების ურყევი ერთგულებით! თუ არსებობს თანხმობა ჭეშმარიტებაში, - კარგია. თუ ჭეშმარიტება მიუღებელია, მართლ-მადიდებელი დამწუხრებული იტყვის: „ომი უფრო სათნოა, ვიდრე მშვიდობა, რომელიც განგვაშორებს ღმერთს" (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).
●●●
ამრიგად, გვსურს კი „დიალოგი" კათოლიკებთან? - ჰოც და არაც. კი, თუ საუბარი ზემოაღნიშნული პრინციპით მოგვიწევს. არა, თუ „დიალოგში" ჭეშმარიტების „ძიება" (გამოკვლევა) იგულისხმება, ანუ: თუ მოიაზრება, რომ აბსოლუტური და ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს და ყველა რელიგიაშია ნაწილობრივი ჭეშმარიტება. შესა-ბამისად, ჭეშმარიტების ეს გაბნეული ნაწილები უნდა შევაერთოთ, შევადგინოთ მათგან ერთი სხეული და ამგვარად მივაღწიოთ შეთანხმებას... ამგვარ „დიალოგს" ვერ მოიწონებს ვერც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი. მართლმადიდებლობა ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ სულიწმიდა მუდმივად მკვიდრობს ეკლესიაში (ქრისტემ ერთი ეკლესია შექმნა და არა მრავალი) და დასძენს: „სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იონ. 16. 13).
გააჩნია კი მართებული საფუძვლები და ჯანსაღი წინაპირობა ახლ-ახან გამართულ „დიალოგს"? პირდაპირ ვპასუხობთ: არა, არა და არა! მას არც კარგი საწყისი აქვს და არც სათნო განვითარება მიეცემა. ის ამსოფლიურია და არა ეკლესიური, ადამიანურია და ღმერთკა-ცობრივი მოტივით არ ხორციელდება. ეს ამოძრავებს ამ „დიალოგის" სულისჩამდგმელებს. ყველანი ერთიანდებიან კოალიციებსა და ეკონომიკურ საზოგადოებებში და ფიქრობენ: ქრისტიანები რატომ ჩამოვრჩეთ მათ? გაერთიანების შემთხვევაში უფრო ძლიერნი და გავლენიანნი არ გავხდებით? „დიალოგის" პროცესში მრავალი ანტიკანონიკური მოქმედება განხორციელდა. სასიკეთო რა მოგვიტანა წმინდა კანონების დარღვევამ? „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ. 7. 16). რა ვთქვათ იმ მრავალრიცხოვან ცდომილებებზე, რომლებიც უკვე დაუშვა მართლმადიდებლურმა მხარემ ამ „დია-ლოგში"? უმჯობესია არ ვთქვათ.
●●●
მოდით, დიდხანს ნუ შევჩერდებით თეორიაზე, ვინაიდან უკვე გზა-ში ვართ: „დიალოგი" დაიწყო. გავხდეთ პრაქტიკოსები, გადავიდეთ საქმეზე და „ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთა და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა"... (იონ. 20. 25).
პირველ ყოვლისა, დიდ შეცდომად მიგვაჩნია „დიალოგის" დროს სა-იდუმლოებების საკითხის წამოჭრა. ვუწოდოთ მას მახე? არ ვიცი, ღმერთმა იცის. ჩვენ შიშმა მოგვიცვა, შეშფოთებულნი ვართ. რატომ? ცნობილია, კათოლიკების აღიარება, რომ მართლმადიდებლები უფრო ახლოს არიან ძველ ეკლესიასთან საიდუმლოებების საკითხებში. გარდა ამისა, მათ ჰყავთ პაპი, რომელსაც თავისი ავტორიტეტით შეუძლია განაცხადოს და გადაწყვიტოს, შეუძლია „ყველაფერი საფუძვლიანად აღმოფხვრას და დაანგრიოს, გაანადგუროს და შემდეგ თავისი ააშენოს და დაამკვიდროს", რაშიც ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვინაიდან მისი ბაგით (მათი აზრით) ღმერთი საუბრობს!
დიდი მიზნის მისაღწევად ლათინებისთვის ხელსაყრელია მცირე და უმნიშვნელო დათმობაზე წასვლა. წარმოიდგინეთ, როგორი რეზო-ნანსი ექნება პაპის ეფექტურ და უპრინციპო ქმედებას, თუკი იგი თავის ეკლესიაში მიიღებს და დაამტკიცებს ზუსტად ისეთ საიდ-უმლოებებს, როგორიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია?... (ვატიკანის II კრებაზე იყო ამგვარი მინიშნებები) მაშინ ჩვენ სად აღმოვჩნდებით? უფრო სწორად სად დავემალოთ „საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუქის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმას, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს" (დან. 3. 7).
ლათინებიც და უნიტი მართლმადიდებლებიც პაპიზმისთვის აბსო-ლუტურად უმნიშვნელო და უმტკივნეულო საკითხებს ისე წარმო-გვიდგენენ, თითქოს ერთობის გამო უდიდეს მსხვერპლს იღებდნენ. შემდეგ, ზეწოლის გზით, ეცდებიან აიძულონ ჩვენი მხარე წავიდეს „დათმობებზე" და „მსხვერპლზე" ერთობისათვის, რას მოვიმოქ-მედებთ მაშინ?
მაშინ მაინც გახდება ჩვენთვის ცხადი, რომ ეს ქმედება, ეფექტურ-ობის მიუხედავად, ძლიერ ზეგავლენას მოახდენს პრაფანებზე, რადგან სინამდვილეში ეს არ არის არანაირი დათმობა, ხოლო პაპიზმის ცდომილებები საიდუმლოებების თვალსაზრისითაც უცვლელი დარ-ჩება. (საიდუმლოების აღსრულების პრაქტიკა ერთია, ხოლო დო-გმატური სწავლება - მეორე. განა უნიატებს არა აქვთ მართ-ლმადიდებლური კურთხევანი? მათი სწავლების თანახმად, საი-დუმლოს მეშვეობით მიღებული მადლი ქმნილია ბუნებისა? დოგ-მატური განსხვავება გაცილებით უფრო სიღრმისეულია). თუმცა ვინ მოგვისმენს? ტელევიზიითა და რადიოთი, გაზეთებით, ჟურნალებითა და წიგნებით, კონფერენციებისა და დარბაზების ტრიბუნებიდან „გაჟღერებული" ხმა ყოველგვარ უთანხმოებას ჩააცხრობს. მაშინ ჩვენ შეურიგებელ ფანატიკოსებად, მიზანთროპებად, ტრაფარეტს „ჩაციკ-ლულებად", ერთობის მოწინააღმდეგეებად და ა.შ. სახელგვდებენ. პაპისტები კი პირიქით, იესოს ჭეშმარიტ მოწაფეებად, სიყვარულის მქადაგებლებად, სულით ნათელ, დროის ფეხდაფეხ მავალ ადა-მიანებად მოგვევლინებიან.
საქმე ამით რომ დასრულდეს, ზიანი მაინც საგრძნობი იქნება იმი-ტომ, რომ ჩვენი წარმომადგენლები, უბრალო თანამონაწილეობითა და მოჩვენებითი „საღვთისმეტყველო დიალოგით", პაპისტებს მისცემენ შესანიშნავ შესაძლებლობას აღასრულონ ზემო აღნიშნული ქმედება, და შეუფერხებლივ, იოლად შეუდგნენ დემოგრაფიას, გამოიწვიონ საშინელი ქაოსი და შფოთი. შეჩერდება კი ამით ყოველივე, თუ განვაგრძობთ დაღმასვლას? როგორ იმოქმედებენ ჩვენი წარმომა-დგენლები? წავლენ დროის მოთხოვნათა კვალდაკვალ? საყოველთაო და ხმაურიანი პროტესტით შეშინებულნი ხომ არ გადადგამენ კიდევ ერთ კომპრომისულ ნაბიჯს ანუ დათანხმდებიან საიდუმლოებების ურთიერთგაზიარებას?
ცხადია, ადრეც შეგვიმჩნევია საიდუმლოებებში ლათინებისა თუ სხვა კონფესიების წარმომადგენელთა თანამონაწილეობის მრავალი შემ-თხვევა. მაგრამ ეს დარღვევები, რაოდენ მძიმეც უნდა ყოფილიყო, ერთეულ და კერძო (მღვდლისა ან ეპისკოპოსის), მცდარ შეხე-დულებას წარმოადგენდა. მაგრამ თუ ოფიციალურ დონეზე და-უშვებენ და გააკეთებენ ამას, ეს იქნება დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ, მეტიც: განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. რა მოხდება, თუკი მართლმადიდებლური მხარე კადნიერად ხელს მოაწერს მსგავს დამღუპველ შეთანხმებას?
1) ლათინები, გარეგნულად მაინც იზეიმებენ გამარჯვებას და არა მგონია განაგრძონ დიალოგი. მათ იციან, რომ თუ ოდესმე მო-ახერხებენ საიდუმლოებებში ურთიერთობის მიღწევას, მაშინ ავ-ტომატურად და de facto განხორციელდება „ერთობა". რისთვისღა გააგრძელებენ ლათინები მოლაპარაკებას? ისინი შეეცდებიან იპოვონ მრავალი საბაბი დიალოგის გასაუქმებლად. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ პაპიზმი იცავს და მომავალშიც დაიცავს პაპის პირველობისა და უცდომელობის სწავლებას! ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. სხვა საკითხებში (გნებავთ Filioque) ლათინები დიდ მოთმინებას გამო-იჩენენ და დათმობაზე წავლენ.
2) მართლმადიდებელ ეკლესიას საშინელი განსაცდელები დაატყ-დება. ჩვენ „ერთობის" მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დავიყ-ოფით. „დიალოგის" ჩვენი წარმომადგენლობა ნუ იფიქრებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი „შეკვრა" საკმარისია „შეთან-ხმების" მისაღწევად. ისინი ძლიერ გაწბილდებიან, ფერარო-ფლორენციის უნიის (ცრუერთობის) ხელმომწერთა ხვედრს გაიზ-იარებენ. მიიხედონ ისტორიისკენ, გულში იმას ნუ იტყვიან, მაშინ სხვა დრო, სხვა პირობები, სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ ღმერთი და მისი სწავლებაა უცვლელი! უფალი არ დაუშვებს მისი ეკლესიის განადგურებას. თუ ჩვენს წარმომადგენლებს არ სურთ ეკლესია ჩააგდონ ხიფათში, დაე, გამოიჩინონ სიფხიზლე: უსაზღვროდ დიდი ტვირთი აწევთ და ისტორიული პასუხისმგებლობა აქვთ საკუთარ თავზე აღებული. ისინი ან ბოლომდე დაიცავენ „მართალ სარწ-მუნოებას" და მოიპოვებენ დიდებას, ან სარწმუნოებრივ საკითხებში კომპრომისის დაშვებით განიდევნებიან წყვდიადში. დაე, მათ ყურებში ისმოდეს ბიბლიის სიტყვები: „თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა" (ესთ. 4. 14).
ცხადია, ეს არ ითქმის მათ გასაგონად, ვინც დაადასტურა თავისი არამართლმადიდებლური და ეკუმენისტური შეხედულება. მათგან სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ. ეს ითქვა სხვათა გასაგონად. დაე, წამითაც ნუ დაავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტება ყოველგვარ ამსოფლიურ შეხედულებაზე აღმატებულია! იქ, სადაც საუბარია სარწმუნოებაზე, კომპრომისების ადგილი არ არის. ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია შიში, სულმოკლეობა, ადა-მიანის საამებლად ჭეშმარიტების ღალატი. სულიწმინდა ღაღადებს ესაიას ბაგით: „მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინებისა ნუ შეგაკრთობთ" (ეს. 51. 7).
დაბოლოს: თუ ლათინები დაუბრუნდებიან მსოფლიო კრებათა ეკლ-ესიის წმინდა სარწმუნოებას, მაშინ მივიღებთ მათ გულმხურვალე ამბორითა და მოხარული გულით. მაგრამ არა ქრისტიანობის ამქვეყნიურად გაძლიერების გამო, არამედ უფლისა და მისი მო-წაფეების სიყვარულის აღსასრულებლად ანუ მშობლიური სახლის სისავსის გამო, ხოლო თუ დარჩებიან თავიანთ ცდომილებებში, თუ შეინარჩუნებენ პირველობისა და უცდომელობის ეშმაკისეულ გამო-გონებას, მაშინ, დაე, მართლმადიდებლობა დარჩეს ისეთი, როგორიც არის: ღარიბი, დასისხლიანებული, მდაბალი და ამსოფლიურად სუსტი. მართლმადიდებლობა არ განიცდის ნაკლს ჭეშმარიტებისას: „დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია" (2 ეზრ. 4. 35).
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
Xareba.net - ის რედაქცია