xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » განღმრთოება - ადამიანის ცხოვრების მიზანი (არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი)
განღმრთოება - ადამიანის ცხოვრების მიზანი (არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი)
11-12-2015, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   საკითხი ჩვენი ცხოვრების მიზნის შესახებ ერთობ მნიშვნელოვანია - ის ადამიანის სერიოზულ, დამაფიქრებელ პრობლემებს ეხება, კერ-ძოდ, იმას, თუ რისთვის ვცხოვრობთ დედამიწაზე? ამ საკითხის მართებული გადაწყვეტისას ადამიანი პოულობს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას და იგი სწორად ეკიდება თავისი ცხოვრების პირადი, ყოველდღიური საკითხების მოგვარებას, როგორებიცაა სხვა ადა-მიანებთან ურთიერთობა, შვილების აღზრდა და ა.შ. თუ საკითხი უმართებულოდ გადაწყდა, მაშინ ადამიანს პირად საკითხებში წარუმატებლობა ემუქრება, ვინაიდან, რა მნიშვნელობა ექნება პირად მიზანს, თუ მთლიანად ადამიანის ცხოვრებას არ ექნება არანაირი აზრი?

   წმინდა წერილის პირველივე თავში ჩვენი ცხოვრების მიზანზეა საუ-ბარი. აქ წერია, რომ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი (იხ. შექმნ. 1. 26). ასე ვრწმუნდებით ადამიანისადმი სამება - ღმერთის უსაზღვრო სიყვარულში. მას არ სურს, რომ ადამიანი მხოლოდ გარკვეული ნიჭებითა და თვისებებით აღბეჭდილი, სხვა ქმნილებებზე მცირეოდენით აღმატებული, უბრალო არსება იყოს. ღმერთს სურს, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი მადლით.

   გარეგნულად ადამიანი უბრალო, ბიოლოგიური არსება გვეჩვენება, ისეთივე, როგორც სხვა ცოცხალი არსებებია, ვთქვათ, ცხოველები. რა თქმა უნდა, ადამიანიც ქმნილებაა, მაგრამ „განღმრთოებისკენ მო-წოდებული". აი, როგორი სიზუსტით დაახასიათა იგი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა: „ის ერთადერთი არსებაა, რომელიც გამოირჩევა სხვა ქმნილებებისაგან, რომელსაც შეუძლია გახდეს ღმერთი მადლით".

   „ხატებისამებრ" - გულისხმობს ნიჭებს, რომლებიც ღმერთმა მხოლ-ოდ ადამიანს მიჰმადლა, რაკიღა ის გამოარჩია ყველა დანარჩენი ქმნილებისაგან, რათა გამხდარიყო ადამიანი ღვთის ხატება. ეს ნიჭებია: გონება, სინდისი, თავისუფალი ნება ანუ თავისუფლება, შემოქმედებითი უნარი, ღვთის სიყვარული და მისდამი ლტოლვა, პირადი თვითშგნება და ყოველივე, რაც ადამიანს სხვა ცოცხალ ქმნილებაზე აღმატებულად - ადამიანად და პიროვნებად წარმოაჩენს, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს.

  ღვთის ხატება რომ გააჩნია, ადამიანი მოწოდებულია მოიხვეჭოს ღვთის მსგავსებაც, ანუ განღმრთოება. შემოქმედი ღმერთი მოუწოდებს ადამიანს გახდეს ღმერთი მადლით.

   ადამიანი დაჯილდოებულია ღვთისგან მისი ხატების ნიჭით, რათა აღვიდეს უფრო მაღლა - მიაღწიოს თავისი შემოქმედისა და ღმერთის მსგავსებას, დაეუფლოს არა მხოლოდ გარეგნულ, ზნეობრივ კავშირს მასთან, არამედ პირადი კავშირიც დაამყაროს შემოქმედთან.

   შესაძლოა, ერთობ გაბედულია საუბარი და ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანია გავხდეთ ღმერთი მადლით, მაგრამ წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა მამები არ გვიმალავდნენ ამას.

   სამწუხაროდ, ამის შესახებ არ იციან არა მხოლოდ ეკლესიის მიღმა მყოფმა ადამიანებმა, არამედ მრავალმა, ეკლესიის წიაღში მყოფმაც. უკეთეს შემთხვევაში ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ზნეობრივ სრულყოფილებაშია: გავხდეთ კარგი ადამიანი. მაგრამ სახარება, ეკლესიის გარდამოცემა და წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ის კი არ არის, გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ, უფრო ზნეობრივნი, სამართლიანნი, თავშეკავებულნი და ყურადღებიანნი. ყველა ეს თვისება ცხადია, უნდა ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ეს არ გახლავთ დიადი და საბოლოო მიზანი, რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანი. მაშ რა არის ეს მიზანი? - განღმრთოება ანუ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა არა გარეგნული და მგრძნო-ბელობითი სახით, არამედ ონტოლოგიურად.

   ამგვარ სიმაღლეზე აჰყავს ადამიანი მართლმადიდებლურ ანთროპ-ოლოგიას. თუ ყველა ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ფსიქო-ლოგიური სისტემების ანთროპოლოგიას შევადარებთ მართლმადი-დებლურთან, იოლად შევნიშნავთ, თუ რამდენად მწირია ყოველი მათგანი და რამდენად არ შეესატყვისება ადამიანის უდიდეს წადილს, უფრო აღმატებულითა და ჭეშმარიტით აღავსოს თავისი ცხოვრება.

   რადგან ადამიანი „მოწოდებულია განღმრთოებისკენ", რადგან იმის-თვისაა შექმნილი, რომ გახდეს ღმერთი მადლით, მაშინ გამოდის, განღმრთოების გზის მიღმა მყოფი - შინაგან სიცარიელეს განიცდის და გრძნობს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, ამ სიცარიელის შენიღბვის სხვადასხვაგვარ მცდელობას, საქმიანობას, გართობას, არ მოაქვს სიხარული. შეიძლება შექმნა შენს ირგვლივ ფანტასტიკური, მაგრამ იმავდროულად უღმერთო, მწირი, შეზღუ-დული, უსუსური სამყარო. შეგიძლია ისე მოიწყო ცხოვრება, რომ არასდროს იყო მშვიდი, საკუთარ თავთან განმარტოებული. ცხო-ვრებისეული ხმაურის, ფიზიკური დაძაბულობის, ტელევიზორის, რადიოს, ინფორმაციის განუწყვეტელი მოზღვავების შედეგად ად-ამიანი, ვით ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ მყოფი, შეიძლება მიეცეს თავდავიწყებას, არ იფიქროს, არ იდარდოს, არ გაიხსენოს, რომ არასწორი გზით მიდის, რომ აერია გზა, რომელსაც აღარ მიჰყავს ჭეშმარიტი მიზნისაკენ.

   თანამედროვე საბრალო ადამიანს არ ექნება მოსვენება, სანამ არ იპო-ვის იმ აღმატებულ სულიერ განწყობას, რომელიც არის მის ცხო-ვრებაში ჭეშმარიტად მშვენიერი და შემოქმედებითი.

   შეუძლია კი ადამიანს შეუერთდეს ღმერთს? შეუძლია მასთან ურთი-ერთობა? შეუძლია გახდეს ღმერთი მადლით?




არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine