xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » იდეოლოგიური ცდომილებანი » ელინური ფილოსოფია
ელინური ფილოსოფია
15-07-2012, 23:33  / ამოსაბეჭდი ვერსია
  მოგეხსენებათ, ელინურმა ფილოსოფიამ უზარმაზარი როლი შეასრულა ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაში. იმ ეპოქის გამოჩენილმა ფილოსოფოსებმა სოკრატემ, ქსენოფონტემ, პლატონმა და სხვებმა არა მარტო თავიანთიი პერიოდისათვის, არამედ მომავალ დროთათვისაც მოხაზეს სახელმწიფოს მართვის სტრუქტურათა კონტურები. პლატონმა, მაგალითად, იმხანად ჯერ არარსებული დემოკრატიული რესპუბლიკის მართვის ფორმა მოიფიქრა.
   და მაინც: ჩვენი ღრმა რწმენით, ელინური ფილოსოფია და შემდგომში განვითარებული წარმართული ფილოსოფიური სკოლები არა ღვთის შეცნობას, არამედ მეტწილად ადამიანის ბუნების, მისი მორალური მხარის კვლევას ესწრაფვოდა. ელინურ სულისკვეთებაში ძალუმად იგრძნობოდა ლტილვა ამქვეყნიური სიმაღლეებისაკენ, ადამიანის გაღმერთებისაკენ.
   მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ფილოსოფიის საწყისი პერიოდის გამოკვლევა შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ მაგიის ზემოქმედებას მასზე. იმავე მეცნიერთა აზრით, არსებობდა ,,ფილოსოფიის მაგიური ფორმა" და მაგია არის პირველი ნატურფილოსოფიური სისტემა.
    ელინურ სამყაროში იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებიც მაგიისა და მეცნიერების მიჯნაზე იდგნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ძველი ბერძენი ემპედოკლე (დაახლ ძვ.წ. 490-430). ის იყო ფილოსოფოსიც და მოგვიც, ექიმიც და ჯადოქარიც, ასტრონომიც და ასტროლოგიც, მეცნიერიც და ცრუმორწმუნეც. მას ხშირად ამსგავსებდნენ იანუსს, ორსახოვან რომაულ ღვთაებას, რომელსაც სახის ერთი მხარე მიწყივ მეცნიერული კვლევისაკენ ჰქონდა მიმართული, ხოლო მეორე - ბუნდოვანი, ძველთაძველი მითოლოგიებისკენ. ემპედოკლე იყო ცნობილი პოეტი, ორატორი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც თანაუგრძნობდა დემოკრატიას. გარდა ამისა, ემპედოკლე ამბობდა, რომ შეუძლია ნებისმიერი სნეულების კურნება, ქარიშხლების დაცხრობა, უხვი მოსავლის უზრუნველყოფა, მიცვალებულთა სულების გამოძახება და ა.შ. თავისი ღვთაებრიობის დასადასტურებლად ემპედოკლე გაღვიძებულ ვულკან ეტნაში ჩახტა. რასაკვირველია ვულკანმა ჩაყლაპა ფილოსოფოსი.*  
 საყოველთაოდაა აღიარებული ძველი ბერძენი პითაგორას მეცნიერული დამსახურებები. პითაგორა იყო გენიალური ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, მუსიკოსი. ნაკლებადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ მას საოცრად იზიდავდა და სწამდა მაგია.
   პითაგორა ირწმუნებოდა, რომ ძველ ბერძენთა წარმოდგენაში არსებული ერთ-ერთი ოლიმპოელი ღმერთის, ძლიერებითა და მშვენებით გამორჩეული აპოლონის შვილი იყო. სხვები მასზე ამბობდნენ , რომ ოქროს ბარძაყი ჰქონდა და ერთდროულად შეეძლო რამდენიმე ადგილას ყოფნა.*
 ელინი ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ, რომ საზოგადოებაში ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია ღმერთების, ღვთისსწორი მეფისა და ღთაებრივი არისტოკრატიის თაყვანისცემა.
  უძველესი ელინური წარმოდგენის თანახმად, სული განუყრელია სხეულისაგან და კვდება კიდეც მასთან ერთად. ზოგიერთი ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ სული ჰაერის შემადგენელი ნაწილია - ოთხი სტიქიის შენაერთი.
    მოგვიანებით ფილოსოფოსმა ანაქსაგორამ (დაახლ. ძვ.წ. 500-428) იპოვა განსხვავება სულისა და სხეულის საწყისებში. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ზოგადი წარმოდგენა უსხეულო სულის არსებობის შესახებ. სოკრატემ, სახელდობრ, სულს არამატერიალური უწოდა, ხოლო პლატონმა სული განსაკუთრებულ სუბსტანციად აღიარა.
   აღსანიშნავია ერთიც: ანტიკური სამყაროსათვის აბსოლუტურად უცხო გახლდათ არა თუ ადამიანის, არამედ ღმერთების სრულიად უსხეულო სულის არსებობა. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ღმერთები ფლობენ ისეთივე სხეულს, როგორც ადამიანები, ოღონდ მათი (ღმერთების) სხეული შედგება უფრო თხელი მატერიისაგან. ფილოსოფოსი პინდარი ამბობდა: „ ღმერთებს ადამიანების მრავალი თვისება გააჩნიათ. ადამიანები და ღმერთები ერთ ტომს წარმოადგენენ. ჩვენი არსებითა და ბუნებით ღმერთების მსგავსნი ვართ."*  
  როგორც ვხედავთ, ელინური სამყაროსათვის უცხოა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობის ცნება. მაშინდელ კვლევებს უფრო ადამიანის გაღმერთების სურვილი და მცდელობანი მსჭვალავდა. ამან თავისი კვალი დაატყო მომდევნო ეპოქების ფილოსოფიურ სისტემებს.
 

 * - Первобытная мифология и философия”М. Шахнавич. გვ 52.
 * - იქვე   გვ 54.
 * - „Идеи к философии истории человечества” И.Гердер      გვ.345
 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine