xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ნუგეშისცემა ტანჯული ეკლესიისათვის - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ნუგეშისცემა ტანჯული ეკლესიისათვის - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
17-04-2016, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ამ წიგნის დაწერის მიზანი გამხელილია მის პირველსავე მუხლში. იგი არის ის, რომ უჩვენებდეს „მონათა მისთა (ანუ ქრისტეს მონებს) საქმეთა მათ, რომელთაი ჯერ-არს ადრე აღსრულებაი". ანუ აპო-კალიფსის წიგნის თემაა ქრისტეს ეკლესიისა და მთელი მსოფლიოს მომავალი ბედის მისტიკური გამოხატვა. წიგნი აღგვიწერს ეკლესიის ბრძოლას მისი მტრების წინააღმდეგ, უფროისად კი - ეშმაკის წინააღმდეგ, და ეკლესიის გამარჯვებას ყველა მტერზე.

  ეს უდიდესი ნუგეშია, განსაკუთრებით კი დევნულებათა დროს, ქრისტიანთა მწუხარებათა, ტანჯვის დროს, - ისეთ, დროს, როგორიც აწინდელი ჩვენი დროა. ამ წიგნის წყალობით ყველა ის ისტორიული მოვლენა, რომელთაც ჩვენ ვაკვირდებით, თავსდება ეკლესიის მთელი ბრძოლის კონტექსტში ბოროტების ძალთა წინააღმდეგ, ეკლესიის საბოლოო გამარჯვებისა და ცათა საუკუნო სასუფეველის გამოცხა-დების კონტექსტში.

   ყველამ, ვისაც კი რუსეთში დევნული ეკლესიის ცხოვრების შესახებ წაუკითხავს, იცის, რომ ადამიანები ამ ეკლესიაში ხშირად ადარებენ თავიანთ ეკლესიას იმ დედაკაცს, რომელიც უკანასკნელ დროებში უდაბნოში გარბის (გამოცხადება 12, 6 და 14). ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ აპოკალიფსურ დროში მცხოვრებ ადამიანებად. რამდენადაც მთელს საზოგადოებაში ღვთისმბრძოლობაა გაბატონებული, და ქრისტიანთათვის არსად არ არის ნუგეში, თავად ისინი კი დაემალნენ დევნულებებს, ამიტომ ერთადერთ ნუგეშად და სიხარულად მათთვის აპოკალიფსის წიგნის სახეები შეიქნებიან. ისინი გვიჩვენებენ, რომ, მიუხედავად მთელი საზოგადოების ჩავარდნისა მტრის ტერფქვეშ, ეკლესია საბოლოოდ მაინც იზეიმებს გამარჯვებას. ამიტომაც დე-ვნულნი ქრისტიანნი, რომელნიც ასეთ მძიმე დროს კითხულობენ ამ წიგნს, ძალებს იძენენ თავიანთი მეტად ძნელი ბრძოლისათვის.

   როდესაც ბოროტების ძალები ისეთ მძლავრ ფორმას იძენენ, როგო-რნიც თანამედროვე ღვთისმბრძოლი მთავრობებია, მაშინ ძალზე მარტივია ბრძოლაზე უარის თქმა იმ ადამიანთათვის, რომელთაც არ ესმით თავიანთი ბრძოლის მნიშვნელობა, ამქვეყნად ბოროტების მოჩვენებითი გამარჯვების აზრი, და არ იციან ის, რომ ქრისტეს ეკლესია, საბოლოოდ, გაიმარჯვებს. ამგვარად, აპოკალიფსის წიგნს ქრისტიანები განსაკუთრებით ბევრს კითხულობდნენ და განმარტავ-დნენ დიდი განსაცდელისა და დევნულებების ჟამს, მაგრამ სექ-ტანტები მას სრულიად არასწორად კითხულობდნენ: დევნულებათა დროს ისინიც მას მიმართავდნენ და მიმართავენ, და რაკი ვერ სწვდებიან მის სიღრმეებს, მის მისტიკურ აზრს და მხოლოდ მისი სახეებით არიან გატაცებულნი, სექტანტები ყველანაირ შესაძლებელ ახალ დოქტრინებს იგონებენ, რომლებიც არ შეესატყვისებიან ეკ-ლესიის სწავლებას მთლიანობაში, და შედეგად სრული უაზრობების მტკიცებამდეც მიდიან. მაგალითად, ისინი აღმოაჩენენ ხოლმე, რომ რიცხვი 666 განეკუთვნება ამა თუ იმ პიროვნებას - რომის პაპს, ან კიდევ სხვას ვისმე, და ამიტომ ყველაფერი მათთვის აზრს იძენს მხოლოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო როცა ისტორია ამტ-კიცებს ხოლმე, რომ ეს არ არის სწორი, მაშინ ისინი დათრგუნულნი არიან. და რაღა თქმა უნდა, ასე როდი ჯერ-არს აპოკალიპსის წიგნის წაკითხვა.

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine