xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს სულიერ მოძღვარს
როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს სულიერ მოძღვარს
7-01-2016, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს სულიერ მოძღვარს

 

   ღირსი სერაფიმე ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დიდხანს რჩებოდა ტაძარში საკურთხევლის წესრიგში მოსაყვანად. იგი ზრუნავ-და საკურთხევლის სისუფთავეზე და აწესრიგებდა ღვთისმსახურე-ბისათვის განკუთვნილ ნივთებს.

   ღირსი სერაფიმე მკაცრად განარჩევდა რჩევისათვის მისულ ხალხს. ზოგთან განშორებას და მდუმარებას არჩევდა. ხოლო იმათ, რომლებიც შეწევნას ეძიებდნენ მისგან, უარს არასოდეს ეუბნებოდა. არამედ მოძღვრავდა სიყვარულით, განსწავლიდა ჭეშმარიტებასა და სათნო-ებაში.

   მამა ანტონის წესად ჰქონდა, არავისთვის მიეცა რჩევა-დარიგება თუ-კი შეკითხვით არ მიმართავდნენ. თვლიდა, რომ ეს უსაფრთხო კი არა, საზიანო ამაოდ მეტყველებააო. თუკი ვინმე სხვა მოსაზრებით ეკითხებოდა და არა სულის სარგებლობისთვის, ასეთებს არაფერს პასუხობდა. მიმსვლელებისათვის ჯერ ლოცულობდა, ხოლო შემდეგ იწყებდა საუბარს. ამიტომ მის შეგონებას განსაკუთრებული, ადამიანების გარდამქმნელი ძალა ჰქონდა.

   საეკლესიო კანონებითა და წმინდა მამების სწავლებით ეპისკოპო-სებსა და პრესვიტერებს არ შეიძლება მდიდარი ტრაპეზი ჰქონდეთ და ნურც ხალისით ივლიან სხვის მოწვევებშიო. მათთვის აკრძალულია ცეკვა-თამაშსა და საერო სიმღერებში მონაწილეობა და მსგავს რამეზე დასწრება. შესამოსელი სადა უნდა იყოს. ამით არც კეკლუცობა შეიძლება და არც შეურაცხის ტარება. რადგან პირველი სულის უძლურებას წარმოაჩენს, მეორე კი არის ნიშანი ცრუ სათნოებისა.

 

 

ლოთობის შესახებ

 

   ქრისტეს ეკლესია ღვთის ნების თანახმად, როგორც მოციქულთა, ისე საეკლესიო გადაწყვეტილებებით მარტო პრესვიტერს კი არა, არამედ წიგნის მკითხველსაც უკრძალავს დუქანში შესვლასაც კი, არათუ ლოთობას. დამრღვევებს კი ეკლესიიდან განკვეთითა და ხარისხიდან განყენებით სჯის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ლოთობას ერისკაც-თა შორის უმძიმეს ცოდვად თვლის, ხოლო ეკლესიის მსახურებაში ლოთობას სახელდების სიწმინდეთმპარაობად.

   მღვდელი ვალდებულია თავისი სახლეულნი მართალ სარწმუნოებ-ასა და წმიდა ცხოვრების წესში განსწავლოს „ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან ნუ მასმენელს შინა. შვილნიმცა უსხენ დამორჩილე-ბულნი ყოველთა ღირსებათა".

    ამასვე გვეუბნება კრებითი დადგენილება:

   „ეპისკოპოსად და სხვა სასულიერო პირად არავინ იქნება ხელდასხმ-ული თუ მისი ოჯახის ყველა წევრი არ გახდება ქრისტიანი (კარ-თაგენი) 36-ე კანონი.

  შეეცადე, პრესვიტერო, წარსდგე, როგორც მუშაკი ურცხვენელი. მხოლოდ ღვთის სიტყვით იხელმძღვანელე, მსახურებისას ნურავიზე გექნება გულში ძვირი. მსახურების წინ ამაო საუბრებით ნუ გა-იფანტები, ტაძარში უქმად ნუ იქნები. ილოცე და საღმრთო წიგნები იკითხე, სანამ საღმრთო ლიტურგიის აღსასრულებლად წარსდ-გებოდე.

   წმ. საკურთხეველთან წარსდექი სუფთა გულითა და საღმრთო მხი-არულებით. ნუ იცქირები აქეთ-იქით, არამედ შიშითა და მოკ-რძალებით წარსდექი ზეციური მეუფის წინაშე. კაცთმოთნეობის გამო ლოცვას ნუ შეამცირებ. ნურც კაცთა წინაშე თავის მოწონებას ეცდები, არამედ მხოლოდ ზეციური მეუფისა და მის გარეშემყოფთა, ზეციურ ძალთა მიმართ აღიხილნე თვალნი შენნი.

 

 

● ● ●

   პრესვიტერი უდიდეს ყურადღებას უნდა აქცევდეს, რომ სნეულნი მათთვის ყველაზე მეტად საჭირო და მხსნელი წმ. ზიარების გარეშე არ დარჩნენ. იგი მრევლსაც უნდა ასწავლიდეს, რომ თუკი ვინმე ცუდად შეიქნება, მაშინვე მას აცნობონ. თვითონ კი გაგებისთანავე უნდა იჩქაროს ავადმყოფთან. იჩქაროს იმიტომ, რომ გონების ამღვრევამდე ჭეშმარიტ სინანულში განსწავლა მოასწროს და წმ. ნაწილებით ნაზი-არევი, საყოველთაო აღდგომის იმედით, მარადიული ცხოვრებისაკენ წარგზავნოს. თუკი მღვდლის უდებების გამო სნეული უზიარებელი გარდაიცვლება, იგი სასტიკად დაისჯება.

   მრევლმა შეიძლება მოძღვარს აპატიოს სიმკაცრე, მაგრამ მართლმა-დიდებელი ადამიანი მოძღვარს ვერასოდეს აპატიებს ურწმუნოებას, უკრძალველ და გულგრილ, ფორმალურ შესრულებას მოძღვრის მოვალეობისა.

   ყოველი რელიგიური მოღვაწის, მით უმეტეს მღვდლის სიძლიერე დამოკიდებულია ღმერთთან შინაგან სიახლოვეზე. მოძღვარი თავისი უდიდესი მისიის შესასრულებლად მადლმოსილ ძალებს მღვდლობის საიდუმლოში იღებს, რომელიც უდიდეს ძალად გადაიქცევა მხოლოდ მაშინ, თუკი იგი შეინარჩუნებს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან.

  როცა მღვდელი მადლის წყაროს განეშორება, მაშინ იგი გულით სცილდება ქრისტეს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც სულიწმიდის კანონიერ გამტარად რჩება თავისი სულიერი შვილებისათვის მაგრამ არა აქტიურ, არამედ პასიურ გამტარად.

   „ერის ხმას უყურადღებოდ ნუ დატოვებ" წერს წმ. იოანე ოქროპირი, ბოროტი ეჭვები მაშინვე განაქარვე, თუგინდ ისინი ადამიანთა შორის ყველაზე გაუნათლებელნი იყვნენ. უყურადღებოდ ნუ დატოვებ იმას, რასაც სახელი შეუძლია გაგვიტეხოს თუ ბრალმდებელნი გონს ვერ მოეგებიან, მაშინ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალოთ. საერთოდ სასარგებლოა, რომ ბრალდებებს არც ზედმეტად შევუშინდეთ და არც უგულებელვყოთ ისინი. ვეცადოთ, რომ სწრაფად გავფანტოთ ჩვენს გარშემო შექმნილი ბოროტი ხმები.

 

 

თარგმნა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine