საკუთარ ვნებიან და ახირებულ სხეულთან ბრძოლა არაა ადვილი ჩვენთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ჩვენთან და ჩვენშია. ამიტომ მის მტრულ მოქმედებებს ხანდახან ვერც კი ვამჩნევთ, ხოლო ეს ჩვენი მტერი მუდმივად გვადუნებს. იმის ნაცვლად, რომ ღვთის ნებით ბოროტს განვეშოროთ და კეთილს ვიქმოდეთ (ფს. 33, 15) ჩვენი სხეული სათნოებებისაგან განგვაყენებს და ცოდვისაკენ გვიბიძგებს. ასე მაგალითად, როცა დღესასწაულზე ზარების რეკვა ცისკარზე გვიხმობს, ხოლო შენ თბილ საწოლს ვერ ტოვებ იცოდე, რომ ეს შენი სხეული გაცდუნებს. ეს ის გიჩურჩულებს: „ასე ადრე რატომ დგები? გუშინ დაიღალე, კიდევ დაისვენე, გარეთ ბნელა და ცივა, ეკლესია კი შორსაა. უმჯობესია წირვაზე მიხვიდე"...
აი, მარხვა დაიწყო. როგორი მოწყენილი დროა. სამარხო კერძები არაა სასიამოვნო, ჯანმრთელობისთვის მავნეა. სხეული გეუბნება: „ცხოველური საკვები მიიღე, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებ." ტაძარში უნდა იარო, წმ. აღსარებისა და ზიარებისათვის უნდა მო-ემზადო. „არა-გეუბნება ხორცი-შენ სამსახური და საქმეები გაქვს და ამისათვის არ გცალია, ამას რომ დიდი დრო სჭირდება, მომავალი მარხვის დროს მოემზადები." მათხოვრები მოწყალებას გთხოვენ, სხეული კი გაცდუნებს: „თავად ათასი რამესთვის გჭირდება ფული, თანაც აუცილებელია მარაგის დაგროვება".
აი, სხვა მხრიდან მომავალი საცდურები: "წარუმატებლობის, დანაკ-არგის, თუ უბედურების დროს ჩვენი სხეული იწყებს წუხილს, მოწყინებას, წუწუნს. რამდენიმე ადამიანმა თუ მოიყარა თავი, მრავლისმეტყველება არ აგვცდება. სხეულს კი როგორ სიამოვნებს, როცა ვიღაცის ცუდი ამბები გვესმის, მის ნაკლოვანებებს, შეცდომებს ვგებულობთ, სხეულის მაამებელი განკითხვა, დადანაშაულება, მწარე დაცინვა იწყება. ხოლო შური, ამპარტავნება, თავმოყვარეობა, ლოთობა გარყვნილება ყველა ჩვენი სხეულის ცოდვებია. აი, როგორი საშიში მტერია ჩვენი ხორცი და როგორ ხშირად გვაცდუნებს".
მეორე, არა ნაკლებ საშიში მტერია გარე სამყარო, რომელშიც ბევრ საცდურს ვხვდებით. მაგალითად ვხედავთ მდიდრებს და ჩვენშიც ჩნდება გამდიდრების სურვილი. სხვების ხელგაშლილი ცხოვრების შემყურეს თავადაც გვიჩნდება მსგავსი ცხოვრების სურვილი. ან, აი, დღესასწაულის თავისუფალ დროს შენ ღვთის სიტყვის ან სხვა სულისათვის სასარგებლო წიგნის კითხვა გადაწყვიტე, მაგრამ შენთან ამხანაგი მოდის და სასეირნოდ გეძახის, სხვებსაც დაათვალიერებ და თავადაც წარმოჩნდები. იცოდე, რომ დროს ტარებისათვის ეს სოფელი გაცდუნებს. შენ იქ არა მარტო ამაოდ დაკარგავ დროს, არამედ სულსაც დაიზიანებ. დამიჯერე, იქედან როგორიც წახვედი ისეთი ვერ დაბრუნდები.
განა შეიძლება ყველა ხიბლისა და საცდურის ჩამოთვლა, რომელიც სოფელში არსებობს? მაცხოვარმა, ხომ ტყუილად არ თქვა: „ვაი სოფელსა ამის საცთურთა მათგან" (მათე 18. 7).
ჩვენი სხეულის და გარე სამყაროს ყველა ეს საცდური, ჩვენი მთავარი მტრისაგან-ეშმაკისაგან მოდის, ამიტომ ცხონების მსურველებს და მაძიებლებს მძიმე ბრძოლა მოელით.
ჩვენ, ქრისტიანებს უდიდესი შემწე და დამცველი, უფალი ჩვენი იე-სო ქრისტე გვყავს, რომელსაც თვითონ, ცოდვის გარდა, ყოველმხრივ გამოცდილს ჩვენი დახმარებაც შეუძლია. „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე". (ფს. 49. 15) წინას-წარმეტყველ დავითის ბაგეთაგან მაცხოვარი ადამიანს ეუბნება.
როგორი მძიმეც არ უნდა იყოს განსაცდელი და ცოდვასთან ბრძოლა, მარტო რომ არ ხარ, არ დაივიწყო - ღმერთია შენთან. ხოლო ღვთის შეწევნით რას არ გააკეთებ. შენ უძლური ხარ, ეს სიმართლეა, თუმცა საკუთარი ძალის იმედი არც უნდა გქონოდა. ხოლო ახლა ცხოვრებით რწმუნდები ღვთის ძალაში, რომელიც „ჩვენს უძლურებასა შინა სრულ-იქმნების". ყოველი ცდუნების დროს შენი მზერა ქრისტეს მიაპყარი და გულით ილოცე: იესო უტკბილესო, შემიწყალე მე. დამიჯერე, რომ გულმოწყალე ღმერთი უბედურებისა და ცდუნე-ბისაგან გიხსნის.
Xareba.net - ის რედაქცია