xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » როგორ ვებრძოლოთ ვნებებს
როგორ ვებრძოლოთ ვნებებს
30-03-2021, 16:32  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ყოველი დაავადების სამკურნალოდ ექიმი ცნობილ წამალს იყენებს. მსგავსად ამისა, ქრისტიანი საკუთარი ვნების და უწმინდური ზრახვების დასამარცხებლად ცნობილ საშუალებებს უნდა იყენებდეს. წმინდა სათნომყოფელებმა, როგორც ჩვენი სულიერი ცხოვრების გამოცდილმა ხელმძღვანელებმა, ყოველი ვნების საწინააღმდეგოდ, ღვთის შეწევნით, საიმედო წამლები დაამზადეს.

   მოვისმინოთ, რა რჩევებს გვაძლევენ ისინი ვნებებთან და მანკიერებებთან წარმატებული ბრძოლისათვის.

   საყვარელო ქრისტიანო, თუ გსურს შენი სხეული უზომო დანაყრებას განარიდო, მარხვა და თავშეკავება შეიყვარე და გაიმარჯვებ. თუ სიძვის და გარყვნილი სურვილების დამარცხება გსურს, ჭამასა და სმაში თავშეკავება შეიყვარე; იშრომე და იფხიზლე, სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე იფიქრე, ქალებთან უსაქმო საუბარს განერიდე და გამარჯვებული იქნები.

   თუ გინდა ვერცხლისმოყვარეობის დამარცხება მოწყალების გაცემა შეიყვარე და რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდი.

   თუ გინდა მრისხანებას სძლიო, სიმშვიდე და სულგრძელობა შეიყვარე, ამასთან მუდმივად გახსოვდეს, ჩვენმა მხსნელმა უფალმა იესო ქრისტემ რა დაითმინა ჩვენთვის, იგი ჯვრიდანაც თავისი მტანჯველებისათვის ლოცულობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". (ლუკ. 23,34).

   უადგილო და ზედმეტი მწუხარების დამარცხება თუ გინდა, დროებითი წარუმატებლობით შენი სული ნუ შეძრწუნდება. როცა შესცოდავ, მაშინ დამწუხრდი და იწუწუნე. ოღონდ, სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდე და არ დაიღუპო, ესეც რწმენით აკეთე. თუ მოწყინების დამარცხება გინდა საღვთო წიგნები იკითხე, იშრომე და ხშირად ილოცე.

   დიდებისმოყვარების დამარცხება თუ გინდა, ქებას გაექეცი და პატივს ნუ ეძიებ. ჩაცმაში და საერთოდ ცხოვრებაში უბრალოება და მოკრძალება დაიცავი. საკუთარ თავს, როგორც უდიდეს ცოდვილს და ქრისტეს სამეფოს ყველაზე უკანასკნელ და უღირს მონას ისე უყურე.

   სიამაყის დამარცხება თუ გინდა, ჩადენილი სიკეთე საკუთარ თავს კი არა, ღვთის მადლს მიაწერე. მარხულობ თუ ლოცულობ თქვი: ეს ჩემი გულმოდგინებითა და შრომით კი არა, ღვთის შეწევნით და დახმარებითაა.

   მაგრამ, მხოლოდ საკუთარ ძალებს ნუ დაეყრდნობი, ქრისტიანო! შენი მტერი ძლიერია და მარტო ვერ დაამარცხებ! უფალს გამუდმებით ევედრე, რომ მისმა ცხოველმყოფელმა და ყოვლისშემძლე მადლმა განსაცდელში განგაძლიეროს. და რაც მთავარია, არ დაივიწყო შენი უპირველესი მოვალეობა - აღსარებისა და ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების წმიდა საიდუმლოებებში მინაწილეობა. ეს საიდუმლოებებია ვნებებზე შენი გამარჯვების ჭეშმარიტი საწინდარი.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine