ბოროტი ძალები მზაკვრულად მოქმედებენ ჩვენ ქვეყანაში, ცდილ-ობენ წაართვან საბერძნეთს ქრისტიანული რწმენა, შექმნან ახალი საზოგადოებრივი წესრიგი, რათა რამდენიმე წელიწადში არავინ გაიხსენოს ღმერთი და ეკლესია.
* * *
გარკვეული ძალები დუმილს უბრძანებენ მოძღვრებს, თითქოს ყვე-ლაფერი დალაგებულად იყოს და სასულიერო პირებს შეჰქონდეთ საზოგადოებაში შფოთი და არეულობა. კეთილმა მოძღვარმა სული თვისი უნდა დასდოს სამწყსოსათვის და დღენიადაგ თავისუფლად უნდა თქვას სიმართლე.
* * *
გაიღვიძე XXI საუკუნის ადამიანო! შენმა მიღწევებმა მიგაძინა შენ და ფიქრობ, რომ უკვე დაეუფლე სამყაროს. შენ შეურაცხყავი ყოველივე წმინდა. წმინდა წერილი მიიჩნიე მითოლოგიად და ლეგენდად, რომლითაც ართობენ ბავშვებს. მიმოიხედე ირგვლივ: ძმათამკვლელი ომები, შიმშილი და სნეულება, ადამიანის ღირსების შელახვა, გარყვნილება, სკანდალები, ურთიერთდამოკიდებულების მოშლა, სიყვარულის ნაკლებობა, ყველაფერში სარგებელის ძიება... ასეთი სამყარო მოუმზადე შენს შვილებს, სადაც თავად ბუნება ღაღადებს და პროტესტს გამოთქვამს შენი ბოროტმოქმედების გამო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შემორჩა იმედის კუნძულები, მაგრამ ისინი ტრაგიკულად ცოტაა და აშკარად არასაკმარისი.
ქრისტეს შობის დღესასწაული, პირველყოვლისა, ჩვენი სულებისკე-ნაა მიმართული. მაცხოვრის რწმენა გვანიჭებს ცხონებას და აზრს აძლევს ჩვენს ცხოვრებას. მას ამ მოვლენის ემპირიულ განცდამდე, განმარტებამდე, თავმდაბლური და თავისუფალი ცხოვრებისაკენ მივყავართ. აქედან მომდინარეობს იმედი, სინათლე, მოღვაწეობა, ადამიანურობა. ქრისტე ღმერთი შთაგვაგონებს, რომ ვიყოთ ადამი-ანები და განვთავისუფლდეთ გაამსოფლიურებისა და განდგომილე-ბისაგან.
* * *
რასაც ცდილობენ და რაზეც თავადაც ღიად საუბრობენ გლობალ-იზაციის მესვეურები და სულისჩამდგმელები, ეს არის ნაციონალური თავისებურებების განადგურება. ისინი ცდილობენ მსოფლიოს მოახვიონ აზრი, რომ არა მარტო ერთიანი ეკონომიკური მოდელი, არამედ ენაც და კულტურაც ერთიანი უნდა ჩამოყალიბდეს.
ადვილი შესამჩნევია, რომ ეროვნული თავისებურებების გაქარწყ-ლებამ ევროპა კულტურების სამარედ აქცია. მრავალეროვნულ და მრავალენობრივი ბაღის ადგილზე სურთ ერთფეროვანი კოლოფები ააგონ, რომელშიც სახედაკარგულმა მოსახლეობამ უნდა იცხოვროს. შედეგად, ადამიანის სულს მხოლოდ ჩამოუყალიბებელი სიცარიელის განცდა დაეუფლება.
* * *
გლობალიზაცია მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი, საშუალება, რომლითაც სინკრიტიზმი სურთ თავს მოგვახვიონ. სინკრიტიზმსაც, როგორც გლობალიზაციას, იმავე ძალები გვახვევენ თავს. ეს ხდება დიდი მზაკვრობითა და სიფრთხილით, რათა მორწმუნეთა შეგნებამ არ გაიღვიძოს. სინკრიტიზმმა რელიგიური უფლებების მოთხოვნით დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა ერესებს ყველაფრის დაშვების პრინ-ციპით "ეკლესიები" უწოდა, დაბოლოს, თვით სატანური საკრებუ-ლოებიც კი "ეკლესიებად" გამოაცხადა. ყოველივე ამის მიღმა იმალება მარადიულის ამქვეყნიურით ჩანაცვლების, ამორალიზმის, კამათისა და დავის, პიროვნების დამცირების, ხელისუფლების მხრიდან სივერაგის სურვილი.
სინკრიტიზმის მეორე ნაბიჯი იქნება ცივსისხლიანი დარტყმა მართ-ლმადიდებლობაზე. ვლინდება კარგად ორგანიზებული მცდელობა - დაავიწყონ ხალხს ცოდვის არსებობა. ესეც სინკრიტიზმის თავს-მოხვევაა. ქმედება, რომლითაც არღვევენ ღვთის ნებასა და კანონს, მიიჩნევა არა ცოდვად, არამედ თვისებად, რომელსაც ეკლესიამ პატივი უნდა მიაგოს. ადამიანთა უფლებების დაცვის ლოზუნგი თანამე-დროვე სამყაროს ძირითადი კრიტერიუმი ხდება. ამაში ვლინდება დიდი ინკვიზიტორის სიტყვები: "ჩვენ ცოდვის ნებას დავრთავთ მათ. ისინი უძლურნი და უსუსურნი არიან და შეგვიყვარებენ, როგორც ბავშვები, რომლებსაც ცოდვის ჩადენის ნებას აძლევენ".
* * *
ქრისტეს პიროვნება არ გამქრალა წარსულში. ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე. ის არის მეუფე ისტორიისა. ქრისტეში ცხოვრება - ერთადერთი ღირსება, სიკვდილის განად-გურება და მარადიულ სიჭაბუკეში ყოფნაა. ქრისტეში ცხოვრება - ჩვენი საუკუნისა და ცივილიზაციის კრიზისის ერთადერთი პასუხია; ქრისტეში ცხოვრება - ახალი მოვლენაა დროის განუწყვეტელ სრბოლასა და დინამიკაში, ეს ერთადერთი ძალაა პიროვნების ღირსების ჩამოყალიბებაში.
ჩვენი მოწამეობრივი ეკლესიის გამოცდილება ცხადყოფს: ვინც წარ-სულში დევნიდა ქრისტეს ეკლესიას, ის დღესაც დევნის. სინამ-დვილეში ისინი თავის ისრებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართავენ - მაშინაც და ახლაც ისინი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვიან, რათა მათ ცნობიერებაში გაქრეს ქრისტე.
ჩვენ ვხედავთ, რომ მომაკვდინებელი იარაღებით არა მარტო უდა-ნაშაულო ადამიანები, არამედ დაუბადებელი, დედის წიაღში მყოფი ჩვილებიც იღუპებიან. ასეთია მოჩვენებითად პროგრესული ადამი-ანების ცივილიზაცია.
თანამედროვე საზოგადოების კრიზისის დროს ეკლესია არის ერთ-ადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრებას მისცეს აზრი, დაიბრუნოს პირველქმნილი სილამაზე, რომელიც მასშია დაფარული. ახლანდელი ეპოქის ეგოცენტრიზმის საპასუხოდ ეკ-ლესია სიყვარულისა და განწმენდის ღვაწლს სთავაზობს ადამიანს.
* * *
ძვირფასო, სულიერო შვილებო! ჩვენ ვიცით, რომ მრავალრიცხოვანი და რთული პრობლემების წინაშე დგახართ. თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდა ადამიანი თითქოს უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში დგას, სადაც ყველა მათით გამდიდრებას ცდილობს: ან ნარკოტიკებით, ან იდეოლოგიებით, ან ცოცხალი საქონლით, სხვადასხვა რელიგიური სექტებით და ა.შ. ვაჭრობს - ყველა მის ყიდვას და მონად გარდაქმნას ლამობს. მილიონობით ახალგაზრდა ნარკოტიკების, შიდსის, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება. მილიონობით ახალგაზრდა სასოწარკვეთილებაშია უმუშევრობისა და ყოველივე იმის გამო, რაც არ ეკადრება ადამიანის ღირსებას.
თქვენ ეძებდით სიცოცხლეს, მაგრამ მოგიტანეს სიკვდილი; ეძებდით ფაქიზ სიყვარულს, მაგრამ წაგართვეს სული და სხეული; ეძებდით ღირსებას, მაგრამ გამცირებენ უმუშევრობითა და ექსპლუატაციით. როდესაც დაგეუფლებათ უიმედობა, დაე, ისმოდეს ახალი აღთქმის ხმა თქვენ გულებში. გახსოვდეთ, რომ მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ არა შიშის, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და სიწმინდის სული მოგვმადლა. არავის მისცეთ ნება ხელყოს თქვენი სიჭაბუკე და იყავით მაგალითი ყველასათვის, ყველაფერში. ისმინეთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვა: "შენ ახალგაზრდა ხარ - მტკიცედ დადექი ვნებებისა და მრუშობის წინააღმდეგ. შემწედ, დაე, გეყოს ნათ-ლისღების მადლი, იგულე თავი ღვთის მხედრობაში, ამხედრდი გოლიათის წინააღმდეგ და ყოველთვის დარჩი ახალგაზრდად! ახალგაზრდა ქრისტიანებო! იყავით დროისა და ისტორიის ბატონ-პატრონი! დაე, თქვენს ცხოვრებას ჰქონდეს აზრი!"
* * *
ევროპამ უღალატა ქრისტიანობას, იმიტომ აღმოჩნდა ის დღეს გად-არჩენის პრობლემის წინაშე, რომ არ შეუძლია გადაჭრას იდენ-ტურობის პრობლემა. და ეს მან დაადასტურა მაშინ, როდესაც მისმა პოლიტიკურმა ლიდერებმა იუარეს ევროპულ კონსტიტუციაში ეხსენებინათ ქრისტიანობა, ვით წყარო ევროპული კულტურისა.
* * *
ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს თანამედროვე საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული, შემაწუხებელი სოციალური პრობლემების შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებაზე. და ეს იმიტომ, რომ იგი დაფუძნებულია არა მხოლოდ თანასწორობისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაზე, არამედ ღვთისმეტყ-ველებაზეც, რომლის თანახმადაც ეკლესია არის სულიერი დედა ჩვენი ერისა, ხოლო მღვდელმთავრები და მოძღვრები არიან მისი სულიერი მამები. ისინი არ უღალატებენ ქრისტიანულ პრინციპებსა და საწყისებს, ზოგიერთებივით არ შემოიფარგლებიან ტაძარში შუქის ანთებითა და ჩაქრობით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა უსაფ-უძვლოდ ცდილობს ეკლესიის მარგინალიზებას. ისინი უკანონოდ და ანტიკონსტიტუციურად ცდილობენ აუკრძალონ ეკლესიას თავისი აზრის გამოთქმა, არ მისცენ ამის უფლება.
ჩვენ ვიბრძვით და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანად და ღი-ად, ყოველივეს დავუპირისპირებთ სიტყვას უფლისას.
ათენის მთ. ეპისკოპოსი ქრისტოდული (პარასკევაიდისი)
Xareba.net - ის რედაქცია