xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » აპოკალიპსის წიგნის საიდუმლოებანი (არასწორი მიდგომა) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
აპოკალიპსის წიგნის საიდუმლოებანი (არასწორი მიდგომა) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
21-12-2015, 22:48  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩვენი დრო, მე-20 საუკუნე, და განსაკუთრებით მისი უკანასკნელი მონაკვეთი, უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა, უწინდელი დრო, შეეფერება განსაზღვრებას „აპოკალიპსური"-სა, ანუ ისეთი დროისა, რომელშიც აღესრულება ქვეყნის დასასრულისათვის დამახასიათე-ბელი მოვლენები, როცა ეს დასასრული სულ ახლოს მოჩანს. ჩვენი დროის გამოგონებათა არსებრიობა იმგვარია, რომ თვით ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები ლაპარაკობენ მთელი რიგი ქვეყნების და თვით მთელი კაცობრიობის განადგურების შესაძ-ლებლობის შესახებ ან იარაღით, ისეთით, როგორიცაა თერმობირ-თვული ბომბები, ანდა თანამედროვე მონსტრების - სამრეწველო საწარმოების მოქმედების გამო - ესაა გარემომცველი სამყაროს დაბინძურება, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტები და ა.შ.

   და თუკი მხედველობაში მივიღებთ ჩვენი დროის განსაკუთრებულ ნიშანთვისებებს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ აპოკალიპსის წიგნი ამჟამად, როგორც არასდროს მანამდე, პოპულარულია. ამიტომაც ამ კურსის დასაწყისში მე მსურს მიგითითოთ თქვენ, თუ როგორი იქნება ჩვენი მიდგომა ამ წიგნისადმი. დღეს ინტერესსაც ამ წიგნისადმი, და მის შესახებ დაწერილ წიგნთა უმრავლესობასაც, უპირატესად ძალზე ზედაპირული ხასიათი აქვთ. ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე პო-პულარული წიგნი არის „უკანასკნელი დიადი პლანეტა დედამიწა", რომელიც ეკუთვნის პროტესტანტ-ევანგელისტს ჰელ-ლინდსეის. მის გარეკანზე წერია: „გამჭრიახი მზერა (შეხედულება) დაუჯერებელ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ჩვენს თაობას შეეხებიან". ავტ-ორი ლაპარაკობს ისრაელზე, რუსეთზე, გოგსა და მაგოგზე, ქვეყნის დასასრულზე, ბირთვულ ომზე. ამ წიგნის კითხვისას თქვენ თავბრუ გეხვევათ, თავგზა გებნევათ. დაწერილია იგი მოურიდებელი, უბო-დიშო ტონით:

   „რუსეთი - ეს იგივე გოგია". „გოგ, რა ჩაგიფიქრია შენ?" და მისთანანი. ზედაპირული წაკითხვისას ძალზე ადვილია ამ წიგნით გატაცება. ხოლო როცა მის კითხვას დაასრულებთ, ლამის გაკანკალებთ მღელვარებისაგან ყოველივე იმის გამო, რაც ხდება. მასში ასეთი ფრაზები გვხვდება: „შეხედეთ ირანს!" „დააკვირდით ხოლმე, რას მოიმოქმედებს შემდგომში რუსეთი". წიგნში ნათქვამია, რომ როცა ევროპაში ათი ერი გაერთიანდება, ანუ როცა ათი სახელმწიფო საერთო ბაზარში შევა - ეს ნიში იქნება, მხეცის ათი რქა. ჩრდილოეთის მეფე, ეს, ცხადია, რუსეთია; ეგვიპტე - სამხრეთის მეფეა; ჩინეთი - აღ-მოსავლეთის მეფე და ა. შ., რამოდენიმე ხნის შემდეგ მკითხველს თავბრუ ეხვევა.

   და ეს მღელვარება, რომელსაც ამ წიგნის კითხვა იწვევს, არ შეეფ-ერება საღმრთო წერილის შემსწავლელ ადამიანს. ეს უფრო კინე-მატოგრაფიისა თუ ტელევიზიის დონეა. ავტორი ბულვარული ენით წერს. მთლიანობაში კი, მისი მიდგომა ამ საკითხისადმი ვერ იძლევა იმის გაგებას, თუ რაზეა დაწერილი ეს წიგნი; მისი წაკითხვის ერთადერთი შედეგია მკითხველის აღგზნებული მდგომარეობა. შესაძლოა, რაღაცა, რაც წიგნშია ნათქვამი, სწორიცაა. რა ვიცით? შესაძლოა, რუსეთი მართლაც ჩრდილოეთის მეფეა, მაგრამ ეს მეო-რეხარისხოვანი საკითხია. ავტორისათვის კი - სწორედ ეს არის მთავარი. მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. მთავარი სულ სხვა რამაა.

   ამისთვის როდი უნდა ვიკითხოთ ჩვენ აპოკალიპსის წიგნი. მე ვიცი ადამიანები, რომელთაც წაიკითხეს იგი და საშინლად განიცდიდნენ კითხვისას, - მთელი წიგნი მათ ერთი ღამის განმავლობაში წაიკითხეს, მაგრამ როცა დაასრულეს კითხვა, იგი არ ქცეულა მათთვის სულიერ საზრდოდ. ისინი აღელვებულნი არიან, ისინი მზად არიან ქუჩებში გაიქცნენ გაზეთების საყიდლად, რათა ნახონ, თუ რის მოქმედებას აპირებს რუსეთი მომავალში, ვინ ვის ასაფეთქებლადაა მზად. სულიერად ისინი სრულიად ვერ წარემატნენ, რამდენადაც ყვე-ლაფერი ის, რასაც ისინი იქმან, ვარაუდებში, მკითხაობებსა და მსჯელობებში იკარგება, ხოლო აპოკალიპსის წიგნის მიზანი ის როდია. (გაგრძელება იქნება...)

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

 წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine