xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » მართლმადიდებლური აღზრდის მეთოდი - არქ. გიორგი (კაფსანისი)
მართლმადიდებლური აღზრდის მეთოდი - არქ. გიორგი (კაფსანისი)
12-01-2016, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ქრისტე - პედაგოგი აღზრდის მეთოდზეც მიგვითითებს. მან თავისი ენით აუხსნელი განგებულებით ყველა ჩვენი ნაკლულევანება იტვირთა, რათა განეკურნა ადამიანი.

  მართლმადიდებელი პედაგოგი ქრისტეს სიმდაბლისამებრ აფასებს საკუთარ თავს. ის არა თავისი, არამედ ქრისტესა და წმინდანების მორალით იქადის. ის არა თავის, არამედ ეკლესიის, წმინდა კრებებისა და წმინდა მამების ღვთისმეტყველებას ავითარებს. ის ღვთის-მეტყველებს, ვით მეთევზე და არა როგორც არისტოტელე (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. 23. სიტყვა).

   მართლმადიდებლების ღვთისმეტყველების მეთოდი შეგვიძლია შე-მდეგი სიტყვებით გამოვხატოთ: "წმინდა მამათა კვალდაკვალ". ის მალავს საკუთარ თავს, რათა ქრისტე წარმოჩინდეს.

   თავმდაბლობა - მართლმადიდებლური ცხოვრების, ზნეობის, აზრო-ვნების, ღვთისმოშიშების, ხელოვნების (ხატწერა, არქიტექტურა, მუსიკა), ღვთისმეტყველების საფუძველია. თავმდაბლობა ყოველივე ამას მართლმადიდებლურად გარდაქმნის, რათა ყოველივეს ცენტრი ღმერთკაცი იყოს. ჩვენმა ერმა მართლმადიდებლობაში ისწავლა თავმდაბლური ცხოვრება.

   ეკლესიის ყველა მასწავლებელი, მოციქულებიდან დაწყებული ახლ-ად კანონიზირებული წმ. ნექტარი პენტაპოლელით დამთავრებული, თავმდაბალი ადამიანები იყვნენ.

  თავმდაბალი მართლმადიდებელი პედაგოგი არ ახდენს საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას და არ იმაღლებს თავს მოწაფეების წინაშე, იმიტომ რომ, საკუთარი თავი ყველაზე დიდ ცოდვილად მიაჩნია. ის პატივს მიაგებს მოწაფის თავისუფლებას და არ ძალადობს მასზე.

   თავმდაბლობა მისეული განსჯის უნარს, როგორც წმინდა მამები ამ-ბობენ, უმაღლეს ფასეულობას ანიჭებს. ამის წყალობით, მან იცის როგორ მიუდგეს ცალკეულ მოწაფეს. ეკლესიისაგან ნასწავლ თავმდაბლურ აზრთა წყობის წყალობით, ის არა მარტო ასწავლის, არამედ თავადაც რაღაცას სწავლობს მოწაფეებისაგან. თავის პედაგოგიურ ღვაწლს ის ლოცვის ფუნდამენტზე აგებს, რომელშიც ღვთისაგან ითხოვს მადლს, რათა სასიკეთოდ შეიცვალოს როგორც თავისი, ისე მოწაფეების ცხოვრება, რათა არ გახდეს მოწაფეში ღვთაებრივი მადლის მოქმედების ხელშემშლელი.

   მაგრამ თუ საკუთარი ძალის, ზნეობის, განათლების, გამოცდილებ-ისა თუ ნიჭის მოიმედენი შევიქნებით, ამით მოწაფეებში ღვთის მადლის მოქმედებას შევეწინააღმდეგებით. მოძღვარი თუ პედაგოგი ყველაზე ხშირად მაშინ ცდება, როდესაც სამწყსოსა და მოწაფეების აღზრდაში ავიწყდება, რომ ქრისტიანები პირველ რიგში თავად უნდა გავხდეთ. თვითკმარობისა და თვითკმაყოფილების განცდას მოძღვრულ და პედაგოგიურ მარცხამდე მივყავართ. თუ თავად არ "განიძარცუეთ და შეიმოსეთ ახალი იგი" (კოლ. 3, 9-10), მაშინ არც ჩვენი ღვთისმეტყველება, არც მოძღვრული საქმიანობა, არც პედაგოგიური მოღვაწეობა არ იქნება მართლმადიდებლური და ნაყოფიერი. სწორედ ამის გამო ქრისტეს მიმბაძველი საოცარი პავლე მოციქული ამბობდა: "კრძალულებით ვსდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუს მიერ" (ფილ. 3.14). თრგუნავდა და იმდაბლებდა თავის თავს: "ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (1 კორ. 9.27).

 

 

 

არქ. გიორგი (კაფსანისი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine