xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » იერუსალიმის ტაძარი - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
იერუსალიმის ტაძარი - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
14-11-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ამას მოსდევს ნიში რღვევის, დანგრევის საშინელებაზე და ყოველივე იმაზე, რაც იერუსალიმის ტაძართან არის დაკავშირებული. კაცობრიობის ისტორიაში პირველად სწორედ ახლა გახდა ეს შესაძლებელი. უწინდელ დროში მხოლოდ ერთხელ სცადეს მისი აღდგენა - IV საუკუნეში. ცოდნა ამის შესახებ ძალზე კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ განანათლებს ადამიანს ეკლესიის ისტორიის კითხვა. ამ მოვლენის შესახებ IV საუკუნის რამდენიმე წყაროს ნახვა შეიძლება: მას მოიხსენიებს წმიდა კირილე, აგრეთვე იმ დროის ზოგიერთი სხვა საეკლესიო მემატიანეც. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, აღნთებულმა სურვილით გაენადგურებინა ქრისტიანობა, გადაწყვიტა: რაკი ქრისტე წინასწარმეტყველებდა, რომ იერუსალიმის ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩებაო, ამიტომ, მოდი, მე აღვადგენ ტაძარს და ამით ცხადად დავამტკიცებ, რომ ქრისტე თვითმარქვია იყოო, - ხოლო რადგან ასეა, ამიტომ ჯერ-არს წარმართობა ავაღორძინოთო. ამგვარად, იულიანე განდგომილმა, ამ განზრახვით განგებ დააბრუნა ებრაელები იერუსალიმში, და მათაც იმპერატორის ნებართვით, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. ერთი დღის განმავლობაში მათ რაღაც გაააკეთეს, ხოლო როცა მეორე დილით მივიდნენ, ნახეს, რომ ყველა ქვა მიწაზე იყო გაბნეული. მათ ხელმეორედ სცადეს მშენებლობის დაწყება, მაგრამ მიწიდან ცეცხლოვანმა ბურთებმა იწყო ამოფრქვევა. ამის შესახებ ბევრი ისტორიკოსი მოწმობს.

   თანამედროვე, რაციონალურად მოაზროვნე ისტორიკოსები, რამდე-ნადაც მათ არ ძალუძთ უგულებელჰყონ ძველი ტექსტების არსებობა და რაკი ხედავენ, რომ რაღაც ამის მსგავსი ნამდვილად მოხდა, შემდეგნაირად იწყებენ ამ მოვლენის ახსნას: „ისინი ალბათ ნავთობის საბადოს გადააწყდნენო", ანდა „მიწისქვეშა გაზის ამოფრქვევა იქნებოდაო". მაგრამ ცხადია, ღმერთმა ეს სასწაული იმისთვის აღასრულა, რომ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისათვის შეეშალა ხელი, რადგან ჯერ არ მოსულიყო ამის დრო, - ტაძარი მხოლოდ ქვეყნის დასასრულის წინ უნდა აღდგეს. როგორც არ უნდა იყოს, მათი მცდელობანი, აეშენებინათ, აღედგინათ მესამე იერუსალიმის ტაძარი, ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, და ებრაელებმაც უარი თქვეს ამ საქმეზე. ამრიგად, ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩა. ასე აღსრულდა იულიანე განდგომილის დროს უფლის წინასწარმეტყველება ტაძრის შესახებ.

   მაგრამ ახლა, დაწყებული 1967 წლიდან, ის ადგილი, სადაც უწინ ტაძარი იდგა, უკვე  ებრაელებს ეკუთვნით. და პირველად ხდება შესაძლებელი ტაძრის მშენებლობა. ხელისშემშლელია მხოლოდ ის, რომ იქ მუსლიმთა დიდი მეჩეთი დგას. თუკი მას დაანგრევენ, ალბათ, ომი დაიწყება (უკანასკნელი ცნობებით, პალესტინაში გაჩაღებული ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2000 წლის ბოლოს ისრაელის პრემიერი დემონსტრაციულად მივიდა იერუსალიმის ტაძრის მთაზე და სიმბოლურად ჩაუყარა საძირკველი მესამე ტაძრის აღდგენას! იხ. „რუსული ხაზი", მარტი, 2002 წ. - რედ.)

  დამოუკიდებელი ებრაელი სახელმწიფო წმიდა მიწაზე მხოლოდ 1948 წელს წარმოიქმნა. ანტიქრისტე სწორედ ებრაელებთან მოვა. თავიდან იგი ებრაელებთან მივა, ხოლო შემდეგ მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოსაც მოევლინება. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყოველივე აღესრულება, უშულოდ მეორედ მოსვლის წინ, ებრაელთა უმნიშვნელო რაოდენობა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცევა.

  ამიტომაც ეს ნიში ტაძრის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ დავინახავთ, რომ იერუსალიმის ტაძარი შენდება, მაშინ გვეცოდინება, რომ ქვეყნის დასასრული მოახლოებულია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ეს არის ერთ-ერთი ნიში, სასწაული თავად დასასრულისა. ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, ტაძარი არ შენდება, მაგრამ ავრცელებენ ყოველგვარ ხმებს მასზედ, რომ ადგენენ გეგმებს, ამზადებენ ქვებს და ა.შ. ცხადია, რომ ებრაელები ემზადებიან ამისთვის. (გაგრძელება იქნება...)

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine