xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ქორწინება თუ მონასტერი - წმიდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
ქორწინება თუ მონასტერი - წმიდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
26-12-2015, 22:48  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   რაკი მერყეობ, შვილო, იცოდე, რომ უფრო ქორწინების მომხრე ხარ, ვიდრე მონასტრის. მონაზვნური ცხოვრება მათთვისაა, ვინც არ ყოყმანობს. წმიდა საბა ორივეზე არ ფიქრობდა, არც წმ. თეოდორა, არც ქსენია, არც ეფემია, არც მონაზვნური ცხოვრების სხვა ჭეშმარიტი მოღვაწენი. ბევრს როდი შეუძლია მიიღოს იგი, არამედ მხოლოდ მათ, ვისაც ნიჭი მიეცა.

  შენ ამბობ, რომ საღამოობით, ცეცხლის პირას, დედასთან ერთად ხშირად არჩევ საბუთებს „სასარგებლოდ" და „წინააღმდეგ". მე კი გეტყვი, რომ რამდენი საბუთიც არ უნდა მოიყვანო, მაინც ვერ გადაწყვეტ რომელ მხარეს გადაიხარო. სიყვარული ყოველგვარ მიზეზსა და საბუთს აღემატება. და თუ ქრისტეს სიყვარული მონასტრულ სიჩუმეში განმარტოებისაკენ არ მიგიზიდავს, მაშინ ამა სოფლის სიყვარული ერში დაგაყოვნებს და ქორწინებამდე მიგიყვანს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც შეგიძლია კურთხეული იყო, როგორც სარა ან რაქელი, ან თუნდაც დედაშენი. ღვთის უსაზღვრო სიყვარული ვერ ეგუება წუთისოფელს, არ უყვარს საზოგადოება, განმარტოებას ელტვის. ასეთმა სიყვარულმა წააქეზა ათასობით სული ცხოვრების ფართო გზიდან მივარდნილ უდაბნოში წასულიყო, რათა მარტო დარჩენილიყო საყვარელ უფალთან. რათა საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა თავის შემოქმედთან, რომელიც თვითონაა სრული სიყ-ვარული სახელითაც და არსითაც. მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი ხედვის ღირსნი გახდნენ ბერ-მონაზვნები იტვირთავენ მარხვას, შრომას, სიმდაბლეს, მღვიძარებას, სიღარიბეს, მორჩილებას და არა მხოლოდ ამ აღთქმებს, რათა თავის უფალთან შეხვედრის ღირსნი გახდნენ. ამ ვიწრო გზაზე სულს ეს შეხვედრა მაშინ ენიჭება, როცა გათავისუფლდება, განიწმიდება, გამშვენიერდება.

  რისგან უნდა გათავისუფლდეს განდეგილის სული? ყოველგვარი მიწიერი ბორკილისა და ვნებისაგან. რისგან უნდა განიწმიდოს? ყოველი ე.წ. ხორციელი და მიწიერი სიყვარულისაგან, სხეულის, ნათესავების, მეგობრობის, მშობლიური ქალაქისა თუ სოფლის, ქო-ნების, ტანსაცმლის, საკვების, სამკაულის სიყვარულისაგან. რით მშვენიერდება სული? მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით, რომელიც თვითონ შეიცავს ყველა დანარჩენ სამშვენისს, რწმენის მარგალიტს, იმედის ზურმუხტსა თუ სხვა პატიოსან თვალს. მონაზვნის ნამარხულევი სხეული კი ამ განუზომელი ღვთიური მადლის მსუბუქი საფარველია მხოლოდ.

  ამას გწერ არა იმისათვის, რომ მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიიდ-რიკო, არამედ უფრო იმისათვის, რომ მას განერიდო, რადგან თუკი ამა სოფელს მერყევი განშორდები ერისაკენ ლტოლვა იმძლავრებს შენში და ვეჭვობ, გაიმარჯვებ თუ არა მასზე. და იქნები სხეულით მონასტერში და სულით სოფელში, რომლის ანარეკლი სულის სარკეში უფრო მტანჯველია, ვიდრე სინამდვილეში.

  მადლობდე უფალს, რომ მონასტრული ვიწრო გზის გარდა უფრო ფართო გზა გიჩვენა გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. იარე, შვილო, ამ ფართო გზით, რომელიც მეტად ეპასუხება შენს მიდ-რეკილებებს. იარე ამ გზით, მაგრამ ღვთის შიშითა სრული ერთ-გულებით. იცოდე, რომ ეს იოლი გზაც ღმრთის გარეშე დაუძლეველია.

ღმერთმა გაკურთხოს!

 

 

 

წმ. ეპ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine