xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ლიბერალი ამბობს: ერეტიკოსებიც ეკლესიებია
ლიბერალი ამბობს: ერეტიკოსებიც ეკლესიებია
29-06-2016, 00:10  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი

 

   ერესი არ გახლავთ მხოლოდ ლოგიკური შეცდომა. ერეტიკოსთა მი-ზანი არასდროს ყოფილა ჭეშმარიტების პოვნა. ისინი თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილს, ხშირად ერთობ უცნაურად და გასაკვირად. მათ რაღაც არსებითი აკლიათ, რაც საფუძვლიანად განასხვავებს მათ აზრებს მამებისეული სწავლებისაგან. ერეტიკოსებს აკლიათ წმინდა მამათა ღვთივგანბრძნობილი ცხოვრებისეული გამოცდილება, სულიწმინდისაგან შინაგანი გასხივოსნება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მათ არ გაუვლიათ ქრისტეს ეკლესიის თერაპიის გზა. ისინი შესაძლოა გარეგნულად, ზნეობრივად უმწიკვლოდაც გამოიყურებიან, მაგრამ მათ შინაგან სამყაროში არ მკვიდრობს სულიწმინდა. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც სულიწმინდის მადლით მოსილი წმინდა მამები ხედავენ. მწვა-ლებლები შეიძლება ინტელექტითაც გამოირჩეოდნენ და ერთობ განვითარებულნიც იყვნენ. ეს ფაქტია, ყველა „დიდმა" ერეტიკოსმა თავი მრავალმხრივი ცოდნითა და „სიბრძნით" წარმოაჩინა! ჩვენ დროშიც არ ფლობენ ერეტიკოსები გულის სიწმინდეს, არ არიან ტაძარნი სულიწმინდისა. ერესი დაფუძნებულია უვარგის ან არარსებულ თერაპიაზე. ერეტიკოსებს არ გააჩნიათ სულიერი გამოცდილება, რისი მოპოვების ღირსნი წმინდა მამები გახდნენ. ამიტომ ერეტიკოსს კრიტიკულ მომენტში არ შეუძლია განასხვავოს ჭეშმარიტება სიცრუისაგან იმიტომ, რომ ვერ ხედავს საკუთარ თავში ჭეშმარიტებას, ვერ ხედავს თავის გულს. მათ არ გააჩნიათ „გონივრული ლოცვის" ნიჭი, ამიტომაც ვერ აღწევენ განღმრთოებას, რაც სულიწმინდის მოქმედების დასტურია.

   ამით აიხსნება ყველა ერეტიკოსის, პირველ ყოვლისა ერესმეთაურთა ტრაგიკულობა. ღვთის მიერ თავად გაუნათლებელნი სხვათა განათლებას ლამობენ, თავად განუკურნებელნი, სხვათა განკურნებას ცდილობენ. ათეისტურ-უღმერთო მდგომარეობაში მყოფნი (რაკი არ გააჩნიათ ჭეშმარიტი ღვთის რწმენა) ღვთისმეტყველებისაკენ მიი-სწრაფვიან. შეგვიძლია ერეტიკოსები შევადაროთ ცრუ ექიმებსა და თაღლითებს, რომლებიც ადამიანებს ატყუებენ. მეტიც და უფრო საგანგაშოც: შეგვიძლია შევადაროთ ექიმებს, რომლებიც მომაკვ-დინებელ წამლებს გვაძლევენ, რომლებიც ადამიანებს მარადიულად ღუპავენ. არიან ფარმაცევტები, რომლებიც შხამიან, მომაკვდინებელ, მომწამვლელ წამლებს ამზადებენ, უკიდურესად საშიში რომ არის საზოგადოების არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ჯანმრ-თელობისთვის.

   ერესს, მამებისეული შეფასებით, ჩვენი ცხონების საქმეში გამანად-გურებელი, გამხრწნელი შედეგები მოაქვს. ერთი შეხედვით, მართლ-მადიდებლობასა და ერესს შორის განსხვავება ტერმინოლოგიურ ან წეს-ჩვეულებების დონეზეა. იქმნება აზრი, რომ განსხვავება უმნიშვ-ნელო საკითხებშია, რომლებიც საკმაოდ იოლად რომ განიკურნება კეთილი განწყობითა და ფრაზების კორექტირებით. აი ასეთი ამბები ხდება ეკუმენისტური დიალოგების დროს. შედეგად, შეხედულებათა თანხვედრას უფრო ხედავენ, ვიდრე განსხვავებას. მაგრამ თუ ერესს მამებისეული პოზიციიდან განვიხილავთ, დავინახავთ არა მარტო ტერმინოლოგიურ, არამედ შინაგან, რეალურ სხვაობას. ვგულისხმობთ თერაპიის მეთოდოლოგიურ განსხვავებას. მართლმადიდებლური სულიერება წმინდა მამების საფუძველზე აღმოცენდა, ხოლო ერეტიკოსების „სულიერება" ქაოსის პირმშო გახლავთ.

   ამიტომ, წმინდა მამები მარადჟამ რჩებიან „ღვთის სიტყვის ოქრო-პირები", რომლებიც არა მარტო ერეტიკოსებს, არამედ ჩვენც გვა-მხელენ მართლმადიდებლობის გარეგნულ, ოდენ სიტყვით აღიარების შემთხვევაში. მათ მივყავართ ქრისტეს ჭეშმარიტი თერაპიისაკენ, მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისაკენ.

 

 

 

 

1Свт. Григорий Богослов. Слово 27. против евромиан. СТСЛ. 1994 Т.1. გვ. 386.

 

 

 

 

 

 

Xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine