xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი IV)
ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი IV)
4-11-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

4) ღირსი ანტონი დიდის შემაძრწუნებელი ხილვა ერეტიკოსების შესახებ

 

   ერთხელ ანტონი დიდმა ჭეშმარიტად შემაძრწუნებელი ხილვა იხი-ლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერეტიკოსების არსებობის შესახებ. ეს ხილვა განგვიმარტავს და ნათლად გვიჩვენებს, რატომ უკრძალავდა წმინდა მამათა კრებითი დადგენილება ერეტიკოსებს მართლმადიდებლურ საკურთხეველში შესვლას და მართლმადი-დებლებთან ერთობლივ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას. ერე-ტიკოსები არ აღიარებენ ეკლესიის, მოციქულებისა და წმინდა მამების სწავლებას, ვინაიდან იმყოფებიან თავიანთი მამის - ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც ცრუ აზრებს შთააგონებს მათ. ამიტომ, მათი სწავლება „ისეთივე უნაყოფო, უაზრო და საღ აზრს მოკლე-ბულია, როგორც უტყვი (бессловесни) ხარებისა".

   ღირსი მამა ძლიერ შეძრწუნდა, როცა გამოცხადებით იხილა არიო-ზელები... პირუტყვის სახით, ისინი გარს ეხვივნენ წმინდა ტრაპეზს და შეურაცხყოფდნენ მას. ანტონი დიდის მწუხარება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცრემლი მოეძალა.

   მსგავსად წუხდა და გოდებდა მრავალი კეთილმორწმუნე ქრისტი-ანი, როდესაც ერესმთავარი - პაპი იხილა ფანარის წმინდა დიდმოწამე გიორგის საპატრიარქო ტაძარში შემავალი (რომელიც ვატიკანის მიერ გამოირიცხა წმინდანების ნუსხიდან), სიწმინდის შემბილწველი. დარწმუნებული ვართ, რომ თუ ჩვენი პატრიარქები, არქიეპი-სკოპოსები და ეპისკოპოსები წაიკითხავენ ამ ხილვის შესახებ, ვით მართლმადიდებლები მიბაძავენ წმინდანის ცხოვრებასა და წმინდა სწავლებას, მაშინ უთუოდ შეწყვეტენ ერეტიკოსებთან ერთობლივ ღვთისმსახურებას, ერთობლივ ლოცვას, დღესასწაულებზე დელე-გაციების გაცვლა-გამოცვლას და მისთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც მათ სათვალავში არიან, რომლებზეც საუბარია ღირსი მამის ხედვაში.

   ღირსი ანტონის „ცხოვრება" მოგვითხრობს, რომ ერთხელ ხელსაქ-მით გართულ წმინდანს ჰქონდა ხილვა - ძლიერ ხვნეშდა. ცოტა ხანში იგი მოუბრუნდა იქ მყოფ ბერებს და შიშითა და ძრწოლით შეუდგა მუხლმოდრეკილ ლოცვას. წმინდა მამა დიდხანს იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში. რომ წამოდგა, ტირილი მოერია. იქ მყოფი ბერები შიშმა შეიპყრო, სურდათ გაეგოთ, რა ხილვა ჰქონდა წმინდანს. დიდხანს ევედრებოდნენ, ბოლოს აიძულეს ეთქვა. ღრმად ამოისუნთქა ღირსმა მამამ და წარმოთქვა: „უმჯობესია, შვილნო, მოვკვდეთ, ვიდრე აღსრულდება ხილვა. დიდი რისხვა დაატყდება ეკლესიას, პირუტყვის მსგავს ადამიანებს მიეცემა ის საჯიჯგნად. ვიხილე უფლის ტრაპეზის ირგვლივ მდგარი ხარები, რომლებიც ფეხებს ურტყამდნენ მას". „თქვენ, რა თქმა უნდა, შენიშნავდით, - განაგრძო წმინდანმა, - როგორ ძლიერ ვხვნეშოდი, ეს იმიტომ, რომ ხმა მესმა: „შებილწულ იქნება ჩემი სამსხვერპლო"." ასეთი ხილვა ჰქონდა ღირს ანტონს, ამბობს წმინდა ათანასე დიდი. ორი წლის შემდეგ ხილვა აღსრულდა. არიანელები დაეპატრონნენ ეკლესიებს, გაძარცვეს საეკლესიო ჭურჭელი და მათ ტარებას აიძულებდნენ წარმართებს. არიანელები წარმართების თანდასწრებით შეურაცხყოფდნენ წმინდა ტრაპეზს. მაშინ ყველამ გავიაზრეთ ანტონი დიდის ხილვის არსი - ხარების ჯიჯგნის სახით ანტონი დიდს წინასწარ ეუწყა არიანელთა პირუტყვული ქმედება. ამის შემდეგ კიდევ ერთი ხილვა იხილა ღირსმა მამამ და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა ძმები: „ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას, შვილნო, მართალია, განრისხდა უფალი, მაგრამ კვლავ განკურნავს ეკლესიას, დაუბრუნებს თავის დიდებასა და სიწმინდეს. მაშინ იხილავთ, რომ დევნილნი დაბრუნდებიან, უწმინდურნი კი კვლავ თავიანთ ხვრელებში ჩაძვრებიან, ხოლო კეთილკრძალული რწმენა საყოველთაოდ იზეიმებს სრული თავისუფლებით. ოღონდაც „ნუ შეიბილწებით არიანელებთან ერთად იმიტომ, რომ არ არის ის მოციქულებრივი სწავლება, არამედ ეშმაკის პირმშოა. ის ბოროტისაგან იღებს სათავეს, უკეთ რომ ვთქვათ, ისეთივე უნაყოფო, უგუნური, აზრს მოკლებულია, როგორც უტყვი ხარები"." (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine