xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №42 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №42 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
29-12-2015, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ახლა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე წმ. მამათა გამონათქვამების კრე-ბულს ვკითხულობ. რა ფასდაუდებელი საუნჯეა! მყვინთავი ზღვის ფსკერზე ეშვება ძვირფასი მარგალიტის ამოსაღებად, წმ. მამები კი შორეულ უდაბნოში მიდიოდნენ, საკუთარ გულს უღრმავდებოდნენ და იქ სხვადასხვა ძვირფას სულიერ საგანძურს პოულობდნენ: ქრისტეს მობაძავ სიმდაბლეს, ბავშვურ სიწრფელესა და უმანკოებას, ანგელოზებრივ უვნებელობას, სულიერ განსჯასა და სიბრძნეს - ერთი სიტყვით, სახარებას.

   დღეს წავიკითხე სისო დიდის ერთი გამონათქვამი, რომელიც ყოვე-ლთვის განსაკუთრებით მომწონდა და განსაკუთრებით ახლობელი იყო ჩემთვის. ერთმა ძმამ უთხრა მას, ღმერთის მუდმივი ხსოვნა მოვიხვეჭეო. „ეგ არც ისე დიდი საქმეა," - მიუგო ღირსმა სისომ, - „დიდი ის იქნება, თუ საკუთარ თავს ყოველ ადამიანზე უარესად შერაცხავ."

   ძალიან მაღალი რამ არის ღმერთის განუწყვეტელი ხსოვნა, მაგრამ ეს სიმაღლე ამავე დროს ძალიან საშიშიცაა, თუ მისკენ მიმავალი კიბე სიმდაბლის მტკიცე ლოდს არ ემყარება.

  შეხედე, რა თანხმობაა ამ სიტყვებსა და წმიდა წერილს შორის! წმ. წერილი ამბობს: „საკურთხი არა სთნდეს... მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი. გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს" (ფს. 50). ადამიანის მიერ შეწირული მსხვერპლი და თვით განსაკუთრებული, „ყოვლად დასაწველი" მსხვერპლი სულიერი სიგლახაკის, სინანულის გრძნობას უნდა ემყარებოდეს - უამისოდ ღმერთი მას უარყოფს.

   ასევე ძალიან მომწონს პიმენი დიდის გამონათქვამი: „თუ ყველგან და ყველაფერში ვაყვედრით თავს, ვპოვებთ განსვენებას." ერთმა სხვა მამამ კი ესე თქვა: „მსუბუქი ტვირთი, - საკუთარი თავის ყვედრება დაგვიტევებია და მძიმე - სხვისი ყვედრება წამოგვიკიდია." თითო ამგვარი გამონათქვამი მთელ წიგნებს უდრის! ალბათ არავინ ისე ღრმად არ ჩასწვდომია სახარებას, როგორც წმ. მეუდაბნოე მამები. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი აზრებითა და გრძნობებით შეესრულებინათ სახარების მცნებები; მათი განმას-ხვავებელი ნიშანი იყო უღრმესი სიმდაბლე, მათი განსჯის მუდმივი საგანი - კაცის დაცემა, მუდმივი საქმე კი - საკუთარი ცოდვების გლოვა.

   სულ სხვა მიმართულება შეითვისეს დასავლეთის ეკლესიის მოღვა-წეებმა მწვალებლობის დამღუპველ წყვდიადში ჩავარდნის შემდეგ. ღირსი ბენედიქტე, წმ. მამა გრიგოლ დიოლოღოსი ჯერ კიდევ ეთანხმებიან აღმოსავლეთის ასკეტურ მოძღვრებას, მაგრამ ბერნარდი უკვე მკვეთრად განსხვავდება მათგან, უფრო გვიანდელმა მოღ-ვაწეებმა ხომ კიდევ მეტად გადაუხვიეს სწორ გზას. ისინი თავიდანვე მიისწრაფიან და მკითხველსაც იზიდავენ ახალბედებისთვის მიუ-წვდომელი სიმაღლეებისაკენ, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის ტყვეები ხდებიან თვითონაც და მათი მკითხველებიც. აღგზნებული, ხშირად სიშლეგემდე მისული მეოცნებეობა უცვლის მათ ყოველივე სულიერს, რომლის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არა აქვთ, და ეს მეოცნებეობა ერევათ სწორედ მადლში. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს" (მთ. 12,33), თქვა მაცხოვარმა. ყველასათვის ცნობილია, თუ რა დანაშაულებით, სისხლის ნიაღვრებით, აშკარად არაქრისტიანული საქციელით გამოხატეს დასავლელმა ფანატიკოსებმა თავიანთი მახინჯი აზროვნების წესი, მახინჯი გრძნობები.

  აღმოსავლეთის ეკლესიის წმ. მამებს მკითხველი მგზნებარე სიყვა-რულისკენ, მჭვრეტელობითი სიმაღლეებისკენ კი არ მიჰყავთ, არამედ საკუთარი ცოდვის, საკუთარი დაცემის ხედვისკენ, მაცხოვრის აღიარებისკენ, მოწყალე ღმერთის წინაშე საკუთარი თავის გლო-ვისაკენ. ისინი ჯერ ჩვენი ხორცის არაწმინდა მიდრეკილებათა მოზღუდვას გვასწავლიან, რათა იგი შემსუბუქდეს და სულიერი მოღვაწეობის უნარი მიეცეს; მერე კი გონებას მიმართავენ: აწესრიგებენ აზრთა მსვლელობას, განწმენდენ გონებას ჩვენი დაცემის შედეგად შეთვისებული გულისსიტყვებისაგან და სამაგიეროდ იმ აზრებს სთავაზობენ, რომლებიც ადამიანის განახლებულ ბუნებას მიენიჭა. (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine