xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №40 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №40 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
24-12-2015, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   გული თქვენი ეკუთვნოდეს უფალს, ხოლო უფლის მიერ - მოყ-ვასსაც. ეკუთვნოდე კაცს ამ პირობის გარეშე საშინელებაა. „ნუ იქნებით მონა კაცთა" (Iკორ. 7,23), ამბობს მოციქული.

   ყოველთვის გულის სიღრმემდე მწვდებოდა იოანე წინამორბედის სიტყვები, რომლებიც მან თავის თავისა და მაცხოვარის შესახებ თქვა. ეს სიტყვები იოანე მახარებელმა შემოგვინახა: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს. ხოლო მეგობარი სიძისაი, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად" (ინ. 3,29-30).

   ყოველი სულიერი მოძღვარი მოვალეა იყოს მხოლოდ ქრისტეს მსა-ხური. კაცთა სულები მას ღმერთთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან, უნდა აუწყებდეს მათ ქრისტეს უსასრულო, გამოუთქმელ მშვენიერებას, მის განუზომელ ძალასა და სახიერებას. დაე, მათ შეიყვარონ ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტად ღირსია სიყვარულისა. მოძღვარი კი, ისევე როგორც დიდებული და მდაბალი წინას-წარმეტყველი, განზე უნდა იდგეს, თავი არარად მიაჩნდეს და უხაროდეს თავისი „მოკლება" <დამცრობა> მოწაფეთა წინაშე, - „მოკლება," რომელიც მათი სულიერი წარმატების ნიშანია. ვიდრე მოწაფეებში ხორციელი გრძნობა ჭარბობს, დიდია მათ წინაშე მათი მოძღვარი. ხოლო როდესაც მათში სულიერი განცდა გაიღვიძებს და ქრისტე აღორძინდება, ისინი თავიანთ მასწავლებელში მხოლოდ ღმერთის იარაღს დაინახავენ.

  უფრთხილდით მოძღვრისადმი მიკერძოებას! მრავალმა დაკარგა სიფრთხილე და თავის მოძღვართან ერთად ეშმაკის მახეში გაება. რჩევა და მორჩილება სუფთაა და სათნო ღმრთის წინაშე მხოლოდ მანამ, სანამ იგი მიკერძოებით არ შებღალულა. მიკერძოება საყვარელ ადამიანს კერპად აქცევს, ამ კერპისათვის შეწირული მსხვერპლისაგან კი ღმერთი რისხვით იბრუნებს პირს. და ასე გადის ფუჭად ცხოვრება, წყალს მიაქვს კეთილი საქმეები, როგორც ნელსურნელება, სიმყრალით დათრგუნული ანდა ქარს გატანებული. ნუ დაუთმობთ გულში კერპს ადგილს.

  და შენც, მოძღვარო, ფრთხილად იყავი! ნუ შეუცვლი შენდამი მონდობილ სულს ღმერთს! ნათლისმცემლის მაგალითს მიბაძე და მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ შენს მოწაფეებში ქრისტე აღორძინდეს. როდესაც ქრისტე აღორძინდება, დაე სიხარულმა აღგავსოს - აქედან იშვება შენს სულში საოცარი მშვიდობა. საკუთარ თავში დაინახავ ქრისტეს სიტყვების აღსრულებას: „რომელმან დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს."

   ნეტარია, ვინც თავგანწირვით მისდევს სახარებისეულ სწავლებას, ვინც უარი თქვა ხორცისა და სამშვინველის სურვილების დაკმა-ყოფილებაზე! ცოდვილია დაცემული ხორცის სურვილები, ცოდ-ვილია დაცემული სამშვინველის სურვილებიც. იგი ყველგან საკუთარი ნების აღსრულებას ეძიებს და ცდილობს გახდეს რაღაც ცალკე, დამოუკიდებელი, ყველაზე უპირატესი არსება, რომლის-თვისაც სხვა ყოველივე უნდა არსებობდეს. სახარება კი მოითხოვს, რომ ასეთი ცხოვრება მოვაკვდინოთ, რომ კაცმა ღმერთი ღმერთად სცნოს, თვითონ კი თავის ადგილას დადგეს - ქმნილთა შორის. მხოლოდ ამ უგუნური, წარმოსახვითი და სინამდვილეში არარ-სებული ცხოვრების მოკვდინების შედეგად იშვება ნამდვილი ცხოვრება, რომელშიც აღმატებული სიმძაფრით იგრძნობა არსებობა - ცხოვრება ღმერთში. (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine