xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა - წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა - წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
8-07-2016, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   აზიელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამბობს: ის ჩვენიანია, იგი აზიელია, მოუდაბნოე, მლოცველი, ბრძენი და სასწაულთმოქმედი.

   ევროპელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამტკიცებს: ის ჩვენიანია, იგი ევროპელია, მოღვაწე, ადამიანთა დაუზარელი შემწე, გამკითხავი, მკურნალი, მარჩენალი, ჰუმანისტი და აქტივისტი.

  მაინც ვინ არის ქრისტე? აზიელი თუ ევროპელი? ჭეშმარიტად, ერთიცა და მეორეც. მთელი დედამიწა, მისი ყველა კუთხე, მას ეკუთვნის.

   პოლითეისტურ აღმოსავლეთს უჭირს ირწმუნოს ადამიანის. მატერიალისტურ დასავლეთს უჭირს ირწმუნოს ღმერთის. იესო ადამიანს განასახიერებს, ქრისტე - ღმერთს. ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასი. დასავლეთი იოლად აღიარებს ადამიან იესოს და ადგილს მიუჩენს მას დიდად ადამიანთა „პანთეონში". აღმოსავლეთი აღიარებს ღმერთ ქრისტეს და ამავე დროს ვერ გრძნობს ადამიანი - იესოს საჭიროებას. მაგრამ კაცობრიობის მაცხოვარი ღმერთიცაა და კაციც. იესო ქრისტე აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას.

   აღმოსავლეთი უფრთხის დემონებს. დასავლეთი დემონებთან ფერხულს მართავს.

   მილიარდი ადამიანი, აღმოსავლეთში, თვალყურს ადევნებს თავის ყოველ ნაბიჯს, რათა შემთხვევით არ შეეხოს დემონს. დემონების შესახებ აქ იციან, დემონების არსებობას აქ შეიგრძნობენ.

   დასავლეთი - გამოგონებათა ქვეყანაა. საბაზრო და მომაკვდინებელ გამოგონებათა გვერდით დასავლეთმა აღმოაჩინა, რომ არსებობენ დემონები, მაგრამ რამდენადაც იქ ყველა არასოდეს აღიარებს ჭეშმარიტებას, ეს აღმოჩენაც არ აღიარა მთელმა დასავლეთმა და მას ადგილი მიუჩინა იმ ადამიანებთან, რომლებსაც სპირიტები უწოდა. ისინი აღტაცებულნი არიან იმით, რომ კავშირი აქვთ სულთა სამყაროსთან, სიხარულით ცეკვავენ და არც ეჭვობენ, რომ ფერხულს სატანა მართავს.

  მართლმადიდებელმა იცის, რომ არსებობს სულთა სამყარო, რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი სულები, მაგრამ არსებობს ღმერთი, განუზომლად აღმატებული ყველა სულზე.

   ფილოსოფიის აკვანს წარმოადგენს აღმოსავლეთი: პეკინიდან ათენამდე.

   მეცნიერების აკვანს - დასავლეთი და ამერიკა.

   არ შექმნილა აღმოსავლეთი მეცნიერებისათვის, არ შექმნილა დასავლეთი ფილოსოფიისათვის. არც ერთი და არც მეორე ღვთისაგან არ არის. ორი უგუნურება, ორი შეჩვენება...

   ქრისტე აღმოსავლურ ფილოსოფიასა და დასავლურ მეცნიერებაზე მაღლა დგას, ის საზღვრავს, ვინაც განუზომელია.

   აღმოსავლეთი სულისათვის ეწამება, დასავლეთი - ხორცისათვის. აღმოსავლეთს არ სჯერა მიწიერი სამოთხის, დასავლეთს არ სჯერა ზეციური სამოთხის.

 აღმოსავლეთისათვის მარხვა ცხოვრების უპირველესი პირობაა. დასავლეთისათვის მარხვა სულელური უარია შემოთავაზებულ სიამოვნებაზე.

   დასავლეთის განდგომა ქრისტესაგან, წარმართობისაკენ მიბრუნებას მოასწავებს, მაგრამ, საკუთარი, დასავლური წარმართობისაკენ. დასავლეთი ხილულისათვის იბრძვის, აღმოსავლეთი - უხილავისათვის.

   დასავლეთის სწავლულებმა მეცნიერების კოშკი ქვიშაზე ააშენეს, ანუ ხორციელ ხედვაზე, სმენაზე, ყნოსვაზე, შეხებასა და გემოვნებაზე.

   აღმოსავლეთი არასოდეს ენდობოდა ხორციელ თვალს. ეს მან უნდა აღიაროს. რასაც ვერ ხედავს თვალი, რაც არ ესმის ყურს და რაც ადამიანს აზრადაც არ მოსდის - სწორედ ისაა ყოფიერების სინამდვილე. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს იმიერი სამყარო, აღმოსავლელი ადამიანი ზედმეტად ჩქარობს, ემზადება მისთვის და იბრძვის, რომ ამ სამყაროს წევრი გახდეს.

    დასავლეთი აღარ შობს წმინდანებსა და ბრძენკაცებს, ასეა მას შემდეგ, რაც მათი პაპები გაქნილ ადამიანებად და პოლიტიკოსებად იქცნენ.

   დასავლელი ადამიანის თვალთახედვას მრუდე საბურველი გადაეკრა, ნაცვლად იმისა, რომ ზეციური სამეფოსათვის იბრძოლოს, იგი ურცხვად იბრძვის მიწიერი სამეფოსათვის.

  ესაა ევროპის ახალი და უახლესი ისტორია. მისი დევიზია: დაიმორჩილე და ისარგებლე. ასე ამბობენ და იქცევიან დასავლელი ადამიანები; გამოწურავენ ყველაფერს წუთიერი ტკბობის თასიდან.

   მართლმადიდებელი ხალხები დასავლეთსა და აღმოსავლეთზე მაღლა უნდა დადგნენ. მათ არ უნდა იბრძოლონ არც სულთა სამყაროსათვის, როგორც ამას აღმოსავლეთში აკეთებენ, არც მატერიალისტური სამყაროსათვის, დასავლეთის მსგავსად, ცაც და დედამიწაც ღმერთს ეკუთვნის. არსებობს სულთა სამყარო, უფრო მდიდარი, ვიდრე ამის ცოდნა აღმოსავლეთს მიეცა. ეს სამყარო არაა თვითნებური და ქაოტური, იგი ქრისტე - ღმერთის ძალაუფლების ქვეშაა, რომელმაც ბრძანა: მოცემული მაქვს ხელმწიფება ცასა და მიწაზე.

   ამიტომაც მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ იდგნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ ვალდებულნი არიან ამაღლდნენ მათზე, რათა უნათონ ერთსაც და მეორესაც, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა. ამინ.

 

 

წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) 

(1881 – 1956 წწ.) 

Xareba.net-ის რედაქცია  

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine