xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №37 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №37 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
17-10-2015, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

წერილი №37 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   ღმრთის შეწევნისა და მადლის გარეშე კაცთაგან არავის ხელეწიფ-ების წინ აღუდგეს უხილავ ბრძოლებს, გულში რომ იბადება და სულიერ ქარტეხილებს იწვევს. ლოცვა და წმ. წერილის კითხვა გვეხმარება სულიერი ბრძოლების გადატანაში, მაგრამ ამ შეწევნის მიუხედავად ადამიანი მაინც ძნელად უმკლავდება საკუთარ თავს, ძნელად აღწევს აუმღვრეველი სიმშვიდის ნავსაყუდელს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი დაცემული ბუნება დიდი გაჭირვებით ითვისებს საღმრთო აზრებსა და გრძნობებს, ძლივსძლივობით იძენს ცოცხალ რწმენას. ცოცხალი რწმენისგან იშვება ღმერთის სრული მორჩილება, ღმერთის მორჩილებისაგან კი - გულისსიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა.

   აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ გული ღმერთის რწმენას, ღმერთის მორჩილებას. ამის გემოს რომ გაიგებთ, მერე ადვილად მოიპოვებთ სიმშვიდესა და სულიერ ნუგეშს მწუხარების ჟამს. მწუხარების გულისსიტყვებთან ბრძოლა უბრალო უნდა იყოს, ისევე უბრალო, როგორიცაა მთელი ქრისტიანული სარწმუნოება - ყველასათვის მისაწვდომი თავისი უბრალოებით და ყველასათვის დამაჯერებელი თავისი ძალით. მოწყინებას ამ სიტყვებით ებრძოლეთ: „უფალო, იყავნ ნება შენი! კურთხეულ და წმიდა არს ღმერთი ყოველთა შინა საქმეთა მისთა!" გულში წარმოსთქვით ეს სიტყვები, ხოლო თუ მარტო ხართ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ხმამაღლა, აუჩქარებლად, დიდი ყურად-ღებითა და მოწიწებით, და მანამდე ნუ გაჩერდებით, ვიდრე მოწყინება არ დაცხრება. როდესაც ბოროტი გულისსიტყვები კვლავ წამოსწევენ თავს, თქვენც კვლავ იმავე იარაღს მიმართეთ. საკუთარი გამოც-დილებით შეიტყობთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო იარაღის ძალას. ამ ბრძოლას კაცი სხვანაირად ვერ დააღწევს თავს და ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს, თუ არა გამარჯვებით. მოწყინებას დამონება კი მეტისმეტად სახიფათოა - თუ ის გაბატონდა კაცზე, სხეულის მოკვლაც ძალუძს და სულისაც. სიკვდილს ნუ იჩქარებთ: ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლეც კი წამია მხოლოდ მარადისობასთან შედარებით. საკუთარი თავიცა და თქვენი ამსოფლიური მგზავრობის ხანგრძლივობაც უფალს მიანდეთ, თვითონ კი ეს დრო იმისათვის გამოიყენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წარუვალი სიკეთე შეიკრიბოთ.

   ნუ გაოცდებით, რომ სუსტი ხართ სულიერ მოღვაწეობაში - ამის მიზეზი თქვენი გამოუცდელობაა. დრო გამოცდილებასაც შეგძენთ და ძალასაც. თანაგრძნობით ვუმზერ თქვენს სულიერ მდგომარეობას: ახლა ხდება თქვენი გამოწრთობა საშინელ განსაცდელში, როგორც ფოლადისა - ცეცხლში. დაითმინეთ ამ მდგომარეობის სიმძიმე და როცა ის გადაივლის, იგრძნობთ, რომ ახლად დაიბადეთ, თან ისეთი სულიერი საგანძურიც შეიძინეთ, რომლის არსებობა აზრადაც არ მოსდით მათ, ვისი ამქვეყნიური ცხოვრებაც განცხრომაა მხოლოდ. მაშინ დაინახავთ, რომ სახიერია უფალი თვით მის მიერ მოვლენილ მწუხარებებშიც, რამეთუ წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტა-რებისკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელი. (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine