ყოველ ჩვენგაზე დაე იყოს ნება ღმრთისა, რომელმაც ჩვენზე გაცილებით უკეთ უწყის, რა არის ჩვენთვის უმჯობესი. რწმენით მივენდოთ უფალს - ერთ-ერთი წმ. მამის თქმით, სწორედ ასეთი რწმენაა სიმდაბლე, ანუ სრული მინდობა ღმერთზე და საკუთარი თავისადმი სრული უნდობლობა. ნუ შეშფოთდები, თუ ზოგჯერ გულის გასასტიკებას, გაგრილებას და ვნებების მოქმედებას იგრძნობ - სულიერი ამღვრეულობის ეს პერიოდები მოთმინებით უნდა აიტანო. წმ. მაკარი დიდმა თქვა: „ყოველ ჩვენგანში, ისევე როგორც ჰაერში, ხდება ცვლილებები - ხან დარია, ხან წვიმა მოდის, ქარი ქრის და უამინდობაა." სხვა წმინდანს, ისააკ ასურს მაკარი დიდის ეს სიტყვები მოჰყავს და ასე განმარტავს: „ყურადღება მიაქციეთ სიტყვა „ყოველს." ეს სიტყვა უზომოდ როდია გამოყენებული, არამედ იმისათვის, რომ გვიჩვენოს - უკლებლივ ყველა ადამიანს, არა მარტო ცოდვილს, არამედ წმინდასაც, ზოგჯერ ცოდვები სძლევენ. მუდმივი უცოდ-ველობა და მუდმივად მაღალსულიერი მდგომარეობა ამსოფლად არ არსებობს. უცვალებლობა საუკუნო ცხოვრების თვისებაა." ამიტომ ჩვენს სულიერ ცვალებადობას გონივრულად უნდა მივუდგეთ: ჩვენი ცოდვილობა ღმერთს ვუჩვენოთ და გავუმჟღავნოთ, ამასთან, მის წმინდა ნებას მივენდოთ და ვითხოვოთ მისგან წყალობა და შეწევნა. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"