xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი IV)
ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი IV)
15-01-2020, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

4. მოღვაწეთა დევნა და ცილისწამება

 

 

   ფლორენციის ცრუკრებაზე ლათინომოაზროვნეებთან დაპირისპირებისას, წმინდა მარკოზ ეფესელმა მტკიცედ განაცხადა, რომ ლათინობა არის ერესი, რაც გაკათოლიკებური „ძმების" მხრიდან წმინდანის შეურაცხყოფითა და დევნით დაგვირგვინდა. „როგორ ბედავ, - იქ მყოფნი კადნიერად შეუდგნენ წმინდა მამის ლანძღვა - გინებას; მზად იყვნენ „კბილებითა და ხელებით გაეგლიჯათ მღვდელმთავარი მათ მიერ ფარულად შემუშავებული და პრაქტიკულად გადაწყვეტილი უნიისა და პაპის ზემდგომლობის საკითხით შეეცადნენ პაპთან დაბეზღებით დაეშინებინათ წმინდა მარკოზი: „ჩვენ ვეტყვით პაპს, რომ მას ერეტიკოსი უწოდე". ხოლო პროკათოლიკური პარტიის ბელადმა, მთავარმა მოღალატემ, რომელმაც მოგვიანებით პაპისაგან ჯილდოდ კარდინალის წოდება მიიღო და ლამის თავად გახდა პაპი, წმინდანს უგუნური და შეპყრობილი უწოდა. ხანგრძლივი კამათისა და ეფესელი მიტროპოლიტის დაცინვის შემდეგ განაცხადა: აღარ არის საჭირო საუბარი ამ შეპყრობილ ადამიანთან, ის შეიშალა, აღარ მსურს მასთან კამათის გაგრძელება და განრისხებულმა დატოვა შეხვედრა."

   მრისხანება და გაღიზიანება ჩვენმა მთავარეპისკოპოსმაც გამოამჟღავნა ეკლესიის იმ წევრების, - მონასტრების ღირსეული იღუმენების, ღვთისმეტყველების, მღვდლებისა და მონაზვნების მიმართ, - რომლებმაც, ეკლესიის სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობით აღვსილებმა ხმა აიმაღლეს ერესთა-ერესის - ეკუმენიზმის გავრცელების საშიშროებაზე და ცდილობენ შეეწინააღმდეგონ ერეტიკოსებთან აღრევას.

   მთავარეპისკოპოსობამ ამ მოშურნეებს „მართლმადიდებელ თალიბანები", „ფუნდამენტალისტები" და „მართლმადიდებლობის პროკურორები" უწოდა. მათ გარშემო მთავარეპისკოპოსის მხარდამჭერი ეპისკოპოსებისა და კლირიკოსებისაგან იზოლაციის კედელი აღიმართა. ისინი ყოველმხრივ შეურაცხყოფენ, არ აძლევენ სიტყვის თქმის უფლებას, არ უშვებენ მათ საეკლესიო რადიომაუწყებელთან, ქვეყნის მართლმადიდებლურ ტელეარხებთან; მათ წინ იხურება ეპარქიებისა და სამრევლო შესაკრებლების დარბაზები. ოდესღაც მსგავსი იზოლირება ლემნოსზე გადასახლებულ ერთადერთ მართლმოაზროვნე „შეშლილს" - წმინდა მარკოზ ეფესელსაც მოუწევს. სხვაგან უნდა ეძებონ მთავარეპისკოპოსმა „ბრმადმორჩილნი" - იქ, სადაც უარყოფენ და შეურაცხყოფენ მამებისეულ გარდამოცემას და, სადაც ერესებისა და განხეთქილების რეაბილიტაცია ხორციელდება.

   ზემოთ თქმული არ გახლავთ ჩვენი ახირებული საუბრის ნაყოფი. ეს იმის ანალოგია, რასაც გვასწავლიდნენ წმინდანები. ამის შესახებ მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით საუბრობდა ღირსმოწამე კოზმა ეტალიელი: „დაწყევლოს პაპი, იმიტომ რომ ის არის ყოველივე ამის თავი". სხვა დროს თქვა: „მრავალი წავიკითხე ებრაელების, უწმინდურების, ერეტიკოსებისა და უღმერთოების შესახებ, შევისწავლე სიბრძნის საფუძვლები და მტკიცე დასკვნამდე მივედი: ყველა სარწმუნოება ყალბია, მხოლოდ მართლმადიდებლობაა სათნო და წმინდა. გიხაროდეთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ, და დაიტირეთ წყვდიადში მავალი უწმინდურნი და ერეტიკოსნი". როგორც ჩანს, „ბრმადმორჩილება მართებდა" წმინდა კოსმას, როდესაც პაპის დაწყევლას გვირჩევდა? ისიც „თალიბანებისა" და „ფუნდამენტალისტების" წარმომადგენელია, როდესაც აცხადებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა სათნო და წმინდა, ხოლო სხვა აღმსარებლობების მიმდევრები წყვდიადში მყოფებად მიიჩნია?

   იტყვის კი მთავარეპისკოპოსი წმინდა კოზმაზეც იმას, რასაც ტინოსზე და წმინდა სინოდის კრებაზე „თალიბანებზე" ამბობდა? თუ არ იტყვის, მაშინ შეწყვიტონ მართლმადიდებელი და მათი მსგავსი უნიატების გაწბილება, რომლებიც საჩვენებლად წმინდა კოზმას სადღესასწაულო მსახურებებზე პატივს მიაგებენ წმინდანს და მის წმინდა ნაწილებს ეთაყვანებიან.

 

●●●

  მართლმადიდებლობისთვის თავდადებულ ეპისკოპოსებისა და მღვდლების დაშინებას და იზოლირებას ვერ მოახერხებენ. რა შედეგი მოიტანა წმინდა იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთამ, უღმერთოთა და ერეტიკოსთა მხრიდან მორწმუნეთა დევნა და წამებამ? აბსოლუტურად სხვა შედეგი, ვიდრე ელოდნენ, ვინაიდან „სიტყუა იგი ღმრთისა არა შეკრულ არს" (2 ტიმ. 2.9). დაე, ღმერთმა და წმინდანებმა არ მოგვკვეთონ მათი ღვაწლის, გმირობის, მემკვიდრეობის შეურაცყოფის გამო. უპრიანია წმინდანებთან ყოფნა, ვიდრე ერეტიკოსებთან მეგობრობით ტკბობა.

   წმინდა მარკოზი დარწმუნებული იყო, რომ რაც უფრო მეტად განეშორებოდა პატრიარქ მიტროფანეს და სხვა ლათინომოაზროვნეებს, მით უფრო მიუახლოვდებოდა ღმერთსა და წმინდანებს; ცდუნებულთაგან განშორებით შეუერთდებოდა ჭეშმარიტებასა და წმინდა მამებს: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაც უფრო მეტად განვეშორები მას და მის მიმდევრებს, მით უფრო დავუახლოვდები ღმერთსა და წმინდა მამებს. მათკენ სრბოლა ჭეშმარიტებასთან, წმინდანებთან და ეკლესიის ღვთისმეტყველებთან შეერთებას ნიშნავს".

 

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Битва за Православие. 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine