xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » კანონიკური სამართალი რომაულ კათოლიციზმში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კანონიკური სამართალი რომაულ კათოლიციზმში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
9-01-2020, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

კანონიკური სამართალი რომაულ კათოლიციზმში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

   როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებაში ხედავს მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმიდის შთაგონების ქვეშ იმყოფება. ამდენად იგი ცვლილებას არ ექვემდებარება. მხოლოდ მსოფლიო კრება, სულიწმიდის მადლის ხელმძღვანელობით, ფლობს უცდომელობას. მსოფლიო კრებების გარდა, უცდომელია ადგილობრივი კრებები, აგრეთვე ეკლესიის ცალკეულ მამათა მიერ შედგენილი კანონები, რომლებსაც მსოფლიო ავტორიტეტი მიენიჭათ და IV მსოფლიო კრების მეორე კანონშიც იხსენიებს. რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესია გაყოფამდე ძირითადად კანონიკური სამართლის ერთი და იგივე წყაროებით სარგებლობდნენ. განდგომის შემდეგ დასავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართალი გაამსოფლიურდა. მისი კანონმდებლობა ყალბი თავისუფლების, ლიბერალური ღვთისმეტყველების საფუძველზე ყალიბდება. თანამედროვე რომაულ-კათოლიკური თეოლოგია სულ უფრო ხშირად წარმოგვიდგენს ახლებურად ინტერპრეტირებულ სწავლებას ქრისტეს შესახებ. სეკულარიზაციის სული სერიოზულად აზიანებს მას. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ვატიკანი სისტემატურად აძლიერებს პაპის კულტს და ამ ტიტულის მატარებელს ღვთის სწორ უფლებამოსილებას ანიჭებს.

   ამ ნიშნით განსაკუთრებით დამახასიათებელია ვატიკანის I (1869-1870) და II (1959-1965) საეკლესიო რეფორმატორული კრებები. ამ ორმა კრებამ შემოიღო მრავალი ძველი საეკლესიო კანონმდებლობისათვის უცხო სიახლე.

   I მსოფლიო კრებამ ნიკეაში დაადგინა, რომ მამა ღმერთის ძე სიტყვა - უცოდველი და უცდომელი ღმერთია. IV მსოფლიო კრებამ ქალკედონში დაადასტურა ეს ჭეშმარიტება.

   კონსტანტინოპოლის კრებამ (1895) განაცხადა: ”აღმოსავლეთის მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტეს ეკლესია არ აღიარებს სხვას დედამიწაზე უცდომელად, უცოდველად, განკაცებული ძე და სიტყვა ღმერთის გარდა”.

   პაპისტების ის განცხადება, რომ პაპი ე.ი. ადამიანი უცდომელია, ამახინჯებს და უარყოფს ოდითგანვე განსაზღვრულ, I მსოფლიო კრების მიერ დადგენილ ჭეშმარიტებას. რომის პაპის უცდომელობა ვერ პოულობს ვერანაირ დასაყრდენს ვერც წმიდა წერილში, ვერც წმიდა გადმოცემაში. პაპიზმი ვერ შეძლებს სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენას, რათა დაადასტუროს სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია სამართლიანად უარყოფს მას.

   1889 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგორი VI-მ არ ისურვა ვატიკანის I კრებაზე დასწრება. აქ იგი პაპის მიერ იყო მიწვეული. პატრიარქმა სამართლიანად განაცხადა: ”ვინაიდან დედამიწაზე არსებობს მაცხონებელი ეკლესია, არ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ქრისტეს მთელ ეკლესიაში არსებობს ეპისკოპოსი, ან ვინმე სხვა - მბრძანებელი, გარდა უფლისა; რომ არსებობს ვინმე პატრიარქი რომელიც უცოდველი და უცდომელია, როდესაც თავისი კათედრიდან საუბრობს. ამით იგი იმ ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებს თავს, რომელსაც იგი მსოფლიო კრებებს - უცდომელობის ერთადერთ მესაკუთრეს ეტოქება, ეპაექრება. წმ. წერილისა და გადმოცემის თანახმად ასწავლიან, რომ თითქოს მოციქულები არ იყვნენ თანასწორნი და თანაბარ უფლებიანნი ერთმანეთს შორის, ვინაიდან ამით იგმობა სულიწმიდა, რომელმაც ყველანი თანაბრად განანათლა; ვერც იმას ვაღიარებთ, რომ ამა თუ იმ პატრიარქმა ან პაპმა მოიხვეჭა უფროსობა, არა კრებით და ადამიანური უფლებით, არამედ ღვთაებრივი ნებით და სხვა მსგავსი რამ”.[1]

   ვატიკანის II კრებამ კიდევ უფრო გაშალა ფრთები სიახლეთა დამკვიდრების თვალსაზრისით. მან გამოაცხადა დებულება ერთიანი მსოფლიო უნივერსალური ეკლესიის შესახებ. ამ დებულებით მან დააფუძნა ეკლესია, რომელშიც სხვადასხვაგვარად შედიან და მომავალში უნდა შევიდნენ ქრისტიანებიც, არაქრისტიანულ რელიგიათა მიმდევრებიც; ხსნა უნდა მოხდეს სხვადასხვა გზით, ადამიანთა რწმენის შესაბამისად.

   ეს სწავლება შეტანილია კრების მთავარ დოკუმენტში. ”თანახმად დოგმატისა ეკლესიის შესახებ, აგრეთვე ”არაქრისტიანულ რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ დეკლარაციაში”. ”ეკლესიის შესახებ დოგმატის” (13-16 პუნქტის) თანახმად კრება აცხადებს, რომ ”ღვთის ხალხის მსოფლიო ეკლესიისადმი კათოლიკურ ერთიანობას სხვადასხვანაირად, წინასწარ განეკუთვნებიან ღვთის მადლით ხსნისთვის მოწოდებულნი”, ყველა ქრისტიანი და ისიც, ვისაც ”სხვადასხვა გზით” ჯერ არ მიუღია სახარება - იუდეველები, მაჰმადიანები და სხვები, რომლებიც სცნობენ შემოქმედს. ისინიც, რომლებიც ჯერ მხოლოდ ეძებენ ღმერთს - ”ღვთის განგება ყველას მოიცავს (მე-13 პუნქტი).”[2]

   ამრიგად, რომაული-კათოლიციზმი კრების მეშვეობით ამტკიცებს დაუშვებელს, რომ ხსნა არაქრისტიანული რელიგიებითაც არის შესაძლებელი.

   ლათინო-პაპიზმის სამართლებრივი წყაროების ზედაპირული განხილვაც კი ცხადყოფს, რომ მათი ეკლესიოლოგია რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისაგან. მათ კანონიკურ სამართალს არ გააჩნია საყრდენი ძველ საეკლესიო სამართალში, ანუ მსოფლიო საეკლესიო კრებებში.

   ამრიგად, სანამ ადამიანი ან ადამიანთა შეკრება დაიცავს თავის ცოდვისმიერ მდგომარეობას, გნებავთ კანონების მიღების მეშვეობით, ვერასოდეს მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას. ის ფუჭი ოცნება იქნება, რომელიც არასოდეს განხორციელდება.

   ამიტომ, ვისაც სურს ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება, ის უნდა გახდეს მართმადიდებელი ეკლესიის წევრი. ეკლესიის გარეშე რჩება მხოლოდ ზოგადი სწავლება, ხოლო ეკლესიასთან - ქრისტეს სხეულთან ერთობით ვითარდება პიროვნება. ამიტომ, ქრისტიანობაში არ არსებობს მშრალი თეორიული მიდგომები. დოგმატურ ჭეშმარიტებას თავისი ზნეობრივი მნიშვნელობა გააჩნია, ქრისტიანული მორალი მთლიანად დაფუძნებულია დოგმატებზე.

   ქრისტეს ეკლესიის ცხოვრება და მისი ორგანიზმი არ არსებობს სამართალის გარეშე. მეტიც, სამართალის მნიშვნელობა უფრო იზრდება როდესაც, ამაღლებულია მისი სულიერი არსი და ინტერესი სწორედ იმიტომ, რომ ეკლესიის თავისუფალი ზნეობრივი სამყარო ამსოფლიური ელემენტებით არ აიმღვრეს, წმიდა მამებმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე განაცხადეს: ჭეშმარიტი ეკლესიის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა, შესაბამისად, არ იარსებებს თავისუფლებაც.

 
 


[1] Арх Кирил (Костопулос) ”Папаво – Это ересь”. გვ. 82.
[2] მართლმადიდებლობასა და ლათინო-პაპიზმის განსხვავებანი. გვ. 65. 2004 წ.
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine