როდესაც ოთახს გვიან, ნაგავს კი არ ჩხრეკენ, ყველაფერს ერთად აგროვებენ და გარეთ ყრიან. შენც ასე მოიქეცი: ცოდვები მოძღვრის წინაშე აღიარე და კმარა - მათ ჩხრეკას კი მოეშვი. წმ. მამები ძალიან უკრძალავენ ამას მათ, ვისაც საკუთარი თავის სწორი ხედვა არა აქვს: ასეთი თვალიერება ადამიანს აბნევს, დახსნილება და არეულობა შეაქვს მასში. ცოდვებს ერიდე, რასაც უძლურებისა და გატაცების გამო სჩადიხარ, შეინანე; საკუთარ თავს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლებას ნუ მისცემ და ნურც უცოდველობას მოელი მისგან. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან ”კრებული”