1992 წლის 30 დეკემბერს "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მეხუთე პრეზიდენტად აირჩიეს მილტონ ჯ. ხენშელი. სამწუხაროდ, მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოგვეპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ 50-იან წლებში ის ნათან ნორის მდივანი იყო (სკ, 15. 03. 1993, გვ. 25). 60-იანი წლების ჯგუფური სურათის მიხედვით (სკ, 15. 05. 1994, გვ. 31), ის დაახლოებით 80 წლის უნდა იყოს.
რას წარმოადგენს ამჟამად "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქ-ტატების საზოგადოება?"
უპირველესად, ეს ძალიან მდიდარი ორგანიზაციაა. მარტო ვეფი-ლებისა და საზოგადოების ფილიალების შენობები, რომელთა ფოტოსურათები დაბეჭდილია სკ, 15. 04. 1994, 15. 09. 94, 15. 11. 94, 15. 01. 95, 15. 05. 95 და ბროშურაში 8, 2 შეიძლება თამამად შეფასდეს რამდენიმე მილიარდ დოლარად. პროპაგანდასა და საზოგადოების ახალი წევრების გადმობირებაზე საზოგადოებას სახსრები არ ენანება.
"1991 წელს, მისიონერების, ზედამხედველებისა და სპეციალური პიონერების შენახვაზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 40 მლნ დოლარზე მეტი" (სკ, 1. 12. 1992, გვ. 16).
და ეს გასაკვირი არც არის, რადგან იეღოვას ყოველი ახალმოქცეული მოწმე საზოგადოებისათვის სახსრების მუდმივ წყაროს წარმოადგენს.
"რადგანაც ადამიანს რაც აქვს, ყველაფერი მონათვლის შემდეგ იეღ-ოვას ეკუთვნის" (სკ, 1. 12. 92, გვ. 15).
პირველ რიგში, იეღოვას ყოველი მოწმე ჟურნალების "საგუშაგო კო-შკისა" და "გამოფხიზლდით!" რამოდენიმე ეგზემპლარის ხელმომწერი ხდება. ერთ ეგზემპლარს ის თავისთვის იტოვებს, დანარჩენს - "ავრცელებს". ამასთან, გავრცელებული ლიტერატურის რაოდენობა საზოგადოების ყოველი წევრის "დამსახურებების" განსაზღვრისას სათანადოდ ფასდება. ამჟამად ჟურნალი "საგუშაგი კოშკი" 120 ენაზე იბეჭდება თვეში ორჯერ, 16 მილიონი ტირაჟით, ხოლო ყოველ-თვიური ჟურნალი "გამოფხიზლდით!" - 75 ენაზე, 12 მილიონიანი ტირაჟით. ასევე საზოგადოების სხვა ლიტერატურასაც მილიონიანი ტირაჟებით გამოცემენ.
საზოგადოება, ხარჯების მინიმუმამდე დაყვანით, თავის ყველა გა-მოცემას დამოუკიდებლად ბეჭდავს. არსებობს ვეფილების სისტემა ("იეღოვას მოწმეების" საოჯახო საერთო საცხოვრებლები), სადაც განთავსებულია სტამბები და საზოგადოების სხვა საწარმოები. "ვეფილის ოჯახის" წევრს გამოეყოფა საკვები, ტანსაცმელი და ჯიბის ფული. ის ვალდებულია გულმოდგინედ იშრომოს "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" საკეთილდღეოდ.
საზოგადოების პერიოდიკა ვეფილების შესახებ ხშირად გვთავაზობს აღფრთოვანებულ დასკვნებს, რაც იეღოვას ბევრ მოწმეს იქ მუშაობის სურვილს აღუძრავს. ასე მაგალითად, ვეფილებზე ერთ სტატიაში ნათქვამია: "მხოლოდ წარმოიდგინეთ, რომ ვეფილის მუშაკს თავის ძმებს შორის უპირატესობა აქვს ყოველ დღე ემსახუროს იეღოვას. სულიერი ზრდისათვის ეს რა შესანიშნავ საშუალებებს იძლევა."
"... ვეფილში მომუშავეს შეუძლია იეღოვას სილამაზე იხილოს და მრავალი ლოცვა - კურთხევა მიიღოს. "ღვთის სახლში" სამსახური შენთვისაც ხომ არ იქნებოდა ღირებული? ვეფილებში მუშაობის შესახებ განცხადების შემოტანა შეუძლიათ იეღოვას არანაკლებ 19 წლის სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელ მოწმეებს, რომლებსაც ტიმოთესავით "კარგად ახასიათებენ ძმები" (სკ, 15. 06. 1994, გვ. 30-31).
ასეთი სიტყვებით მოხიბლული "იეღოვას მოწმეები" თვითონ ცდი-ლობენ მთელ მსოფლიოში გაფანტულ ვეფილებში მოხვედრას. მაგრამ სამსახურში მოწყობისას ისინი ავსებენ ოფიციალურ შრომით შეთანხმებას, რომელშიც არის ასეთი პუნქტი: "ჩემი თანამშრომლობა არის ნებაყოფლობითი და საზოგადოების პრინციპების შესაბამისი, უფასო, მაშინაც კი, როდესაც ჩემი შრომისუნარიანობა და დრო უფრო მეტად დასჭირდებათ. საზოგადოების ნება-სურვილით, აუცილებელი სასიცოცხლო საჭიროებისათვის მეძლევა საცხოვრებელი, ტანსაცმელი და სხვა. მსგავს მოთხოვნებზე ჩემი მხრიდან ყველანაირი უფლება უსაფუძვლოა. ვაღიარებ, რომ არა მაქვს არანაირი პრეტენზია და გარწმუნებთ, რომ სამსახურში მიღებისა და მისი პირობების გამო მომავალშიც არანაირ პრეტენზიებს არ წამოვაყენებ" (10, 14).
ვეფილების შექმნის საქმეში გამოცდილი ბიზნესმენისა და გაქნილი იურისტის ხელი იგრძნობა.
აშშ-ში მცხოვრებ "იეღოვას მოწმეებს", სტამბის გარდა, შეუძლიათ მუშაობა საზოგადოების სასოფლო-სამეურნეო ფერმებში, რომელიც განლაგებულია ნიუბერგთან, სამხრეთ ლინსინგთან (ნიუ-იორკის გარეუბანში) და ვაშინგტონთან. ეს არის მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რომლებიც შეიცავს მეცხოველეობის კომ-პლექსებს, ბოსტნეულისა და ხილის პლანტაციებს და სხვა. მარტო ნიუბერგის ფერმის ფართობი შეადგენს თითქმის 300 ჰექტარს. საზოგადოების ამერიკულ ფერმებში თვიური ხელფასი შეადგენს 14 ამერიკულ დოლარს. შესაძლებელია მსგავსი ფერმები საზოგადოებას სხვა ქვეყნებშიც ჰქონდეს (19, 192). ამ ორგანიზაციის ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელოვან წყაროს საგამომცემლო საქმიანობიდან და ფაქტიურად, მუქთა მუშა ხელიდან შემოსავლების გარდა, წარმოადგენს იეღოვას რიგითი მოწმეებიდან შემოწირულობის შეკრების საგულდაგულოდ დამუშავებული სისტემა. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ჩანაწერი "როგორ შემოაქვთ ზოგიერთებს სასუ-ფეველზე ქადაგებისათვის შემოწირულობანი" (სკ, 1. 12. 1992, გვ. 27). მასში დაწვრილებით იძლევიან მითითებებს, როგორ შემოსწირონ საზოგადოების ფული, ძვირფასეულობა, დაზღვევა, აქციები, საბანკო ანგარიშები, ობლიგაციები და უძრავი ქონება. შემდეგ გვერდზე განსაკუთრებით გამოყოფილია 11 წლის გოგონას გულის ამაჩუ-ყებელი ისტორიის შესახებ პატარა ჩანაწერი, რომელმაც საზო-გადოებას 20 დოლარი შემოსწირა და იმედოვნებს, რომ მომავალში ვეფილში იმსახურებს (სკ, 1. 12. 1992, გვ. 29). ასე საქმის დაყენების შემდეგ, რა თქმა უნდა, შემოწირულობები უხვად შემოვა. შემ-თხვევითი არ არის, რომ დასავლეთის ეკონომისტები "საგუშაგო კოშკის საზოგადოებას" "რელიგიაზე შექმნილი ბიზნესის კლასიკურ მაგალითად" მიიჩნევენ (19, 192).
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ცდილობს მონოლითურ ორ-განიზაციად წარმოჩნდეს, ის მაინც არის დაავადებული პროტეს-ტანტული სამყაროს საერთო სენით - მუდმივი განხეთქილებით. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 20 ჯგუფი არსებობს, რომელიც "საგუშაგო კოშკის საზოგადოებას" გამოეყო (16, 237).
ბოლო წლებში მიმდინარეობს "იეღოვას მოწმეების" რიცხვის მძაფრი ზრდა აღმოსავლეთ ევროპის და, განსაკუთრებით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე. მოვიყვანთ ციტატის "იეღოვას მოწმეების" 1994 წლის სამუშაო ანგარიშიდან (სკ, 1. 01. 1995, გვ. 12-15) (ცხრილი 1).
"მსოფლიო ანგარიშის" წაკითხვისას თვალში გეცემათ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებსა და ეკონომიურად აყვავებულ სახელმწიფოებს შორის "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ტემპების ზრდის სხვაობა. რით არის ეს გამოწვეული? ინგლისელი სოციოლოგი ჯ. ბეკფორდი ასკვნის, რომ "იეღოვას მოწმეების" რიცხვში პირველ რიგში შედიან ისეთები, რომლებიც უპირატესობას ორგანიზაციის ავტორიტარულ ფორმებს ანიჭებენ და ცდილობენ თავისი შეხედულებებისათვის პასუხის-მგებლობა იდეურ ხელმძღვანელებზე გადაიტანონ (9, 76).
თუ მხედველობაში მივიღებთ ამ აზრს და ჩვენი ქვეყნის რეალიებს შევუდარებთ, დავინახავთ, რომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ექსპანსიისათვის საკმაოდ სასურველ ნიადაგს სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. ეს კარგად ესმით თვით "იეღოვას მოწმეებსაც".
ცხრილი 1
ქვეყანა |
„განმცხადებლების" საშუალო რიცხვი |
შეფარდება: 1 განმცხ. მოსახლეობის განსაზღვრულ რიცხვთან |
ზრდის % 1993 წელთან შედარებით |
მონათლულია 1994 წელს |
კრებების რაოდენობა |
აშშ დიდი ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი იაპონია ყოფილი სსრკ-ს 11 სახელმწიფო (19)
უკრაინა ლატვია ლიტვა ესტონეთი მსოფლიოში სულ 232 ქვეყანაა |
889 570
123 194 163 327 121 783 189 586 52 956
46 575 589 978 1 988
4 695 111 |
227
439 487 167 639 3 798
1 030 3 645 3 283 675 |
1
1 1 2 7 40
23 80 (20) 37 41
5 |
39 106
4 764 5 632 5 170 12 153 16 686
17 042 54 173 653
314 818 |
10 194
1 338 1 986 1 643 3 365 521
472 7 9 30
75 573 |
"იეღოვას მოწმეების" კონგრესზე, რომელიც 1993 წელს კიევში გაი-მართა, მიონათლა 7 402 ადამიანი (სკ, 15. 09. 1994, გვ. 19).
"პეწიანად ჩაცმული ადამიანები დადიან სახლებსა და კორპუსებში, დამხვდურებს სთავაზობენ "ბიბლიის სწავლის" დაწყებას, ჩუქნიან ლამაზ ჟურნალებს მდიდრული სახლების, დამუშავებული მინდ-ვრების გამოსახულებით. ისინი გვპირდებიან უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სრულ მატერიალურ სიუხვეს და ამისათვის თხოულობენ მცირეოდენს - მხოლოდ ადამიანის უკვდავ სულს.
მაშ ასე, ჩვენ მოკლედ გავეცანით "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" ისტორიას და დავინახეთ, რომ ყველა ლიდერმა (მილტონ ხენშელის გამოკლებით, მასზე არც არის რაიმე ინფორმაცია) სახელი შეირცხვინა ცრუწინასწარმეტყველებით, რომელსაც წარმოადგენდნენ, როგორც ღვთის სიტყვას. თვით "იეღოვას მოწმეები" აღიარებენ, რომ მათ "... ზოგჯერ უწოდებენ ცრუწინასწარმეტყველებს" იმიტომ, რომ, როგორც ეს ოფიციალური პუბლიკაციებიდან ჩანს მათ დროთა განმავლობაში ზოგიერთ მოვლენაზე შეიცვალეს აზრი (სკ, 1. 04. 1961, გვ. 2-3, 12-47). "ზოგიერთ მოვლენაზე" საკუთარი აზრი რომ იცვლება, ამაში საშიში არაფერია. საშიში ის არის, მათ მიერ "ზოგიერთი მოვლენა" თვით ღმერთს რომ მიეწერება. საშიშია, "იეღოვას მოწმეები" "თავიანთ გულის ოცნებებს" "ღვთის ბაგეებიდან წარმოთქმულად" რომ ასაღებენ (იერ. 23, 16). "საშიშია, როცა "საგუშაგო კოშკის საზო-გადოების" ხელმძღვანელები წმინდა წერილის ჟონგლიორობით "... აცდუნებდენ მრავალთ" (მათე 24, 11). მიუხედავად იმისა, რომ ჩ. ტ. რასელი, ჯ. ფ. რუტერფორდი, ნ. ხ. ნორი და ფ. უ. ფრანცი ცრუწინასწარმეტყველები აღმოჩნდნენ, სწორედ ისინი მეთაურობენ საზოგადოების ერთ-ერთი პუბლიკაციის სურათზე ღვთის სასუფევლისაკენ "სულით ცხებულთა" მსვლელობას. მაგრამ ჩვენ ვიცით, "ბრმაჲ ბრმასა თუ წინა - უძღჳნ, ორნივე მთხრებელსა შთაცვივიან" (მათე 15, 14).
მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი
(9) 1909 წელს ჟურნალის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "სიონის". 1939 წელს სიტყვები "ქრისტეს დასწრება" შეცვალეს სიტყვებით "ქრისტეს მეუფება", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალმა მიიღო ახლანდელი სახელწოდება "საგუშაგო კოშკი იუწყება იეღოვას მეუფებას". იხ. Jehova's Witnesses in the Divine Purpose, Brooklyn WTB&TS 1959 - P. 22 note "m" (16, 225).
(10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიოგრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტ-ერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).
(15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კონგრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში.
(16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" და მისი წევრები.
(19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცელ-დება.