"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილ დამაარსებლად მიჩ-ნეულია ჩარლზ ტეიზ რასელი. იგი დაიბადა 1852 წლის 16 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების შტატ პენსილვანიის დაბა ალეიგენში (1). მას საკმაოდ შეძლებული მშობლები ჰყავდა. მამას მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა. რასელები ამ ქალაქის პრესვი-ტერიანული საზოგადოების წევრები იყვნენ (2). ქალაქის პრესვი-ტერიანულ საზოგადოებასთან ურთიერთობა პატარა ჩარლზს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ გარკვეული დროის მანძილზე ესწრებოდა კონგრეგაციონალისტების შეკრებებს (3). 16 წლის ასაკში მან ისინიც მიატოვა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ქრისტიანული კავშირის ადგილობრივი განყოფილებიდანაც გამოვიდა (4). ერთ წელზე მეტხანს ჩარლზი ცდილობდა გაერკვია, თუ მისთვის ცნობილ რომელ "ეკლესიაში" იყო ჭეშმარიტება. ბოლოს ის მიეკედლა ადვენტისტებს (5), რომელთა კლუბი მამამისის მაღაზიის ახლოს მდებარეობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთ წერილში ის იგონებდა: "ერთ საღამოს მე შემთხვევით შევიხედე მტვრიან და ჭუჭყიან შენობაში, რომელშიც ტარდებოდა რელიგიური წირვა... პირველად მე იქ ვისმენდი მეორე ადვენტისტების (6) და მათი მქადაგებლის მისტერ ჯონ უინდელის სწავლებას" (15, 39).
ჩარლზს ბავშვობიდან აწვალებდა ბედისწერის საკითხი (7), ამიტომ ადვენტისტების მიერ სამოთხისა და ჯოჯოხეთის, ადამიანური სულის უკვდავების უარყოფა დიდი აღფრთოვანებით მიიღო. მალე მან ბიბლიის შემსწავლელი წრე დააარსა, რომლის შემადგენლობაში მისი ხუთი უახლოესი მეგობარი შევიდა. ისინი მას ხუმრობით "მოძღვარს" უწოდებდნენ. ამ ჯგუფმა ბიბლიის საფუძვლიანი, რელიგიური მიკუთვნებისაგან დამოუკიდებელი შესწავლა დაიწყო" (7, 8) და საქმით ადვენტისტების დოქტრინებს იმეორებდა, რაკი ამტკიცებდა, რომ "სწავლება სამებაზე არის არა ბიბლიური, რადგან იეღოვა არის ყოვლისშემძლე ღმერთი და შემქმნელი, რომ იესო ქრისტე არის მისი პირველი ქმნილება და ერთადერთი შვილი, რომ წმინდა სული არის არა პიროვნება, არამედ - ღვთის მოქმედი უხილავი ძალა". ამ ჯგუფმა გაარკვია, რომ სული უკვდავი კი არ არის, არამედ კვდება, რომ მიცვალებულისათვის იმედი აღდგომაა და რომ მოუნანიებელი ცოდვებისათვის სასჯელი არის არა მუდმივი წვალება, არამედ სრული განადგურება (7, 8).
1876 წელს ჩ. რასელს ხელთ ჩაუვარდა ჟურნალი "დილის მოამბე" ("The hearld of the Morning"), ქალაქ როჩესტერში ადვენტისტ ნელსონ ბარბოუერის მიერ გამოცემული. ჟურნალში საუბარია იესო ქრისტეს 1874 წელს უხილავი მოსვლის შესახებ და ამ თარიღის სიზუს-ტისათვის მოყვანილია "ბიბლიური მტკიცებები" (8). რასელი ბარბოუერის გამოთვლებით დაინტერესდა და რამდენიმე თვის შემდეგ შეხვდა კიდეც მას. შეხვედრის დროს გაირკვა, რომ "თავისუფალი ბიბლიის მკვლევრისა" და უკიდურესი ადვენტისტის თეოლოგიური კონცეფციები ერთმანეთს მთლიანად ემთხვეოდა.
ნ. ბარბოუერის ჟურნალი უსახსრობის გამო სულს ღაფავდა და ამის გამო მან გამოცემის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა. ჩარლზ რასელი გახდა ჟურნალის თანარედაქტორი და მისი მთავარი სპონსორი. ნ. ბარბოუერთან ერთად მან ჟურნალში მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა, რომელიც უკიდურეს ადვენტისტურ იდეებს უწევდა პროპაგანდას. ამასთანავე გადაწყვეტილება მიიღეს რასელის პიტ-სბურგის ჯგუფის "ბიბლიის მკვლევარებისა" და ნ. ბარბოუერის მიმდევრების როჩესტერული ჯგუფის გაერთიანების შესახებ.
ჩარლზ რასელის მამამ ამ დროისათვის მიატოვა თავისი საქმიანობა და ოჯახური ბიზნესის მთელი სიმძიმე შვილს დააკისრა. ის კი პენსილვანიაში და მეზობელ შტატებში თანდათანობით ქმნიდა მზა ტანსაცმლის მაღაზიების ქსელს, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იძლეოდა.
1877 წელს ჩ. რასელი და ნ. ბარბოუერი ერთობლივად მუშაობდნენ წიგნზე - "სამი სამყარო, ანუ გადარჩენის გეგმა". ამ წიგნით ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამქვეყნად ქრისტე უხილავად 1874 წლის შემოდგომაზე მოვიდა და ამ დროიდან ორმოცწლიანი "მკის პერიოდი" დაიწყო. მაშინვე მათ საოცარი სიზუსტით დაადგინეს 1914 წელი, როგორც "კერპთაყვანისმცემლობის დროის დასასრული" (Qualified to de Ministers WTB&TS. 1995, P. 300. ციტ. 16, 255).
ჩ. რასელმა წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მოიწვია თავისი მიმდ-ევრების საერთო კრება, რომელზედაც ფართოდ წარმოადგინა 1874 წლიდან ქრისტეს უხილავი არსებობის "ბიბლიური მტკიცებანი". მაგრამ მან მარცხი იწვნია, რადგან კრების უმრავლესობამ ეს მტკიცებები აღიარა, როგორც "უვარგისი და უსაფუძვლო" (15, 41). მიუხედავად ამისა, რასელი თავის აზრზე დარჩა და ბიზნესის აქტიურობის შეზღუდვა გადაწყვიტა, რათა ახალი იდეების პროპა-განდისათვის მეტი დრო დაეთმო.
რასელისა და ბარბოუერის თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ქრისტეს გამოსახსნელი მსხვერპლის საკითხის გამო მათ შორის განხეთქილება დაიწყო, რომელიც მათი ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა.
1879 წლიდან ჩ. ტ. რასელმა დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალ "სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს დასწრების მაცნის" ("Zion's Watch Tower and Herald of Ghrist's presence") გამოცემა (9). (შემდეგში ამ ჟურნალს "საგუშაგო კოშკი" ეწოდა - რედ. შენიშვნა). იმავე წელს მან ცოლად შეირთო მერი ფ. ისკლეი, რომელიც ჩარლზის შეხედულებებს იზიარებდა და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი უძღვებოდა წერილების რუბრიკას "სიონის საგუშაგო კოშკში" და ქმრის დოქტრინის შესაბამისად ხშირად აქვეყნებდა სტატიებს.
ჩ. ტ. რასელმა 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში თავისი იდეების გავრცელების მიზნით აქტიური პროპა-განდისტული კამპანია წამოიწყო. პენსილვანიაში და მეზობელ შტატებში შეიქმნა მოძღვარ რასელის მიმდევართა წრეები. ბუნე-ბრივია, ყოველი ახალი "ბიბლიის მკვლევარი" პირველ რიგში რასელის მიერ გამოცემული ჟურნალის მკვლევარი და ხელმომწერი ხდებოდა.
1881 წელს პიტსბურგში რეგისტრირებული იყო არაკორპორაციული ორგანიზაცია "პენსილვანიის სიონური საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება", ხოლო 1884 წლის 13 დეკემბერს ის რეგისტრირებული იყო, როგორც კორპორაცია. უკანასკნელი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების დაბადების ოფიციალურ თარიღად. 1896 წელს მისი სახელწოდება ცოტათი შეიცვალა; კორპორაციას ეწოდა "პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება" (16, 225). ჩარლზ ტ. რასელი გარდაც-ვალებამდე მისი უცვლელი პრეზიდენტი იყო.
1881 წელს რასელმა დაწერა წიგნები - "სულის ტაძარი", "საუკეთესო მსხვერპლნი", "საზრდო მოაზროვნე ქრისტიანებისათვის". რაკი ავტორის შეხედულებანი მუდმივად იცვლებოდა, ზოგ წიგნში შეხვდებოდით მტკიცებებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სხვა წიგნებში მისივე გამოთქმულ "ჭეშმარიტებებს". თვით მოძღვარი მოგვიანებით თავის მიმდევრებს უკრძალავდა მისი ადრინდელი ნაწარმოებების კითხვას (15, 42).
1886 წელს ჩ. ტ. რასელმა გამოაქვეყნა პირველი წიგნი სერიიდან - "ათასწლეული ალიონი", რომელსაც მოგვიანებით დასახელება შეუცვალა და "წმინდა წერილის გამოკვლევა" დაარქვა (16, 255). 1889, 1891, 1899, 1904 წლებში გამოვიდა სერიის დანარჩენი ტომები, ხოლო 1917 წელს რასელის სიკვდილის შემდგომ გამოიცა "გამოკვლევის" მეშვიდე ტომი (15, 43). ეს წიგნები იეღოვას მოწმეების სარწმუნოებ-რივი ფორმირების საფუძველი გახდა.
თვით ჩ. ტ. რასელი თავის ქმნილებებს ძლიერ აფასებდა და ბიბ-ლიაზე უფრო მაღალ საფეხურზე აყენებდა. ის წერდა: "რაკი "წმინდა წერილის გამოკვლევის" ექვსი ტომი პრაქტიკულად არის ბიბლია, თემატურად დალაგებული, სისტემის სახით მოცემული ბიბლიური მტკიცებებით, ამიტომ ჩვენ უფლება არა გვაქვს ამ ტომებს დავარქვათ "ბიბლია მოწესრიგებული ფორმით", რადგანაც პრაქტიკულად ეს არის სახელდობრ ბიბლია და არა მისი კომენტარები. ამასთანავე, ჩვენ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბიბლიის შესწავლის დროს ვერ იგებენ საღვთო განგებულებას, ასევე ვხვდებით ისეთებსაც, რომელთაგან რომელიმე თუკი „წმინდა წერილის გამოკვლევას" გვერდზე გადადებს მას შემდეგ, რაც იყენებდა, ეცნობოდა ან ათი წლის მანძილზე კითხულობდა მას, და კვლავ ბიბლიას დაუბ-რუნდება, ჩვენი გამოცდილება უჩვენებს, რომ ორი წლის შემდეგ ის წყვდიადში მოექცევა. მეორე მხრივ, თუკი ადამიანი ძირითადად კითხულობდა "გამოკვლევებს" თავისი კომენტარებით და არ წაუკითხავს ბიბლიის არცერთი გვერდი, ორი წლის შემდეგ აღმოჩნდება სინათლეში, მასთან იქნება წმინდა წერილის ნათელი". (სკ. 15. 09. 1910, გვ. 289, ციტ. 13, 72).
მოვიყვანთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც რასელმა "ბიბლიის საგ-ულდაგულო გამოკვლევის" შედეგად გააკეთა:
"მესია მეორედ მოვიდა ზუსტად 1874 წლის ოქტომბერში... და ამ დროიდან ღვთის განგებულებასთან სრული ჰარმონიით მიმდინა-რეობს დიადი დღის ბრძოლისათვის (ანუ არმაგედონისათვის - რედ.) მოსამზადებელი კამპანია, რომელიც დადგება 1914 წელს. იმავე წელს დამთავრდება კერპთაყვანისმცემლების დროება" (Russel Ch. T. Wyklady Pisma Svietago, Vol. III, P. 131. ციტ. 12, 26).
"უფალი ჩვენთან იქნება 1874 წლიდან 1914 წლის ჩათვლით. ეს არის მკის პერიოდი, ე.ი. დრო, როცა მისი ერთგული მიმდევრები შეგროვდებიან, რის შემდეგაც მოხდება თანამედროვე ინსტიტუტების ნგრევა, როგორც მზადება ახალი სასუფევლისათვის... ღვთის სასუფევლის მიწიერი ნაწილი დაიწყება 1914 წელს და ძირითადად ძველი აღთქმის აღმდგარი წმინდანებისაგან იქნება წარმოდგენილი - იოანე ნათლისმცემლიდან დაწყებული აბელამდე: აბრაამი, ისააკი, იაკობი და ყველა წინასწარმეტყველი... ისინი მოემზადნენ და გახდნენ ღირსი, რათა მიწიერი მინისტრები ყოფილიყვნენ" (Russel Ch. T. Wyklady Pisma Svietago, Vol. IV, P. 90, 99. ციტ. 12, 27). "ბრძოლის ბოლო დღის", ანუ არმაგედონის თარიღის განსაზღვრისას რასელი ხაზს უსვამდა, რომ თვითონ კი არა, "ღმერთი განსაზღვრავს დროს ზუსტად, იდეალური სიზუსტით და ამიტომაც ეს საკითხი ღვთის მათემატიკური სიზუსტით არ შეიძლება გამონაკლისი იყოს" (Russel Ch. T. Wyklady Pisma Svietago, Vol. III, P. 131, ციტ. 12, 27). ზემოთ მოყვანილის შემდეგ საკმაოდ უცნაურია "საგუშაგო კოშკის" თანამედროვე ავტორების მტკიცებები იმის შესახებ, რომ რასელის მიმდევრებს შორის "იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დაასკვნეს, რომ 1914 წელს დადგება ამ ქვეყნის დასასრული" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 24). ამ დასკვნამდე მივიდნენ არა მოძღვარ რასელის გზააბნეული მიმ-დევრები, არამედ თავის თაყვანისმცემლებს შორის ამ იდეებს თვითონ რასელი ავრცელებდა. ამიტომ "საგუშაგო კოშკის" 1994 წლის 1 მაისის ნომრის მტკიცებები შეიძლება მხოლოდ გადაბრალების მცდელობად შეფასდეს. 1893 წელს ჩიკაგოში შედგა "ბიბლიის მკვლევრების" პორველი ნაციონალური კონგრესი (ასე უწოდებდნენ მაშინ "იეღოვას მოწმეებს"), რომელზედაც ზოგიერთმა დელეგატმა გააკრიტიკა რასელის დოქტრინები და მეთოდები, რომლებსაც იგი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას იყენებდა. საპასუხო სიტყვაში მოძღვარმა მის წინააღმდეგ გამოსული პირები "სატანის აგენტებად" გამოაცხადა და საზოგადოებიდან მათ გაძევებას მიაღწია (15, 44). 90-იანი წლებიდან დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მუშაობა. თვით რასელმა "არაერთხელ იმოგზაურა კანადაში, მოხსენებით გამოვიდა პანამაში, იამაიკასა და კუბაში. რამდენჯერმე საქადაგებლად იმოგზაურა ევროპისა და მსოფლიოს გარშემო. 90-იან წლებში ევროპაში გაიგზავნა ადოლფ ვებერი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა და ამავდროულად წირვებს ატარებდა საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ბელგიაში. კარიბის ზღვის ქვეყნებში ე.ჯ. კაუარდი ჩავიდა. 1912 წელს რობერტ ხალისტერი დაინიშნა აღმოსავლეთში" (სკ, 1. 05. 1994 წ. გვ. 15). საქადაგებელი მოღვაწეობის გაფართოების მიზნით 1909 წელს "ბიბლიის მკვლევრებმა" შექმნეს ნიუ-იორკის "სახალხო მქადაგებლე-ბის ასოციაცია", რომელიც იყო პენსილვანიის კორპორაციის შვილობილი ორგანიზაცია. ასოციაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკის რაიონში - ბრუკლინში დაარსდა. 1956 წლიდან მას უწოდებენ "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას" (16, 226). (გაგრძელება იქნება...)
(1) ამჟამად ეს ქალაქი აღარ არსებობს, პიტსბურგს შეუერთდა, რო-მლის გარეუბანიც იყო.
(2) პრესვიტერიანობა - კალვინიზმის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა, პრესვიტარიანელები უარყოფენ ჯვრის გამოსახულებას, ლიტურგიას, კითხულობენ მხოლოდ საკუთარ ლოცვებს. პრესვიტერს საზოგა-დოების წევრები ირჩევენ. ადგილობრივი საზოგადოებები გაერთიანე-ბულია საოლქო და სახელმწიფო კავშირებში.
(3) კონგრეგაციონალიზმი - კალვინიზმის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თავისებურება ის არის, რომ სარწმუნოების საკითხებში ცალკეული კონგრეგაცია (საზოგადოება) აღიარებს მხოლოდ თავის ავტორიტეტს.
(4) ახალგაზრდა ქრისტიანული ასოციაცია (YMKA).
(5) ადვენტისტების სექტა დაარსდა 1833 წელს აშშ-ში უ. მილერის მიერ, რომელიც 1943 წლისათვის სამყაროს დასასრულს ქადაგებდა. როდესაც წინასწარმეტყველება არ ასრულდა, გამოცხადდა, რომ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღია 1944 წელი. მორიგი მარცხის შემდეგ სექტა რამდენიმე ჯგუფად გაიყო, რომელთაგან ზოგიერთმა "ბიბლიური გამოთვლები" შეწყვიტა, სხვები კი "აზუსტებდნენ", რომ სამყაროს დასასრული 1874 წელს მოხდებოდა.
(6) როგორც ჩანს, "მეორე ადვენტისტები" - "ადვენტისტების მეშვიდე დღის" ერთ-ერთი ჯგუფის ადგილობრივი დასახელებაა, რომელიც უარყოფს წმინდა სამებას, საიქიო ცხოვრებას, სულის არსებობას და ა.შ.
(7) წინასწარი განსაზღვრა (ბედისწერა, დანიშნულება) - კალვინიზმის ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინაა, რომლის მიხედვით ხალხის ერთი ნაწილი თავიდანვე გადარჩენისათვის არის განსაზღვრული, მეორე ნაწილი კი - მუდმივი ტანჯვისათვის.
(8) როგორც ჩანს, ნ. ბარბოუერი განეკუთვნება ადვენტისტების და-ჯგუფებას, რომელმაც ქვეყნის დასასრული 1844 წლიდან გადასწია 1874 წლისათვის, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ის "უხილავად" მოხდა.
(9) 1909 წელს ჟურნალის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "სიონის". 1939 წელს სიტყვები "ქრისტეს დასწრება" შეცვალეს სიტყვებით "ქრისტეს მეუფება", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალმა მიიღო ახლანდელი სახელწოდება "საგუშაგო კოშკი იუწყება იეღოვას მეუფებას". იხ. Jehova's Witnesses in the Divine Purpose, Brooklyn WTB&TS 1959 - P. 22 note "m" (16, 225).
(10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრა-ქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიო-გრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯე-როდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).
(11) ჯ. რუტერფორდმა, როგორც ჩანს, გვერდი აუარა იესოს სიტყვებს "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10, 18) და წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცებას "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!" (იხ. 14, 12). ბიბლიის მიხედვით ეს ადამიანის შეცოდებამდე მოხდა (შესაქმე 3).
(12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქა-ტოლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო.
(13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება.
(14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არ-სებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაედ-გინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინარე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს.
(15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კონ-გრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში.
(16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის სა-ზოგადოება" და მისი წევრები.
(17) ვ. შნელი გერმანიაში დაიბადა. 1921 წელს ბიბლიის მკვლევრებ-თან ერთად მოინათლა. აქტიური მუშაობისათვის იგი ბრუკლინში მიიწვიეს, სადაც 1927 წლიდან 1954 წლამდე პასუხსაგებ თანამდე-ბობაზე იმყოფებოდა. ხანგრძლივი სულიერი ძიებების შედეგად შემდგომში დატოვა საზოგადოება და 1959 წელს გამოსცა ავტობიო-გრაფიული წიგნი - "13 წელი - საგუშაგო კოშკის მონობაში" (იხ. 12, 32).
(18) 2014 წელს იეღოვას მოწმეების წარმოდგენით სრულდება 100 წე-ლი "ქრისტეს უხილავი მოსვლის" მომენტიდან. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ "სულით ცხებულთა" შემცირების ტემპები (თუ ფალ-სიფიცირებული არ არის). თუ ჩავთვლით, რომ 10 წლის განმავლობაში კვდება 1000 "ცხებული" (იხ. ცხრილი "ნარჩენი"), მაშინ ამჟამინდელი მათი რაოდენობა - 8681 შემცირდება და 10-15 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული უხუცესი დარჩება.
(19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცელ-დება.
(20) ანგარიშში არის ეს ციფრი. შესაძლებელია, აქ "საგუშაგო კოშკის შეცდომა იყოს".