კითხვა: ვინაიდან შევეხეთ დიალოგის თემას, მინდა გკითხოთ რას ფიქრობთ არამართლმადიდებლებთან დიალოგის შესახებ?
პასუხი: ეს უზარმაზარი თემაა და პასუხად შეიძლება მთელი წიგნი დაიწეროს. მოკლედ კი გეტყვით, რომ ჩვენ, როგორც მართლმა-დიდებლებს, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ რომის კათოლიკებთან დიალოგის დასკვნებს. ბალამანდის ტექსტი, რომელიც ოფიციალურ სამუშაო ტექსტადაა მიჩნეული, საქმეში გამოიყენება, როგორც საბოლოო თანხმობა მართლმადიდებლებისგან. რომის კათოლიკურ ეკლესიაში მას იღებენ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას, თითქოს „ის სიმდიდრე, რაც იესო ქრისტემ თავის ეკლესიას დაუტოვა - აღმსარებლობა მოციქულთა მრწამსისა, მონაწილეობა ერთსა და იმავე საიდუმლოებებში, განსაკუთრებით კი ერთიან სამღვდელო საიდუმლოში და ქრისტესადმი ერთიანი მსხვერპლის შეწირვა, ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობა" - მათი ეკლესიის კუთვნილებაც არის. ასევე არ შეგვიძლია დავე-თანხმოთ არაქალკედონიტებთან დიალოგის შედეგებს. როგორც ათონის მთის წმიდა კინოტის ნაშრომიდან „შენიშვნები მართლ-მადიდებელთა და არაქალკედონიტთა შორის დიალოგის შესახებ, 1996" ჩანს, მართლმადიდებლებმა პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, მიუხედავად IV, V, VI და VII მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებისა და ჩვენი ეკლესიის უდიდესი ღმერთშემოსილი მამების - ფოტიუს დიდის, იოანე დამასკელის, მაქსიმე აღმსარებლის, სოფრონ იერუსალიმელისა და სხვათა აზრის საწინააღმდეგოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაქალკედონიტებს აქვთ მართლმადიდებლუ-რი ქრისტოლიგია. ანდა რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს დიალოგს ანგლიკანებთან, რომლებიც მოციქულთა განჩინების მიუხედავად ეპისკოპოსებად და მღვდლებად ხელს დაასხამენ ქალებს? როცა უშვებენ და აკურთხებენ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებებს და სხვა ეთიკურ გადახრებს? თუმცა, როგორც ცნობილია, ამ თემასთან დაკავშირებულმა საკითხებმა თვით ანგლიკანებშიც კი გამოიწვია დიდი მღელვარება და გახდა განხეთქილების მიზეზი.
კითხვა: თქვენი აზრით, უმჯობესი ხომ არაა დათმობა იმ საკით-ხებში, სადაც დოგმატური განსხვავება მცირეა?
პასუხი: ჯერ ერთი მრწამსის საკითხებში მცირე განსხვავებაც დი-დია. განა ზემოთ აღნიშნული დათმობები კათოლიკეებთან და არაქალკედონიტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არ არის და არ გახდება დოგმატური მინიმალიზმის საფუძველი? ვშიშობ, რომ ამ დიალოგებში მონაწილეობა მართლმადიდებელთა უდიდესი შეცდო-მაა, რადგან სანახევროდ მოხდა იმის აღიარება, რომ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს, არამედ ერთ ეკლესიას ჩვენ წარმოვადგენთ რომის კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან და არაქალკედონიტებ-თან ერთად. ვშიშობ, რომ არამართლმადიდებლებთან დიალოგი დაფუძნებულია სწორედ ამ ეკლესიოლოგიურ ერესზე. შემთხვევითი არ არის, რომ არაქალკედონიტები თავის თავს აღარ უწოდებენ მონოფიზიტებს ან აღმოსავლელ ქრისტიანებს, არამედ აღმოსავლელ მართლმადიდებლებს. ხოლო ჩვენი ეკლესია წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი ოჯახი მართლმადიდებელთა ორი ოჯახიდან, მაშინ როცა მეორე მართლმადიდებლურ ოჯახს წარმოადგენენ არაქალკედონიტები. ჩემი მდაბალი მოსაზრებით, ეს ეკლესიო-ლოგიური ერესი უნდა დაიგმოს, რათა არ შეიბღალოს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია.
ჩვენ ყოველთვის ვრჩებით მე-19 საუკუნის კონსტანტინეპოლის ღვთივსულიერი კრებებისა და, რა თქმა უნდა, 1895 წლის კრების მორწმუნეებად. ამ კრებებმა სწორად განაცხადეს, რომ პაპისტური ეკლესია განუდგა სახარებისეულ სარწმუნოებას, რომელსაც უმწიკ-ვლოდ ინახავს მართლმადიდებელი ეკლესია და მხოლოდ ის წარმოადგენს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.
კითხვა: ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ თქვენი პირადი მოსაზ-რება ხომ არაა?
პასუხი: ის, რომ ზემოთქმული არ წარმოადგენს ჩემს პირად მოსაზ-რებას და არც მხოლოდ წმიდა მთის ბერ-მონაზონთა აზრს, მტკიცდება იმ კრიტიკით, რომელიც გამოხატა ბალამანდის შეთანხმების მიმართ ელადის ეკლესიის წმიდა სინოდმა (იხ. „ეკლესიასტიკი ალითია" (ეკლესიური ჭეშმარიტება, 16.01.1995)), ელადის ეკლესიის დოგმატუ-რი და კანონიკური საკითხების კომიტეტმა წმიდა სინოდისადმი რეკომენდაციაში არაქალკედონიტებთან დიალოგის შესახებ, ასევე მრავალმა გამოჩენილმა იერარქმა და პროფესორმა. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა"