xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №4 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №4 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
24-09-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩვენი ცხოვრების გზა ვრცელ ზღვაზე ცურვას წააგავს. ამ ზღვაზე ხან სიმშვიდეა, ხან ზურგის ქარი უბერავს, მაგრამ უფრო ხშირად ქარიშხალი ბობოქრობს. ქარიშხლის მოახლოების ან მისი მძვინ-ვარების ჟამს ნუ შევშინდებით, ნუ შეგვიპყრობს ურვა და სასოწარ-კვეთა, ვებრძოლოთ ტალღებსა და პირქარს, თორემ სულის ხომალდი შეიძლება შეიმუსროს და ჩაიძიროს კიდეც. თუ ქარიშხლის დროს გემზე რაიმე გატყდა ან დაზიანდა, ნურც მაშინ შევშინდებით, მყუდრო ნავსაყუდელი მოვძებნოთ და შევაკეთოთ, მერე კი ყოვ-ლადძლიერ ღმერთს მივანდოთ თავი და განვაგრძოთ ცურვა. ღმერთი არ მიატოვებს მისდამი მსასოებელს, თვით ქარიშხლებიც კი შეეწევიან ქრისტეს ერთგულ მონას და გამოცდილ მეზღვაურად აქცევენ მას.

  ნავსაყუდელი, სადაც სულის ხომალდის შეკეთება შეიძლება, არის ლოცვა შემუსრვილი გულით, წმ. წერილისა და მამათა სწავლებების კითხვა, მოყვასის რჩევა, თუკი მას ძალუძს ღმრთივგანბრძნობილი რჩევის მოცემა. დამშვიდდი, ხომ ამბობს წმ. წერილი: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა" (იაკ. 1, 12). გარდასული ქარიშხლები დაე მომავალი ქარტეხილების გამოცდილებად გამოგად-გეს - წინასწარ განსაჯე, როგორ უნდა მოიქცე იმ დროს, და მოემზადე. ქარტეხილები კი უეჭველად მოგელის! ყოვლად ბრძენმა უფალმა დაგვიწესა, რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე, 14, 22) - სასუფეველსა, რომელიც დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ განცხრომისადმი უსჯულო ლტოლვის გამო. ჩვენ ყველანი, ჩვენი წინაპრების მსგავსად, მიდ-რეკილნი ვართ კადნიერად გავიწვდინოთ ხელი კეთილისა და ბოროტის ცნობის ხის აკრძალული ნაყოფისაკენ, მიდრეკილნი ვართ ნივთიერი ნუგეშინისცემისაკენ, ადვილად ვტყუვდებით სულიერი განსჯისა და სათნოების აჩრდილით, რომლის ნიღაბქვეშ ჩვენი წარმწყმედელი ბოროტება იმალება. მწუხარება კი ტკბობის საპირის-პიროდ მოქმედებს - აბრკოლებს დაცემას და შეეწევა აღდგინებას, ამიტომაა იგი აუცილებელი ჩვენი ცხოვნებისათვის, ამიტომ წარუძღვა უფალი თავის სამწყსოს საუკუნო ნეტარების ქვეყანაში მწუხარებათა გზით. ხოლო მას, ვინც გაურბის მწუხარებებს, მაცხოვარი ეუბნება: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მთ. 10, 38).

   უფალი შენთანა. იმედი მაქვს, გნახავ და გეტყვი იმას, რასაც ღმერთი მომმადლის შენი სულის განსამტკიცებლად, უფლის საძიებლად რომ გამოვიდა სოფლიდან. ზამთარი ალბათ ბაბაევოს მონასტერში მომი-სწრებს - კარგი იქნება, გაზაფხულსაც აქ შევხვდე. თუმცა, როგორც ღმერთი ინებებს. ილოცე ჩემთვის! (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული" 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine