კითხვა: რა სასწაულები აღასრულა იესო ქრისტემ?
პასუხი: იგი თვალის დახამხამებაში კურნავდა განუკურნებელი სნე-ულებებითა და ეშმაკეულებით შეპყრობილებს - მხოლოდ ერთი სიტყვით ან ხელის შეხებით, და მის სამოსელზე მათი შეხებითაც კი. ერთხელ ხუთი პურით, მეორედ კი შვიდი პურით მან უდაბნოში რამდენიმე ათასი ადამიანი დააპურა. დადიოდა წყალზე და სიტყვით აცხრობდა ქარბუქს, აღადგენდა მკვდრებს, კერძოდ, აღადგინა ნა-ინელი ქვრივის ვაჟი, იაიროსის ასული და ლაზარე. ეს უკანასკნელი - სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ. (გაგრძელება...)