კითხვა: კიდევ რა დიდი სახელით მიაგებს პატივს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მართლმადიდებელი ეკლესია?
პასუხი: სახელწოდებით - ღვთისმშობელი.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვნახოთ ამ სახელის დასაბამი წმინდა წე-რილში?
პასუხი: ეს სახელი აღებულია ესაია წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვებიდან: "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწ-ოდიან სახელი მისი ემმანუილ" (ესაია, 7, 14).
ასევე, მართალი ელისაბედი ყოვლადწმიდა ქალწულს უწოდებს უფ-ლის დედას: "ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლის ჩემისაჲ ჩემდა" (ლუკა, 1, 43). (გაგრძელება...)