კითხვა: რატომ არის, რომ სარწმუნოების სიმბოლოში, მას შემდეგ, რაც ნათქვამია: ჴორცნი შეისხნა, დამატებულია, რომ იგი განკაცნა?
პასუხი: იმიტომ, რომ ვინმემ არ იფიქროს, თითქოს ძე ღვთისამ მი-იღო მხოლოდ ხორცი, ანუ სხეული, არამედ აღიარონ მასში სხეულისა და სულისგან შემდგარი სრული კაცი.
კითხვა: ამოწმებს თუ არა ამას წმინდა წერილი?
პასუხი: პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: "ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთა, კაცი იესუ ქრისტე" (1 ტიმოთ. 2, 5). (გაგრძელება...)