კითხვა: ნამდვილად სწამდათ ძველი დროის ადამიანებს მომავალი მაცხოვრის?
პასუხი: არცთუ ბევრს. ადამიანთა უმეტესმა ნაწილმა დაივიწყა ღვთის აღთქმა მაცხოვრის შესახებ.
კითხვა: ხომ არ იმეორებდა შემდგომში ღმერთი ამ აღთქმას?
პასუხი: არაერთხელ. მაგალითად, აბრაამს მან მაცხოვრის შესახებ აღთქმა მისცა შემდეგი სიტყვებით: "იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (და-ბადება, 22, 18).
იგივე აღთქმა შემდგომში მან გაუმეორა დავით წინასწარმეტყველს: "აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, ... და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე" (მეორე მეფეთა, 7, 12, 13). (გაგრძელება...)