კითხვა: რატომ კვდება ყველა და არა მხოლოდ პირველი ადა-მიანები?
პასუხი: იმიტომ, რომ ყველანი დაიბადნენ ცოდვით შერყვნილი ადამისგან, და თვითონაც ცოდავენ. როგორც მოწამლული წყაროს სათავიდან ბუნებრივად მოედინება მოწამლული წყლის ნაკადი, ასევე - კაცობრიობის მამამთავრისგან, რომელიც ცოდვით არის შერყვნილი და ამიტომ მოკვდავია, წარმოიშობა ცოდვით შერყვნილი და ამიტომ მოკვდავი შთამომავლობა.
კითხვა: რა წერია ამის შესახებ წმინდა წერილში?
პასუხი: "ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომაელ. 5, 12). (გაგრძელება...)