კითხვა: ნუთუ, სულიც შეიძლება, მოკვდეს, როგორც სხეული?
პასუხი: შეიძლება, მოკვდეს, მაგრამ არა ისე, როგორც სხეული. რო-დესაც სხეული კვდება, კარგავს გრძნობადობას და იხრწნება; სული კი, როდესაც ცოდვით კვდება, კარგავს სულიერ ნათელს, სიხარულს და ნეტარებას, მაგრამ არ იხრწნება და საბოლოოდ არ ნადგურდება, არამედ რჩება წყვდიადის, წუხილისა და ტანჯვის მდგომარეობაში. (გაგრძელება...)