კითხვა: რა გამოგვიცხადა ჩვენ სამყაროს შექმნის შესახებ წმინდა წე-რილმა?
პასუხი: თავიდან ღმერთმა არაფრისგან შექმნა ცა და ქვეყანა. ქვეყანა იყო უხილავი და განუმზადებელი (ცარიელი). შემდეგ ღმერთმა თან-დათან შექმნა:
პირველ დღეს - ნათელი.
მეორე დღეს - სამყარო, ანუ ხილული ცა.
მესამე დღეს - წყლის შესაკრებლები (ზღვები) დედამიწაზე, ხმელე-თი და მცენარეები.
მეოთხე დღეს - მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს - თევზები და ფრინველები.
მეექვსე დღეს - ხმელეთზე მცხოვრები ოთხფეხა ცხოველები; დაბო-ლოს, ადამიანი. ადამიანის შექმნით ქმნა დასრულდა, და მეშვიდე დღეს ღმერთი დაცხრა ყველა თავის საქმეთაგან. აქედან, მეშვიდე დღე წოდებულია შაბათად, რაც ებრაულიდან ნიშნავს შესვენებას (დაბა-დება, 2, 2). (გაგრძელება იქნება...)