კითხვა: რატომ არიან ანგელოზნი ბოროტნი?
პასუხი: ისინი შექმნილნი არიან კეთილად, მაგრამ დაარღვიეს ღვთის წინაშე სრული მორჩილების ვალდებულება და ამგვარად განეშორნენ მას, და ჩავარდნენ თავისმოყვარეობაში, ამპარტავნებასა და ბოროტებაში.
იუდა მოციქულის გამოთქმით, ესენი არიან "ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუ-ტევეს სამკჳდრებელი მათი" (იუდა, 1, 6). (გაგრძელება იქნება...)