კითხვა: რას ნიშნავს მრწამსის სიტყვები: შემოქმედი ცათა და ქუე-ყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა? ეს სიტყვები წმიდა წერილიდან ხომ არ არის აღებული?
პასუხი: იმას, რომ ყოველივე მის მიერ არის ქმნილი და არაფერი შეიძლება იყოს მის გარეშე.
დიახ, ასეა. წიგნი "დაბადება" იწყება სიტყვებით: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ".
პავლე მოციქული იესო ქრისტეს, ძე ღვთისას შესახებ ამბობს: "რა-მეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა" (კოლასელ. 1, 19). (გაგრძელება იქნება...)