კითხვა: თუკი ღმერთი ყველგან არის, მაშ, როგორღა ამბობენ, რომ ღმერთი ზეცაშია ან ტაძარშია?
პასუხი: ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ზეცაში არის მისი განსაკუ-თრებული მყოფობა, რომელიც მარადიულ დიდებაშია გამოვლენილი ნეტარი სულით; ტაძრებშიც, ასევე, მის განსაკუთრებულ, მაგრამ სხვა სახის მყოფობას აქვს ადგილი მადლის მომფენელს და იდუმალს, რაც მორწმუნეების მხრიდან შეიცნობა და შეიგრძნობა კეთილი კრძალვით და ზოგჯერ სასწაულებრივი ნიშნებით ვლინდება.
ისეო ქრისტე ბრძანებს: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე, 18, 20). (გაგრძელება იქნება...)