კითხვა: შეიძლება თუ არა წმინდა წერილიდან იმის ჩვენება, რომ სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს ღმერთის რწმენა?
პასუხი: პავლე მოციქული წერს: "თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესა-ძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სას-ყიდლის მიმცემელ ექმნების" (ებრაელ. 11, 6).
მოციქული ქრისტიანებში სარწმუნოების მოქმედებას გამოხატავს მათთვის ღვთის მიმართ ლოცვაში: "რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდი-დრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა" (ეფეს. 3, 17, 18). (გაგრძელება იქნება...)