კითხვა: საიდან არის აღებული კრებების მოწყობის წესი?
პასუხი: მოციქულების მაგალითიდან; ისინი იერუსალიმში იკრიბე-ბოდნენ (იხ. საქმე მოციქულთა, თავ. 15). ამას ემსახურება, აგრეთვე, თვით უფლის, იესო ქრისტეს გამოთქმა, რომელიც ეკლესიის განწესებებს ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ვინც მათ გარდავა, აღმოჩნდება მადლსმოკლებული, როგორც წარმართი. ხოლო საშუ-ალება, რომლითაც მსოფლიო ეკლესია თავის განწესებებს (განჩი-ნებებს) გამოთქვამს, არის სწორედ მსოფლიო საეკლესიო კრება.
"უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათე, 18, 17). (გაგრძელება იქნება...)