კითხვა: სახელდობრ, რა სიტყვებით არის გადმოცემული ეს სწავ-ლება?
პასუხი: შემდეგი სიტყვებით:
1. მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
2. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლი-საგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა;
3. რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს გარ-დამოხდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა;
4. და ჯუარს-ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა;
5. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა;
6. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა;
7. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;
8. და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მა-მისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ;
9. ერთი წმიდაჲ, კათოლიკჱ და სამოციქულო ეკლესიაჲ;
10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა;
11. მოველი აღდგომასა მკუდრეთით;
12. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ. (გაგრძელება იქნება...)