ჩვენს დროში გარემომცველი ამქვეყნიური საგნების მძიმე, მკვდარი ტვირთის გამო, ზეცისკენ მზერის მიპყრობა ძალიან მძიმეა. მაგრამ თვით მცირე ბრძოლის დროსაც კი, თუკი ის მუდმივად ხორცი-ელდება, ადამიანს ცხოვრებაზე ამქვეყნიურისაგან განსხვავებული თვალსაზრისისა და მოქმედების სრულიად სხვა გზის ჩამოყალიბება ეწყება. ნებისმიერი სულიერი აქტივობა, რომელიც ჩვენი დროის პირობებში შეიძლება გამოვლინდეს ანუ ნებისმიერი მართლმადი-დებლური მისიონერული მოღვაწეობა, მოციქულობა და ა.შ. ცხოვ-რების ასეთნაირად აღქმაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ის დაფ-უძნებული უნდა იყოს იმაზე, რომ პირველ რიგში განვსაზღვროთ, რა უნდა ჩვენგან ღმერთს. ე.ი. ვიყურებოდეთ ზემოთ, ამაღლებულ მხარეს, ანუ მოვიქცეთ ისე, როგორც წმინდა მამები გვასწავლიდნენ და მხოლოდ მეორე რიგში - ქვემოთ, ანუ გვაინტერესებდეს პრაქტიკული საშუალებები, ფინანსური პრობლემები, თვით ისეთი რამეც კი, როგორიცაა ავადმყოფობა, იმიტომ რომ ავადმყოფობანი ყოველთვის ჩვენივე სიკეთისათვის გვეგზავნება და ჩვენ მათგან სარგებლობის მიღება უნდა ვისწავლოთ. მას კი, ვინც ამგვარად ფიქრსა და მოქცევას ვერ შეძლებს, ტვირთი ქვემოთ ჩაითრევს, განსაკუთრებით კი - ჩვენს დღეებში. ხოლო თუკი ადამიანი უკან მიიხედავს და პირველ რიგში ადამიანებს დაუწყებს ყურებას, ის დაინახავს, რომ მათ შორის 99%-ს მისი ქვემოთ ჩათრევა უნდა, იმიტომ რომ მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და მათი პრობლემები და აღსარებები მას მძიმე ტვირთივით დაქაჩავს ქვემოთ. თუ ადამიანისათვის ცხოვრების ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, მაშინ ის მას უბრალოდ უკან გათრევას დაუწყებს და ვერ შეძლებს, რომ ადამიანები ზეცისკენ წაიყვანოს. ამიტომ, რასაკვირველია, მღვდელს ან ნებისმიერი სახის სულიერ მოძღვარს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი უნდა მიჰყავდეს ზეცისკენ, ხოლო შემდეგ კი - სხვები და ამასთან თავისი მზერა იმ სამყაროსკენ უნდა ჰქონდეს მიპყრობილი. ჩვენ საკუთარი თავისთვის ამ სხვა სამყაროს წარმოსახვა და მასზე შეხედულების შედგენა არ გვჭირდება, იმიტომ რომ თავად ვფლობთ ამ საუნჯეს - წმინდა მამათა გონებას, რომელიც ამჟამად ინგლისურენოვანი მკითხველისათვის ნაშრომების სახით უმეტესწილად ხელმისაწვდომია. არცთუ ისე შორეულ წარსულში ჩვენ ისეთი დიდი მამები გვყავდა, როგორებიც იყვნენ: ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი (+ 1867), რომელიც აპოსტასიის ერთ-ერთ ყველა იქ შორსმჭვრეტელს, მამხილებელს და წმინდა მამათა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო განმმარტებელს წა-რმოადგენს. ჩვენთვის აუცილებელია მათი ენის, მათი მსოფლ-მხედველობის გაგება, რადგან მათ მართლმადიდებლობის სინათლე მოაქვთ. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა ყოველდღიურ თუ საუკუნეების მიხედვით ცვლილებებს ვერ შეიწყნარებს. როცა ჩვენ რომაელი კათოლიკეების ან პროტესტანტების სამყაროს ვსწავლობთ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი მათი სასულიერო ნაწერები ძველდებიან, შემდეგ ისინი შეიძლება კვლავ შემოვიდნენ მოდაში, სხვები კი - მოდიდან გადადიან. აშკარაა, ასე იმიტომ ხდება, რომ მიწიერ საგნებთან არიან დაკავშირებულნი, რომლებიც მკითხველის გულს დროის რომელიღაც გარკვეულ პერიოდში, უფრო სწორად კი, დროის სულისკვეთების გულს იგებენ.
ამგვარად არაა საქმე მართლმადიდებელი წმინდა მამების ქმნილე-ბებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩვენ სავსებით ვეზიარებით მართლმადიდებლურ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, ან უბრალ-ოდ, რომ ვთქვათ, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, რომელიც ქრისტესა და მოციქულების მიერ დღევანდელ დღემდე მოგვეცა, მაშინ ყველაფერი თანამედროვე ხდება. მაგალითად, თქვენ წმ. მაკარი დიდის ნაწერებს კითხულობთ, რომელიც IV საუკუნეში ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდა და ხედავთ, რომ მისი ცხოვრების პირობები სხვანაირი იყო. მიუხედავად იმისა, თქვენ გეჩვენებათ, რომ ის უშუალოდ თქვენ მოგმართავთ და თქვენ და ის ერთ ენაზე ლა-პარაკობთ. ისიც იქითკენ მიემართება, სადაც თქვენ მიდიხართ, ისიც ისე უყურებს ირგვლივ მყოფთ, როგორც თქვენ და მასშიც არაფერია თქვენთვის უცხო. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მამებზეც ძველი დროიდან ჩვენს საუკუნემდე, მაგ: - იოანე კრონშტანდტელზე (+ 1908). ისინი ერთი და იგივე ენაზე, სულიერი ცხოვრების ენაზე ლაპა-რაკობენ, რომელსაც ჩვენ უნდა ჩავწვდეთ. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ შეგვიძლია ცხონების გზას დავადგეთ; და უფრო მეტიც, ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვების თანახმად: „მოიხვეჭე მშვიდობის სული და შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან". ჩვენი დასათვლელი არა არის, გადარჩებიან თუ არა ჩვენს ირგვლივ ათასები. ჩვენი საქმეა სიმშვიდის სულის, სულიწმიდის მოხვეჭა, დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ.
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"