ის, ვისაც ეს ყოველივე მხედველობაში აქვს და მუდმივად იღებს სუ-ლიერ საზრდოს, არ იტყვის, რომ ეკლესიაში თანამედროვე სიტუაცია უიმედოა, და რომ უკვე ვეღარაფერს გავაკეთებთ. სინამდვილეში, ჩვენს დროში გზები მოღვაწეობისათვის შეიძლება საკვირველად არაჩვეულებრივი და მოულოდნელი იყოს. ჩვენი აქტიურობიდან თუ რა გამოვა - არ ვიცით. მრავალი შესაძლო ვარიანტი არსებობს. ჩვენ გვმართებს საკუთარი თავი მოულოდნელის მოლოდინს შევაჩვიოთ, ეს კი იმისგან დიდად განსხვავდება, რაც შეიძლება არც ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ იგი ჭეშმარიტი ქრისტიანობის სფეროსა და შესაძლებლობაში ძევს. ამ გზის ხედვა ზეცისაკენ მზერის უნარზეა დამოკიდებული და არა - ქვემოთ ყურების უნარზე.
უშუალოდ ჩვენს წინაშეა მაგალითი ადამიანისა, რომელიც ამ მდგო-მარეობაში მუდმივად იმყოფებოდა. ესაა ჩვენი მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი - მთარგმნ). სრულიად აშკარაა, რომ იგი მუდამ იმ სამყაროში იმყოფებოდა. მე ვიხსენებ, თუ რას ქადაგებდა იგი სულიერი ცხოვრების შესახებ. ის ასე ამბობდა: „ჩვენ იმის მსგავსი არაფერი გვაქვს, რაც ლათინური ეკლესიის გვიანდელი წმინ-დანებისთვის იყო დამახასიათებელი, რომლებიც თითქოს მუდმივად ღრუბლებში, სიტკბოებისა და სინათლის რაღაც სფეროში იმყო-ფებოდნენ. ეს ხიბლია! მთელი ჩვენი სიწმინდე დაფუძნებულია იმაზე, რომ ფეხები მყარად უნდა გვედგას მიწაზე და მასზე ასე ამგვარად მუდმივად მყოფებმა გონება მარადის ზემოთ უნდა მივაპყროთ. სრულიად აშკარაა, რომ მთავარეპისკოპოსი იოანე თავად სწორედ ასეთი იყო. როცა ის ჩვენს მაღაზიაში მოდიოდა, რომელიც ტაძრის გვერდით მდებარეობდა (სან-ფრანცისკოში), მან ყოველთვის იცოდა თუ რა უნდა ეთქვა ახალი და შთამბეჭდავი. მას ყოველთვის ჰქონდა პატარა პორტფელი და ხშირად გახსნიდა და მაგალითად ასე იტყოდა ხოლმე: „ნახეთ - ეს წმ. ალბანის პორტრეტია, აი მისი ცხოვრებაც". ის ამგვარ საგნებს აგროვებდა, მაგ: რუმინელი წმიდანების „ცხოვრებანი" და სხვადასხვაგვარი ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებასთან ან ეპარქიის ადმინისტრირებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა. ზოგიერთს იგი ცუდ ადმინისტრატორად მიაჩნდა. მე მეეჭვება ეს, რადგან ვიცი, რომ როცა ვინმე მას წერილს სწერდა, ის მისგან მალევე იღებდა პასუხს იმავე ენაზე, რომელზეც წერილი იყო დაწერილი. მაშასადამე, იგი ამგვარ საქმეებს ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდებოდა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღებით და მზრუნველობით ეპყრობოდა იმას, რომ მუდმივად იმ სამყაროში ყოფილიყო და მისით მუდმივად აღფრთოვანებულიყო და გამო-ცოცხლებულიყო. საპირისპირო გზას თვით ეკლესიის ერთგვარ საწარმოდ გადაქცევა და იმის სურვილი წარმოადგენს, რომ ყუ-რადღება მიექცეს მხოლოდ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ მხარეს, ან უფრო დაბალს - იმას, რომ ეკლესიის ცხოვრება არა სულისა და ჭეშმარიტების კანონით შენდებოდეს და მიმდინარეობდეს, არამედ ამაქვეყნის კანონებით. თუ მსგავსი რამ დიდი ხნით გამოიყენება პრაქტიკაში, მაშინ რეალობის უმაღლესი მხარე იკარგება. მთავარე-პისკოპოსი იოანე ჩვენ იმის მაგალითს გვაძლევს, მუდმივად როგორ უნდა ვუცქერდეთ რეალობის ამ ამაღლებულ მხარეს, რათ ვიყუროთ ზემოთ და საკუთარი გონება უმაღლესი რიგის საგნებს მივაპყროთ; თქვენ კი რაც მეტად შედიხართ ამ უმაღლეს წესრიგში, მით უფრო რწმუნდებით, რომ სხვა გზა და საშუალებები არ არსებობს. თუკი თქვენ, მართლმადიდებლები, ამგვარ განწყობილებაში იქნებით, მაშინ ადამიანები არანორმლურად ჩაგთვლიან, „შერეკილს" დაგიძახებენ და ა.შ. მაგრამ თუ თქვენ თქვენი საკუთარი, კერძო ცხოვრება გექნებათ და თუ ასე იცხოვრებთ, მაშინ ზეცას მოიპოვებთ. ალტერნატივას წარ-მოადგენს ის, რომ მომაბეზრებელ წუთისოფელში იყოთ დამარხული, რომელიც მთლიანად მექანიზმებით, კომფორტული ხელსაწყოებითა და შეხედულებებითაა აღვსილი. გაკვირვებას იწვევენ, ეს შეხედუ-ლებანი იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა-ცუდი, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, რამდენად არ არიან რე-ალობასთან შეხებაში და კავშირში. ასე, მაგალითად, გავრცელდა შეხედულება (და ეს ეკლესიაში მათთვისაა დამახასიათებელი, რომ-ლებმაც ამაღლებულზე ფიქრი შეწყვიტეს), რომ თითქოს, როცა ტაძარში მიდიხარ, აუცილებლად თბილად უნდა იყო ჩაცმული, იმიტომ რომ თითქოს შეუძლებელია ღვთისმსახურებისათვის თვალ-ყურის მიდევნება და ზიარებისათვის მომზადება, თუკი გაყინული ფეხები გაწუხებს. „ეს დიდი ნაკლოვანებაა - გეუბნებიან ისინი - თუკი თქვენ ფეხები გაგეყინათ, მაშინ არც სულიერი ცხოვრება გექნებათ და არც მადლი". ასეთია შეხედულება და ის აბსულუტურად მცდარია. წმიდა მამები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებში ცხოვრობდნენ და თუმცა საკუთარი თავის გაყინული ფეხებით შეგნებულად ტანჯვა არ გმართებთ, მაგრამ შეიძლება ასეთი ვითარება სასარგებლოდაც გამოგადგეთ და დაგეხმაროთ, რომ სულიერ ცხოვრებას უფრო ფხიზლად მიუდგეთ და ღმერთს მადლობა უძღვნათ იმ მიწიერი სიკეთეებისათვის, რომლებიც შესაძლოა ყოველ წუთში დავკარგოთ და მთელი ეს კომფორტი, სიმყუდროვე და ა.შ. თავისთავად გასაგებად არ ჩავთვალოთ. ჩვენს დროში, ვისაც ეკლესიაში რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ იგი ყურადღებასა და ზეცისაკენ სწრაფვას არ ფლობს, დაკარგავს მოშურნეობის ძალას, სულიერ ინტერესს და ამქვეყნიური გახდება. ამქვეყნიური კი მკვდარს, სულიერად მკვდარს ნიშნავს.
წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს"