xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ვეძებოთ ჭეშმარიტი მიზეზები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ვეძებოთ ჭეშმარიტი მიზეზები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
10-09-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   არსებობს ერთი საინტერესო წიგნი, რომელიც აბბა დოროთეს დროში (VI საუკუნე) წმ. გრიგოლ ტურელის მიერაა დაწერილი - „ფრანკების ისტორია". მასში მოთხრობილია სამეფო კარისა და იმდროინდელი ქრისტიანების ცხოვრების შესახებ. იმ მონარქებს, რომლებიც ამ წიგნში არიან მოხსენიებულნი, სათნოების ნიმუშებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ისინი მუდმივად ერთმანეთს წამლა-ვდნენ. ქალები კი უარესები იყვნენ. ...ვინმე ბრუნგილდა და მისი და ფრედეგუნდა თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების ტახტზე დასმას ესწრაფვოდნენ. რას აღარ აკეთებდნენ, რათა საწადელისთვის მიეღწიათ! ისინი ადამიანებს ცხენის კუდზე აბამდნენ და ათრევდნენ; საზარელი ფიცის გამტეხნი იყვნენ და ცბიერებისა და სიცრუის ფანტასტიკური ბადის მოქსოვა შეეძლოთ, მაგრამ წმ. გრიგოლის (ის მაშინ ცხოვრობდა და თავის ხალხის ისტორიას წერდა) ნაწერი ძალიან შთამაგონებელი იყო. როცა მეფე რაღაცა სისულელეს სჩადის, ხდება მიწისძვრა; თუ ის უსამართლოდ კლავს ადამიანს ან მთელ სოფელს სჯის - იწყება შიმშილობა. წმ. გრიგოლმა იცის, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და რომ ყოველგვარ მოვლენაში ერთგვარი სულიერი აზრია. ის ყოველთვის ხედავს კავშირს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაზე და ხალხის მორალურ მდგომარეობას შორის. ძალიან ცუდი ზნეობრივი მდგომარეობის დროსაც კი მიწისძვრები, შიმშილობა და მისთანანი გვახსენებენ, რომ მეტად უგუნურად ვიქცევით და სწორ გზაზე გვაყენებენ. ჩვენს დროში ისტორიკოსები ამბობენ, რომ აზროვნების ასეთი წესი „უცნაური", „გულუბრყვილო" და „დაუხ-ვეწავია" და რა თქმა უნდა, ჩვენს დროში ამგვარად აზროვნება არავის შეუძლია. მათ ფრიად საინტერესოდ და ჭკუის სასწავლებლად მიაჩნიათ ის, რომ მთელი ეს წარსული ჩვენი დროის პრიზმაში განიხილონ და გაიგონ, თუ როგორ გაიაზრებდნენ სამყაროს ადამიანები. „მაგრამ, - ამბობენ ისინი - ჩვენ, სერიოზული მეცნიერები, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ მიზეზებს უნდა ვხედავდეთ". ისინი კი მათ იმაში ხედავენ, ადამიანი თუ როგორ ჭამდა, საჭმელი თუ როგორ აისახა მის მოქმედებაზე და საქციელზე. მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არა-ჭეშმარიტი, არამედ მეორეხარისხოვანი მიზეზებია. ქრისტიანისთვის კი ჭეშმარიტ მიზეზ-ებს ღვთისა და სულის მოქმედებები წარმოადგენენ. ეს ორი ფაქტორი ქმნის ისტორიას. დანარჩენი ყველაფერი გარეგნული ფაქტორებია: თუ როგორი ხელშეკრულება იყოს ხელმოწერილი ან მასების უკმაყოფი-ლების ეკონომიკური მიზეზები და მისთანანი. აბსოლუტურად მეორეხარისხოვანს წარმოადგენენ. მართლაც, თუ თანამედროვე ისტ-ორიასა და ყველა ამ რევოლუციურ მოძრაობაში ჩავიხედავთ მაშინ აშკარა ხდება, რომ ეკონომიკური ფაქტორები კი არ წარმოადგენენ მის მამოძრავებელ ძალას, არამედ - ადამიანთა სულებში შეღწეული სხვადასხვა იდეები დედამიწაზე სამოთხის აშენების შესაძლებლობის შესახებ. როგორც კი სულში რაიმე იდეა აღწევს, ფანტასტიური ამბები ხდება - იმიტომ რომ ეს სულიერი ფაქტორია. მართალია ეს იდეა ეშმაკისგანაა, მაგრამ ის მაინც სულის სფეროს ეხება. ისტორია კი სწორედ ამ სფეროში ხდება: გარეგნული ფაქტორები სრულებითაც არაფერს ნიშნავს.

   წმ. გრიგოლი ისტორიას სწორი თვალთახედვით უყურებს, რადგან იცის, თუ რა არის პირველმიზეზი ანუ როგორ მოქმედებს ღმერთი მსოფლიოს ისტორიაში და როგორ ეხმიანება სული ამ მოქმედებას. ხილული მოვლენები კი მეორად მიზეზებს წარმოადგენენ. ამიტომ როცა ის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ხედავს (კომეტას ან მზის დაბნელებას), იგი მისი მიზეზების პოვნას ცდილობს. ერთ ადგილას, როცა ის ქალაქ გაულის თავზე ცაში უცნაური ნიშნის შესახებ მოგვითხრობს, გულწრფელად ამბობს: „მე სრულიად ვერ გამიგია, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს". რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მეც-ნიერული თვალსაზრისით ამგვარი მოვლენების წინასწარმეტყველება შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი მთვარის ჩრდილმა გამო-იწვია და ა.შ. მაგრამ წმ. გრიგოლისთვის გაუგებარია. ღმერთმა რატომ გადაწყვიტა ჩვენთვის ეს ნიშანი ეჩვენებინა? რა არის ამის მორალური მნიშვნელობა? წმ. გრიგოლი მუდამ ზემოთ იყურებოდა და არა-ქვემოთ.

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „ნაპერწკალი რომ არ ჩაქრეს" 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine