ტერმინებს მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებაში ყოველთვ-ის უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ისინი მკაცრად აყალიბებენ გარკვეულ განსაზღვრებებს, რომლებიც ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ერეტიკულ აზროვნებას ყოველთვის ახასიათებდა შინაარსობრივი უზუსტობა, ტერმინოლოგიური და აზრობრივი დაბნეულობის შემოღება. სწორედ ამიტომ მსოფლიო კრებების საბო-ლოო განსაზღვრებები - ოროსები მკაცრი, გამოკვეთილი ტერმინებით ყალიბდებოდა. პროფ. ა. ოსიპოვი ლექციებში ხშირად ტერმინებს სრულიად დაუდევრად თავისუფლად იყენებს - ტექსტების შინაარსს ცვლის. ამ სერიოზულ პრობლემას, როგორც უტყუარ ფაქტს შევეხებით წიგნის ამ თავში. ჩვენ თავიდანვე გავამახვილეთ ყურადღება სიტყვებზე "ცხონების შესაძლებლობა" და "ცხონება". გამოვიკვლიეთ, რომ მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. გარდა ამისა, ამ წიგნში გვხვდება ისეთი ტერმინების აღრევის მცდელობა, როგორებიცაა ღვთივსათნო, ღმერთთან შერიგება, მშვიდობა ღმერ-თთან... აღნიშნული ცნებები სულაც არ ჟღერს წმინდა წერილის მცნებების სინონიმებად პროფ. ა. ოსიპივის მსოფლმხედველობაში.
ღვთივსათნო იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი წმინდა ცხოვრების წყალობით და ნებით მიმართულია სინდისის კანონის აღსრულე-ბისაკენ, სამართლიანი ცხოვრებითა და ბოროტებისაგან განშორებით სურს სათნო ეყოს ღმერთს, იყოს საამო ღვთისთვის, ღვთისაგან მო-იპოვოს განსაკუთრებული ღვთისმოშიშება, მადლი. ასეთი ადამიანი ღმერთს ურყევად მიჰყავს ცხონებისაკენ.
ა. ოსიპივის მიერ მითითებულ ტექსტში "საქმე მოციქულთაგან" მო-თხრობილია რომაელი ჯარისკაცის - კორნელი ასისთავის ქრისტესკენ მოქცევის შემთხვევა. თურმე ჯერ კიდევ მოუნათლავის, ეკლესიის წევრი რომ არც არის, აი მის ცხოვრებაში უნდა დავინახოთ რეალური მაგალითი ცხონების გზისა და ამ გზით დადის თურმე ყოველი გულწრფელად ღვთის მორწმუნე ადამიანი. წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს: "ღმერთი არავის უარყოფს, ყველა მორწმუნეს მოუწოდებს თავისკენ", მაგრამ შემდეგ წმინდანი მნიშვნელოვან რამეს განმარტავს - ვინ არის სათნო ღვთისთვის: ის, ვინც არა მარტო მდაბალი და კეთილსინდისიერია, არამედ ვისაც "სათანადო ღვთის შიში გააჩნია".5 ე.ი. ვინც ღმერთს სათნო ეყო და არა მარტო ზნეობრივი ადამიანია.
წმინდა მღვდელმთავარი განგვიმარტავს, თუ რატომ არიან მრავალ-ნი ღვთისთვის სათნო: "იმიტომ რომ არ სურთ" ანუ მათი ნება ეწინააღმდეგება იმ ცხოვრების წესსა და აზრთა წყობას, სახარება რომ გვასწავლის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი ეგოიზმი, თვით-ნებობა, ამპარტავნობა და მისთანანი განგვაშორებს ღმერთს. ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს "მცირე სამწყსოს" გამორჩეულობისა და ცხონების საკითხი, რომლის პასუხს ვპოულობთ მაცხოვრის იგავში მთესველის შესახებ (მათ. 13. 3-23). აქ ადამიანთა ოთხი ტიპის და-მოკიდებულება და ნებელობაა წარმოჩენილი. მათგან მხოლოდ ერთი მეოთხედი აღმოჩნდა ცხონებულთა რიცხვში. სწორედ მათი სულიერი მდგომარეობა აღმოჩნდა ღვთის სიტყვისათვის ნაყოფიერი ნიადაგი. სხვა, დანარჩენი სამი კატეგორიის ადამიანები, წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ისინი არიან, რომლებმაც უარყვეს ქრისტეს სწავლება და წარწყმდნენ, ხოლო წარწყმედის მიზეზი მეტიწილი ადამიანებისა, რომლებმაც ისმინეს ღვთის სიტყვა, არა ღმერთი, არამედ საკუთრივ ადამიანის თვითნებობაა.6 ამიტომ ბრძანა პეტრე მოციქულმა: "და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთო იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?" (1 პეტრ. 4.18.). ამასავე ამბობს პავლე მოციქულიც, რო-დესაც "ხორცთა საქმეებს" ჩამოითვლის. ცდუნებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, აგრეთვე, არა მარტო უზნეობაში მყოფნი, არამედ კერპთაყვანისმცემლებიც, ერეტიკოსებიც და ა.შ. (გალ. 5. 19-21).
პროფ. ა. ოსიპოვს ძალიან არ მოსწონს ე.წ. მართლმადიდებელი ფუნ-დამენტალისტების შეხედულება, რომ მართლმადიდებლურ ეკლესია-ში "მოუნათლავ ადამიანთა უდიდესი ნაწილი დაიღუპება" (გვ. 135).
ამ უდავო ჭეშმარიტებაში ეჭვის დათესვის მიზნით მას მოჰყავს ღირ-სი ისააკ ასურის სიტყვები: "ღმერთმა იმისათვის როდი შექმნა გო-ნიერი არსება, რომ მარადიული მწუხარებისთვის გაიმეტოს". დიახ, ბატონო ა. ოსიპოვ, ამისთვის არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი, არამედ ცხონებისათვის. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეკლესიის უდიდესი მასწავლებლის წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა, რომ ხშირად ”კეთილ და მდაბალ ადამიანებსაც არ სურთ ცხონება.” თავად მაცხოვარი გვა-ფრთხილებს, რომ "ვიწრო და ეკლიანია გზა, სასუფეველისაკენ მი-მავალი, რომ მცირედნი ვლენან მას ზედა", ხოლო უმრავლესობა წარწყმედის ფართო გზით მიდის. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. (გაგრძელება იქნება...)
Редакция "Православного Апологета";
Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви?
Xareba.net - ის რედაქცია
5Св. Иоанн Злотоуст. Беседы на Деяния Святых Апостолов. Беседа XXIII. გვ. 318.
6იხ.Иоанн Злотоуст. Беседы на Евангелие от Матфеа, Репринт. М. 1993. გვ. 441.