ვიდრე ა. ოსიპივის პირველ არგუმენტს განვიხილავდეთ, სადაც ცხონებისათვის ნათლისღება არასავალდებულოდაა მიჩნეული, რა-მდენიმე სიტყვით პავლე მოციქულის სწავლება გავიხსენოთ. თავის ეპისტოლეებში მოციქული ხაზგასმით საუბრობს კაცობრიობის საყ-ოველთაო დაცემულობის, ადამიანის ცოდვილი ბუნების შესახებ. "რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა" (რომ. 3. 23) განურჩევლად ეროვნებისა: "რომელთა შინა ხორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ხორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი" (ეფ. 2.3). აღარ ჩავუღრმავდებით პავლე მოციქულის სწავლებას ამ საკი-თხის შესახებ, ვინაიდან ღმერთსა და ადამიანს შორის შეუთავ-სებლობის ფაქტი მოციქულისთვის უდავო ჭეშმარიტებაა.
ჯვარზე ვნებით მაცხოვარმა ადამიანის ღმერთთან შერიგების საიდ-უმლო აღასრულა (ეფ. 2. 14-16), ცოდვათა მიტევება მიანიჭა კაცობ-რიობას (რომ. 2.25). მაგრამ ადამიანი რომ ღვთის სასუფეველის მკვიდრი შეიქნეს, ღმერთს შეურიგდეს, იესო ქრისტეს მსჯავრის ქვეშ უნდა მოექცეს (რომ. 2. 1-2).
საყოველთაო ცოდვით დაცემულობა ადასტურებს ფაქტს, რომ ქრი-სტეს გარეშე ცხონება შეუძლებელია. ხოლო პავლე მოციქულისთვის "ქრისტეს გარეშე" ნიშნავს რწმენის, ეკლესიის გარეშეს, ვინაიდან არ არსებობს არანაირი სხვა გზა ცხონებისა. ის დახშული იყო ძველი აღთქმის მართლებისთვისაც კი. თავად ძველი აღთქმა, კანონი, წეს-ჩვეულება იყო მხოლოდ წინასახე, აჩრდილი მომავალი ნეტარებისა (ებრ. 9.1). ყოველი ძველაღთქმისეული სწავლება მიუთითებდა ქრის-ტესკენ, ვით მაცხოვრისა და მხსნელისკენ. მაშინდელი მსხვერპლ-შეწირვა და წეს-ჩვეულება "არასადა შემძლებელ არიან ახოცად ცო-დვათა" (ებრ. 19.11), "არამედ მათ შინა კუალად მოხსენებაჲ ცოდვათა წლითი წლად" (ებრ. 10.3).
ამრიგად, ძველაღთქმისეული ცხონების გზა, რომელზეც საუბრობს პროფ. ა. ოსიპოვი თავისი წიგნის მომდევნო თავში - "რატომ შთავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში", - (გვ. 144) უბრალოდ უაზრობაა. ცხონების ასეთი გზა არ არსებობს. პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი სრულყოფილებასა და განწმენდას მხოლოდ ერთადერთი ქრისტეს მსხვერპლით იხვეჭს: "რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმენდილთა მათთვის" (ებრ. 10.14), ანუ მარ-თლმადიდებლურ ეკლესიაში ნათელღებულთათვის. (გაგრძელება იქ-ნება...)
Редакция "Православного Апологета";
Существует ли спасание вне Церкви и где границы Церкви?
Xareba.net - ის რედაქცია