xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მოდერნიზმი » მოდერნიზმი
მოდერნიზმი
31-12-2020, 22:26  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოდერნიზმი

 

   მოდერნიზმი (ძველი ლათინური modernus (modo) - თანამედროვე, ახალი) - ამ ტერმინით ქრისტიანულ სივრცეში შემოჭრილი ერესების, ფილოსოფიური შეხედულებების, მეცნიერული იდეების, კულტურული წარმოდგენების, იდეოლოგიური და სოციალური კლიშეების, ასევე პროგრესის შესატყვისად ქრისტიანობის შეცვლისა და განახლების მიმართულება აღინიშნება.

   მოდერნიზმი გულისხმობს, რომ მოერგო საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმის რევოლუციურ ცვლილებებს. მისი საბოლოო მიზანი აქვს შეაგუოს საზოგადოება იმ აზრს, რომ „სასუფეველი ღვთისა დედამიწაზეა". მოდერნიზმი პრინციპულად უუნაროა პასუხი გასცეს როგორც მარადიულობის, ასევე ყოფით საკითხებს. ის საბოლოო ჯამში ეთანხმება ნებისმიერი სახის ცრუ შეხედულებებს.

   შინაგანი, რელიგიური კუთხით მოდერნიზმი ქრისტიანული დოგმატური ჭეშმრიტებისადმი ეჭვის, ურწმუნოების დამნერგველ მსოფლხედვად უნდა მივიჩნიოთ. ის არ ეფუძნება ეკლესიის დოგმატური სწავლების ჭეშმარიტებას, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი თავი რელიგიურ მსოფლხედველობად წარმოაჩინოს.

   მოდერნიზმი შეგნებულად გაურბის ქრისტიანული ან მეცნიერული კუთხით მის შეფასებას. ის მხოლოდ „განდობილებს" ესაუბრება და მიზნად ისახავს თავისი „საიდუმლოებების" მთელი მსოფლიოსათვის მოხვევას, რაც ძირითადად გამოსდის კიდეც. სხვებისთვის მოდერნიზმი შეუმდგარი მსოფლმხედველობაა, ასეთებს მოდერნიზმი ქრისტიანული სულისკვეთების უქონლობად რაცხავს.

   მოდერნიზმი თავშივე ცდილობს გაექცეს ჭეშმარიტებისა და სიცრუის, დოგმატური განსხვავებების დაფიქსირებას მაგრამ ამ განსხვავებებს ერთი ხელის მოსმით ვერ უგულებელყოფს, ამიტომ შეირჩა შემდეგი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მოხერხებულად ნიღბავს მას შეუიარაღებელი თვალისაგან. არქ. ეპ. თეოფანე პოლტაველი სოფიოლოგიის შესახებ წერდა, რომ ეს „პანეთეიზმის", ანუ შერბილებული „პანთეიზმის" ფილოსოფიაა. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რატომ შეირჩა სწორედ პანთეიზმი - სწავლება ერთდროულად პრიმიტიულიც და წინააღმდეგობრივიცაა? პანთეიზმის თანახმად, თუ რწმენა ნაწილობრივ დაკარგულია, შედეგად მისი დოგმატური ათვლის წერტილიც დაკარგულად უნდა მივიჩნიოთ. პანთეიზმის მეშვეობით ადამიანი შიდა ონტოლოგიური მონოლიტის ქვეშ იკეტება, რაც გამორიცხვს ყოველგვარ ლოგიკურ ან ფაქტობრივ შეცდომას, რომელსაც პანთეიზმი უზრუნველყოფს.

   მოდერნიზმი პიროვნების უკიდურესი ავტონომიზმით გამოირჩევა, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია „ჩემს" გამოცდილებას, შეხედულებას, შემოქმედებით დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ის გაფორმებული ურწმუნოებაა, ამიტომ „მუნჯის ქადაგებად" უნდა მივიჩნიოთ. მოდერნისტები დოგმატურ მნიშვნელობას არც თავის შეხედულებას ანიჭებენ, არც საკუთარ ფუძემდებელი მამების სწავლებას ეკიდებიან პატივისცემით. ისინი მხოლოდ კონკრეტულ მომენტში აქტუალურად მიჩნეულ პირად შეხედულებას აფასებენ. ეს შეუცნობადი „რწმენაა", რომელიც რეალიზებულია არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ამქვეყნიური სულით განხორციელებული.

   მოდერნიზმი არ გახლავთ ერთი ან რამოდენიმე ერესის ერთობა. ის ერესთა ერესად უნდა მივიჩნიოთ. მოდერნიზმი უუნაროა გაარჩიოს ჭეშმარიტება სიცრუისაგან, ამიტომ იძულებულია საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით ზედაპირულად მიიღოს ან უარყოს შე-ხედულება და დოგმა. მას წარმოდგენა არა აქვს შეხედულებათა ჭეშმარიტ სისტემაზე, ამიტომ მისი ყოველგვარი საღვთისმეტყველო სინთეზის მცდელობა ან მონიზმის შემცველია, ან წმინდა წყლის რიტორიკაა.

   მოდერნიზმი ხაზგასმით არ უარყოფს ჭეშმარიტებას. მაშინ ის ერთ-ერთი ერესი იქნებოდა. მოდერნიზმში ადამიანი რეალობას მოკლებულია, ის არარელიგიურია თავის საფუძვლებშივე.

  მოდერნიზმი თავისი მსოფლმხევდევლობის თანახმად სულაც არ არის რელიგიური, ის უბრალოდ „ინტერესდება" რელიგიური პრობლემატიკის სვეტური მისტიციზმის ან ოკულტური კუთხით. ის „რელიგიური ინდეფერენტიზმია", რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და „არასავალდებულო რელიგიურ" ინდივიდუალიზმში გადადის.

 

 

 

 

 

Антимодернизм.ру.

რომან ვერშილო

 Xareba.net - ის რედაქცია



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine