ლიბერალიზმი ღვთისმეტყველებაში ანუ წმ. წერილისა და წმ. გად-მოცემის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების სწავლებაში განსაკუთ-რებული თავხედობით ხასიათდება. ლიბერალის თვალთახედვით ღვთისმეტყველები ყოვლად უსარგებლო, არასრულფასოვანი, არაად-ეკვატური მეცნიერებაა. მოდერნისტ - ლიბერალისთვის ღვთაებრივი ჭეშმარიტება ცვლილებას ექვემდებარება, ის შეფარდებითია, პირო-ბითად სისტემური, პირადი გამოცდილებით ყალიბდება, მისი სა-ფუძვლები არა გონებრივ - მჭვრეტელური, არამედ შეგრძნებითია.
როგორც ცნობილია, მოდერნისტები საღვთისმეტყველო მეცნიერებ-ის მსგავს განზოგადებას უდიდეს მიღწევად მიიჩნევენ, ვინაიდან ის სიტყვასიტყვით ემთხვევა მათ წარმოდგენას ღმერთზე. ყოველივე ეს არ მიიჩნევა ცოდვად და მეტაფიზიკურ კატასტროფად. პირიქით, პრინციპული გაურკვევლობა, რომელიც მოდერნისტებისათვის სულ-იერი ცხოვრებისა და სწავლების ქვაკუთხედია, თავისუფლებად, შემოქმედებითობად, მოძრაობად, ცხოვრებად და პროგრესად აღი-ქმება. ეს კი ხელს აძლევს მოდერნისტ - ლიბერალებს სოფისტიკის განვითარებისთვის.
მოდერნისტები და თანამედროვე ლიბერალები დაეჩვივნენ ყოველ-გვარ ულოგიკო აზროვნებას და დასკვნებს ფაქტების გარეშე. XIX საუკუნის მორალისტ - ადოგმატისტების არგუმენტაცია ასეთია: ყველა შემთხვევაშია საჭირო გარკვეულ დასკვნამდე მისვლა? არა, არა ყოველთვის. ცხოვრება არ არის მკვდარი სილოგიზმი, რომელიც, გინდა თუ არა, მოითხოვს ლოგიკურ დასკვნას.
მსგავსი პათოსით მ. პ. ფლორენსკი ამბობს: ცხოვრება გონივრულ განსაზღვრებებზე გაცილებით უფრო სრულია. ამდენად, ვერც ერთი ფორმულა ვერ დაიტევს მთელი ცხოვრების სისავსეს, ვერ ჩაანაცვლებს შემოქმედებით ცხოვრებას, ყოველწუთიერი და ყოველდღიური სია-ხლის აღქმას.
ლიბერალური სულისკვეთება ღმერთში თავისუფლების საკვანძო საკითხს სხვაგვარად აღიქვამს. აქ სიახლის ძიება, სისტემური მოუ-წესრიგობლობა, ყოველგვარი იერარქიულობისა და კანონის გარეშე „შემოქმედებითი" განვითარება ნორმადაა აღიარებული. ხოლო ქრის-ტიანობა ღრმად იერარქიული, მოწესრიგებული და კანონმორჩილია. ღვთაებრივი თავისუფლება ამკვიდრებს უსრულყოფილეს წესრიგს როგორც უხილავ, ისე ხილულ სამყაროში (წმ. გრიგოლ ღვთისმე-ტყველი). ნებისმიერი სათნო ქმედება ზეგარდამო მოფენილი ნიჭია ღვთის მიერ მომადლებული, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას.
ადამიანური თავისუფლებაც ღვთის მომადლებული ნიჭია (იინ. 8. 36). ქრისტეს ეს ღვთაებრივი სწავლება უარყოფილია ლიბერალების მიერ, ვით ადამიანისათვის მიუღებელი და შეუფერებელი. ამიტომაც იბრძვის ლიბერალიზმის ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ პიროვნებამ საკუთარი გონებისაგან განთავისუფლებისათვისაც კი უნდა იბრძოლოს. ანარქისტი მ. შტირნესის სიტყვით კი, თურმე, ასეა: თუ გწამს ჭეშმარიტების, არ გწამს საკუთარი თავის! შენ მონა და რელიგიური ადამიანი ხარ. მაგრამ ადამიანო შენ ხარ ჭეშმარიტება... შენ ჭეშმარიტებაზე მეტი ხარ. ის (ღმერთი) შენ წინაშე არაფერია.
ა. ბერდიაევი ჭეშმარიტებას ათეიზმშიც პოულობდა და მას განთავ-ისუფლების აქტად მიიჩნევდა: ჭეშმარიტება არ თრგუნავს (უარყოფს) ათეისტების თავისუფლების, ხოლო ქრისტიანულ დოგმატური სწა-ვლება ჭეშმარიტებას უარყოფს, იმიტომ რომ მართლმადიდებელ ქრი-სტიანებში შეუძლებლია ამგვარი განთავისუფლება: ისინი თავად ამ-ბობენ უარს ქრისტეს სწავლებისაგან განთავისუფლებაზე.
ამრიგად, გასაგებია რა მოსწონთ ლიბერალებს ათეიზმში. ისინი ქრი-სტეს გარეშე თავისუფლებას ქადაგებენ. ეს კი მართლმადიდებლე-ბისთვის ცოდვის მონობას ნიშნავს.
რომან ვერშილო
Xareba.net - ის რედაქცია