გადაუწყვეტელ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როდესაც მსოფლიო გაერთიანების საფუძვლიან გამოკვლევას ვიწყებთ. გამოკვლევებიდან ვრწმუნდებით, რომ გლობალიზაციის ერთიანი პროცესი არ არსე-ბობს. არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი გლობალიზაცია და ყოველი მათგანი საკუთარ საფუძველზე ვითარდება.
წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი (კაფ სანი) ამბობს: "ჭეშმარიტი გლობალიზაცია" სიტყვა - ღმერთის განხორ-ციელებით დაიწყო, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და აღად-გინა პირველი ადამიანი - ადამი. იესო ქრისტე, ჭეშმარიტად, მსო-ფლიო ადამიანია, რადგან "არა არს ჰურიაება, არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ".
ქრისტიანი, რომელშიც ქრისტე მკვიდრობს - ასევე მსოფლიო ქრი-სტიანი ხდება.
ქრისტე საკუთარ არსებაში მოიცავს ყოველ მისდამი მორწმუნე ადა-მიანს. განღმრთობილი ქრისტიანი არის მსოფლიო და კათოლიკე ადამიანი. ამგვარი მსოფლიო ადამიანი იყო ყველა მოციქული, ძველი და ახალი მოწამე, მოღვაწე, თავდადებული ქრისტიანი.
სხვადასხვა ქვეყნებმა და ერებმა სახარებისეული ფასეულობების ირ-გვლივ დაიწყეს გაერთიანება. ქრისტიანობის სულიერმა ზეგავლენამ მრავალი ერი გამოიყვანა ბარბაროსული და წარმართული ცხოვრე-ბიდან და მართლმადიდებლობაში გააერთიანა. ქრისტიანული გლო-ბალიზაციის ზემოქმედებით მსოფლიოში ზნეობრივი წესრიგი მკვი-დრდებოდა, ადამიანი უფრო კეთილი და სამართლიანი ხდებოდა. ყოველივე საუკეთესო, რაც მიღწეული იქნა კაცობრიობოს მიერ სუ-ლიერ და კულტურულ სფეროში, ქრისტიანულ გლობალიზაციასთან არის დაკავშირებული.
უფალი იესო ქრისტე მსოფლიო ადამიანია, რადგან თავი თვისი და-სდო მსოფლიოსათვის. ანტიქრისტემ და მისმა მიმდევრებმა მიით-ვისეს სახელწოდება "მსოფლიო", ისინი ადამიანებისთვის კი არ სწი-რავენ თავს, არამედ თავად ადამიანებს სწირავენ გლობალიზაციის იდეებისთვის.
მაცხოვრის პირველი მობრძანების დროს გარკვეულ გლობალიზაც-იას რომის იმპერიამ მიაღწია, ის მაშინ Pox Pomana - დ იწოდებოდა, მაგრამ ის გლობალიზაცია ადამიანებს თავისუფლებად და მონებად, ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად ყოფდა და კერპების თაყვანისცემას სთავაზობდა. ქრისტიანები მათში ანტიქრისტეს წინა-მორბედებს ხედავდნენ. იმდრიონდელ და ახლანდელ გლობალი-ზაციაში მრავალი საერთო მოიძებნება.
გავიხსენოთ, რას გალობს ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულის მწუხრზე: "ერთ მთავრობასა მას, ავგუსტოისასა ქვეყანასა ზედა, მრა-ვალმთავრობანი, კაცთანი დასცხრეს ქვეყანისაგან და ქრისტეს ხორ-ცშესხმასა მრავალღვთაება კერპთა დადუმნა, ერთ მეფე იყვნენ ყო-ველნი ქალაქნი და ერთი ღვთაება რწმენათ და აღიარეს ყოველთა, წარმართთა, აღიწერნეს ერნი ბრძანებითა, მით კეისრისათა, და აღ-ვიწერენით მორწმუნენი, სახელითა ღვთისა ჩვენთვის განკაცებულ-ისათა, დიდ არს წყალობა შენი, უფალო, დიდება შენდა".
ყოველგვარ მონარქიასა და გლობალიზაციას, ქრისტეს გარეშე, აღგ-ვიან "მრავალმთავრობანი კაცთანი". მაგრამ "მრავალღვთაება კერპთა", ცრუ ღმერთებისადმი ყოველგვარი კერპთმსახურება და წარმართული იდეოლოგია შეიძლება აილაგმოს მხოლოდ ბრძანებითა, მით კეის-რისათა, და ჩვენც აყვანილნი ვართ აღრიცხვაზე სხვადასხვა სახე-ლმწიფოებრივი და ზესახელმწიფოებრივი მთავრობების მიერ, მაგრამ ქრისტიანი არ უნდა იყოს კმაყოფილი ამგვარი აღწერით, რადგან არ-სებობს საშიშროება იმისა, რომ ოდესმე ის დემონური გახდება.
ჩვენ, მართლმადიდებელნი, მივისწრაფვით ღმერთკაცობრივი გლო-ბალიზაციისაკენ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში. სწორედ ამაზე ვა-მყარებთ იმედს და ამისთვის ვიღწვით. ჩვენ, ქრისტიანები, არ ვე-თაყვანებით სუპერმენებს, სხვადასხვა იდეოლოგიებს, კერპებსა და ცრუმხსნელებს.
ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ ბეთლემში დაბადებულ უფალ იესო ქრისტეს, მას, ვინც ჯვარცმითა და აღდგომით გამოგვისყიდა. და ჩვენ ვლოცულობთ მის მიმართ, რათა უხვად მოგვანიჭოს მადლი სულ-იწმიდისა, რომ არ ვცდუნდეთ ცრუწინასწარმეტყველთაგან და სიკვ-დილამდე უფლის ერთგულნი დავრჩეთ.
Xareba.net-ის რედაქცია