გლობალიზაციის მომხრენი ხმამაღლა გაიძახიან: "საყოველთაო წეს-რიგი დამყარდება", იქნება "ეკონომიკური ზრდა", "თავისუფალი მიმ-ოსვლა, სხვა სახელმწიფოთა კულტურის გაზიარება მოხდება." მაგრამ, თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორი "კულტურულ" განვითარებას სთავაზობს დღეს თანამედრო-ვე მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებს, იოლად შეამჩნევთ საოცარ ერთ-ფეროვნებას ყველა სფეროში: ერთიდაიგივე კინო-ფილმები (სერია-ლები), მუსიკა, ლიტერატურა, ჩაცმულობის სტილი, რომელიც ამა სოფლის გარყვნილი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.
დღეს აშკარად გამოიკვეთა, რომ გლობალიზაციის უმთავრეს მიზანს კაცობრიობის კოსმოპოლიტიზაცია წარმოადგენს. როგორც ევრო-ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების ყოფილი ხელმძღვანელი ჟაკ ატალი წერს "მოსახლეობის გადაადგილება ახალი საზოგადოების ძირითადი ფორმა იქნება... ის განსაზღვრავს ცხოვრების წესს, კულ-ტურის სტილსა და მოთხოვნილების ფორმას".
მოსახლეობის გადაადგილებაში ატალი მოიაზრებს ადამიანებს, რო-მლებიც მოკლებულნი იქნებიან სამშობლოს, თავისი მიწა-წყლის, წი-ნაპართა სარწმუნოების გრძნობას და მხოლოდ მოთხოვნილებებისა და სანახაობების ინტერესებით იცხოვრებენ, რასაც მათ ტელევიზიითა და კომპიუტერით შესთავაზებენ.
ატალის აზრით, ადამიანებზე ზემოქმედება იმდენად ძლიერი იქნე-ბა, რომ მათ მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩებათ: ან აჰყვნენ საერთო დინებას, ან მოკვეთილი იქნან მისგან.
ამიტომ, ვიდრე ბრმად მივიღებდეთ შემოთავაზებულს, იქნებ, თავდ-აპირველად განვიხილოთ, რას გვთავაზობს დღეს თანამედროვე "კუ-ლტურა"? შეესაბამება კი ის ჩვენი ერის ტრადიციულ ფასეულობებს, თუ უცხო ხილია, რომელიც ანადგურებს ყოველივე ზნეობრივს, ტრა-დიციულს ქვეყანაში?
შესანიშნავ პასუხს ამ კითხვაზე არქიმანდრიტი რაფაელის (კარელ-ინი) წიგნებში ვპოულობთ:
"ერის კულტურა მისთვის დამახასიათებელი ისტორიული ტრადიც-იებია. შემონახულია თუ არა დღეისათვის ეს ტრადიციები - არა როგორც ბუტაფორია, არამედ როგორც სასიცოცხლო ძალა? აშკარაა, რომ ეს ტრადიციები ინგრევა. რითია სავსე დღეს წიგნის მაღაზიების თაროები და ვიტრინები, რას წარმოადგენს სატელევიზიო პროგრა-მები და ვიდეოფილმები - ის, რაც თანამედროვე კულტურის როლს თამაშობს? ჩვენს წინაშე ერთმანეთს ცვლიან მკვლელობების, ძალა-დობის, სექსის სურათები. კლასიკური ლიტერატურაც კი, რომელიც თავისთავად არც რელიგიურია და არც ქრისტიანული, თითქმის არ გამოიცემა... სისხლისა და სიბინძურის ეს ნიაღვარი, რომელმაც პი-როვნული და ადამიანური თვისებები დაუკარგა ჩვენი საუკუნის ადამიანებს, ძირს უთხრის ხალხურ და ეროვნულ ტრადიციებს, ამა-ხინჯებს ადამიანების გრძნობებს, სპობს წარმოდგენას ქრისტიანული ზნეობის შესახებ. რა არის ეს: ახალი კულტურა თუ კულტურის დაკარგვა?
ქუჩებში მოწყობილ სტენდებსა და კიოსკებში ისეთი სურათები და ფოტოებია გამოფენილი, ადრე რომ მხოლოდ ჩუმად, გარყვნილების ბნელ ბუნაგებში უჩვენებდნენ მყიდველს.
ახალ კი ისინი ჩვენი ქალაქების მოკაზმულობად იქცნენ და თუ კაცი პირს იბრუნებს მათგან, მას, უკეთეს შემთხვევაში დონ კიხოტად ჩათვლიან, უარესში კი - ფანატიკოსად, კაცთმოძულედ და სექტა-ნტადაც კი. ქრისტიანი წინ უნდა აღუდგეს სიტყვა "კულტურით" ამგვარ სპეკულაციას, რომელიც თვითონ ადამიანის ღირსებას აკნი-ნებს და თელავს... თანამედროვე მუსიკა თავისი რიტმებით მასობრივ ფსიქოზსა და ისტერიას იწვევს. რა არის ეს - კულტურა თუ ანტ-იკულტურა? ჩვენ, ქრისტიანები, რაც არ უნდა ობსკურანტიზმი და-გვწამონ, ამგვარი კულტურის წინააღმდეგი ვართ.
კულტურა გულისხმობს ადამიანთა ურთიერთობას და მის გარკვე-ულ ფორმებს - ამ ურთიერთობის სიმბოლურ ენას, ადამიანის პირ-ოვნებისადმი პატივისცემაზე დაფუძნებულს. ახლა კი ეს ურთიერ-თობა სხვა ფუნდამენტს ემყარება: ფული, სარგებელი, ანგარიში ავ-იწროებენ არა მარტო მეგობრობას, არამედ ნათესაურ კავშირებსაც. ცხოვრების ეტალონი სიმდიდრე ხდება. რა არის ეს? კულტურის პროგრესი, როგორც ადამიანის პატივისცემის უნარი, თუ მისი ენ-ტროპია?...
რას უწყობს ხელს ეს კულტურა: იმას, რომ ღმერთი იყოს საბოლოო მიზანი და მთავარი შინაარსი ადამიანის ცხოვრებისა, თუ იმას, რომ ეს სოფელი თავისი ვნებებით, სახეებით, ამპარტავნებითა და საკუთარი თავის გაღმერთებით შეიჭრას კაცის სულში და აავსოს იგი, რათა ამქვეყნიური ცხოვრება გახდეს კაცის მთავარი შინაარსი და მიზანი?"
Xareba.net-ის რედაქცია