სულის გაღიზიანებადი ძალების სფეროში მავნეს ღმერთზე დრტ-ვინვა და ადამიანზე მრისხანება, აუსრულებელი სურვილებით და შეურაცხყოფილი თავმოყვარეობით გამოწვეული სიძულვილი წარ-მოადგენს (ამიტომაც შეუძლებელია მრისხანებაზე გამარჯვება თუ ავხორცობას არ აღვკვეთავთ).
გაღიზიანებადი ძალის ცოდვიანი გამოვლინებანი ასეთია: შურისძ-იება, ვერაგობა, ავმეხსიერება, სხვის ნებაზე ძალადობა, ზოგჯერ - სიკეთის სახითაც. მრისხანების ძლევას ხელს უწყობს ადამიანის მიერ დასახული მაღალი ცხოვრებისეული მიზნები და სურვილების შეზღუდვა. მრისხანება თავიდან მდუმარებით უნდა გადაილახოს (როგორც ამბობს ღირსი იოანე კოლოვი, დახუფულ ჭურჭელში მო-თავსებული მორიელი კვდება), შემდეგ კი მას აზრებში და გულში ვებრძოლოთ.
შემდეგი საფეხურია - შესაწყნარებელი (მოსათმენი, ის, რაც ბორო-ტებას არ წარმოადგენს და ურომლისოდაც შეიძლება ყოფნა) სიტყვიერ ძალებთან მიმართებით ეს არის საქმიანობა მეცნიერებაში, ფილო-სოფიაში, ხელოვნებაში, ლიტერატურისა და პერიოდიკის კითხვა; სასურველთან მიმართებით - სერიოზული, კლასიკური მუსიკის მოსმენა, მუზეუმებისა და სურათების გალერეის მონახულება, საერო სიმღერების მღერა, მოგზაურობა; გაღიზიანებადთან მიმართებაშია - საზოგადოებრივი მოღვაწეობისაკენ სწრაფვა, შეჯიბრებები, თამაშები და სხვა ამის მაგვარი.
საჭიროს საფეხური - სიტყვიერი ძალის თვალსაზრისით: საკუთარი პროფესიით, საზოგადოებრივი, ასევე საოჯახო უფლებების და ვა-ლდებულებების ცოდნას, ჩვენი გარემომცველი ბუნების შეცნობას, ღვთისმეტყველების შესწავლას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სა-სურველ ძალათა თვალსაზრისით, საჭირო - ეს მეგობრული, ოჯა-ხური, მშობლიური სიყვარული, პატრიოტიზმი და საზოგადოებრივი სოლიდარობა, ბუნებასთან ურთიერთობა, ცოცხალ არსებათა მიმართ თანაგრძნობა და სიბრალულია. გაღიზიანებადის თვალსაზრისით - სიკვდილის ხსოვნა, საკუთარი თავის სიკეთისათვის იძულება, ვნე-ბებთან ბრძოლა, მოთმინება, ღვთის ნებისადმი მორჩილება, საკუთარი ცოდვების ხსოვნა.
აუცილებლიდან სიტყვიერი ძალებისათვის საუკეთესო - ესაა: - ლო-ცვის დროს კონცენტრაცია, სასურველთათვის - ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, როგორც ზეციური სილამაზის წინასწარი განცდა, გაღიზიანებადისთვის - მცნებების შესრულება, როგორც ნებისყოფის აქტი. გამოღვიძებადაწყებული სული, ზემოქმედებს რა სიტყვიერ ძალაზე, სულიერი სამყაროს უშუალო, ინტუიციური შეცნობის სა-შუალებას იძლევა, იმის შეცნობისა, რაც სიტყვაზე ღრმადაა; სასუ-რველ ძალაზე მისი ზემოქმედება ღვთის შეგრძნებას გვატყობინებს, როგორც ერთადერთ სიკეთეს, რომელთან შედარებითაც მიწიერი სიამოვნებანი სიმწარედ ჩანან. გაღიზიანებად ძალაზე ზემოქმედებით ის ნებას აღვიძებს, ღვთისაკენ სწრაფვას აღძრავს, სამშვინველს ცო-დვისა და ვნებების მოქმედებისაგან იცავს და განაახლებს, მასში სისუფთავესა და უბიწოებას ააღორძინებს.
სულიერ ძალათა გამოღვიძებისას, ადამიანს ესმის, რომ მისი - მხო-ლოდ ის არის, რაც მარადისობაში გადავა, საკუთარი თავი კი მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს. გამოღვიძებული სული თავს ამჟღავნებს სულიერი სამყაროს, როგორც უსასრულოს საიდუმლო ცოდნაში, რომლის ნაწილაკიც ის თავადაა, და ამავდროულად სა-მყაროსი, რომელიც თავად მასშია არეკლილი, როგორც მზე წყლის წვეთში; ადამიანის მიერ მთელი მისი არსებით ამქვეყნის, როგორც უმაღლესი ცხოვრების განცდაში და მასთან, როგორც სინათლის წყაროსთან და ერთადერთ, ჭეშმარიტად რეალურ ყოფიერებასთან მიმართებულობაში. მაშინ, როგორც უმაღლესი სულიერი ფასეულობა - გულის მდუმარება იხსნება, რომლის წინაშე ყველა დანარჩენი სათნოება მასთან ამყვანებელი კიბის საფეხურებად გვეჩვენება. ეს შესაძლოა სისასტიკედ მოეჩვენოთ მშვინვიერ ადამიანებს, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ ყოველივე ღვთისგანაა და არა ჩვენი ძალებისაგან. ღმერთს მთელი სამყაროსათვის დიდი წყალობის ქმნა შეუძლია, თუკი ამქვეყნად სუფთა გულს იპოვის, როგორც იწყალებდა და იხნიდა დაღუპვისაგან მთელ ერებსა და ქვეყნებს ისეთი დიდი წმიდანების ლოცვებით, როგორებიც ღირსი არსენი და მაკარი იყვნენ, როცა მათი გულების მდუმარება, შეიწირა, როგორც ყველაზე ღვთივსათნო მსხვერპლი.
ადამიანმა ღვთისაგან უდიდესი ძღვენი - დავიწყების უნარი - მიი-ღო, სულისათვის არანკლებ ფასეული, ვიდრე უნარი დამახსოვრებისა. რომ არა დავიწყების უნარი, ცხოვრება აუტანელი გახდებოდა. ნერვიული კომპლექსების ერთ-ერთი მიზეზი - მეხსიერებაში რაიმე მოვლენის ჩაბეჭვდა და ემოციურ პლასტში მისი დავიწყების ანუ განმუხტვის უსურველობაა. ნერვიული კომპლექსები ჩვენს სხეულში კატარულ ზონებს ჰგავს, ანთების ჩაუქრობელ კერებს, რომლებიც გვტკივა შეხებისას. დავიწყება ისევე აუცილებელია, როგორც ბინიდან ნაგვის და უსარგებლო ხლამის გადაყრა.
დავიწყების უნარი, ცნობიერებიდან უსარგებლო ინფორმაციის გამ-ოტანა განსაკუთრებულად ფასეულია ლოცვისათვის. ჩვენ ასოცია-ციური კავშირის მეშვეობით ვიხსენებთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ მოვშალოთ ეს კავშირები. ისინი შესაძლოა იყოს საგნები, ადამიანები, ადგილმდებარეობანი და ა.შ. უნდა გავექცეთ იმათთან შეხვედრას, ვინც ადრინდელ ცოდვიან ცხოვრებას მოგვაგონებენ: ყველაზე ძლიერ ასოციაციურ ზემოქმედებას ცოცხალი ადამიანი ახდენს. ხშირად აუცილებელია მეგობრობის გაწყვეტა იმასთან, ვისთანაც სცოდავდი, არც კი ილოცო მისთვის, სხვაგვარად ცოდვა მეხსიერებაში განახ-ლდება. უნდა გადავყაროთ ცოდვის ბეჭდის მატარებელი ნივთები. თუკი ეს შეუძლებელია, უნდა გადავაადგილოთ მაინც ისინი ოთახში. განსაკუთრებულ ატმოსფეროს წიგნები ქმნიან, ამიტომ ჩვენს ოთახში ვნებიანი, საერო ლიტერატურა არ უნდა გავაჩეროთ. ეს იმ დამა-ნგრეველი „რადიაციის" ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ადამიანს გამ-უდმებით ასხივებს. სასურველია იმ ადგილების მონახულება, სადაც ადრე იშვიათად ვყოფილვართ, რათა მოგონებათა ქსლი გავგლიჯოთ. ზოგჯერ, ლოცვის დროს, ჩვენი ოთახის ფანჯრებს სქელი ფარდა ჩამოვაფროთ და ბნელ ოთახში ვილოცოთ.
თუკი არ არის საშუალება ჩვენთვის მძიმე საუბარზე უარის თქმისა, მაშინ ამ საუბრისას უნდა ვდუმდეთ და ვლოცულობდეთ, მაშინ თანამოსაუბრის სიტყვები მხოლოდ დასხლტებიან ჩვენი გონების ზედაპირზე და გულში ვერ შეაღწევენ. ასეთი საუბრების დროს ჩვენ არც თუ იშვიათად შეცდომებს ვუშვებთ, წამგებიან პოზიციაში ვდგებით. სახელდობრ - გვინდა ადამიანი დავარწმუნოთ მის წინაშე ჩვენი ჭკუის დემონსტრირებით. საუბარში ვერთვებით და ის გვი-ტაცებს, ადამიანის წყენინებისა გვეშინია და ღმერთის წყენინებას ვამჯობინებთ. ეს გაუკუღმართებული გაგებაა სიკეთეზე - ვნებები-საგან წავაქეზოთ სხვა, როცა ჩვენ, იმისათვის რომ შეცბუნება და-ვფაროთ, ვიღიმით და ვიცინით, ამასთან, სიცილი - ეს რაღაც მონათესავეა დათრობისა, სულიერი მოდუნების მდგომარეობაა, როცა ადამიანი თავისი გულის გაკონტროლებას წყვეტს და ამის გამო დაუცველი რჩება. სიცილში სიძვაა, ხოლო ხუმრობაში - კადნიერება, ამიტომ ისინი ჩვენთვის შეუმჩნევლად ჩვენს მგრძნობელობას აღა-ნთებენ. თუკი თვითონ არ გამოამჟღავნებ თუნდაც შინაგან ინტერესს სულისათვის ურგები საუბრის სიტყვებისადმი, მაშინ საუბარიც ამოიწურება. ადამიანი გრძნობს, როგორი განწყობით უსმენენ მას, ამიტომ თუ გინდა, რომ საუბარი შეწყდეს, თანამოსაუბრის სიტყვები წყაროს რაკრაკად ჩათვალე. ზოგიერთი ადამიანი, იმისათვის რომ სხვებთან აუცილებელი დისტანცია ჰქონოდა, ან პირში ახლიდა სიმართლეს ისე, რომ წყენინებისა არ ეშინოდა, ან თავს ისულელებდა, სულელს კი ბევრი არ მოეთხოვება, მაგრამ ეს მეთოდი ყველასათვის არ არის.
იმისათვის, რომ ცოდვიანი წარსული სწრაფად დავივიწყოთ, ჩვენი საკუთარი რჩევები უნდა შევცვალოთ: სიარულის, წოლის, ლაპარაკის, სუფრასთან ჯდომის და ა.შ. ამგვარად, განსაზღვრული ასოციაციური კავშირებიც იშლება. საერთოდ კი წარსულის მოგონებისაგან სულის განწმედის ყველაზე ძლიერი საშუალება სინანული და ლოცვაა. მი-ტევებული ცოდვა უფრო იოლად ეძლევა დავიწყებას, ლოცვაში მიღებული მადლი კი, თითქოსდა ჩვენი გონების სარდაფის კარს გასაღებით კეტავს, სადაც ჩვენი ცოდვები „ინახება" (უფრო ზუსტად მათზე მოგონება) ჩემი მცირედი გამოცდილებით, როცა ნამდვილად ვლოცულობ, აღარ მაგონდება ადრე წაკითხული საერო წიგნები, თითქოს ისინი ხელში არასდროს მჭერია, ხოლო როცა ვნებების განცდისკენ მივიდრიკები, წაკითხულზე მოგონებანი გონებაში ამო-ტივტივდებიან, როგორც ზღვის გველები სიღრმიდან ზედაპირზე.
იმისათვის, რომ წარსული დავივიწყოთ, საკუთარი თავი, საკუთა-რი გონება, საკუთარი მეტყველება უნდა გავამარტივოთ, როგორც მებრძოლი იპოხავს ტანს ცხიმით, რათა ძნელი იყოს მისი ჩავლება. თუ სხვისი ცოდვების მოსმენა გვიწევს, მაშინ ცოდვილებისადმი თანაგრძნობა უნდა გამოვხატოთ და ვუთხრათ, რომ მსგავს ცოდ-ვებში ჩვენც ვართ დამნაშავენი, შემდეგ ლოცვა შევთავაზოთ იმი-სათვის, ვის უძლურებაზეცაა ლაპარაკი და მაშინ ასეთი საუბარი მალე შეწყდება.